5-11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

4 ივნისი 20:20, 2017 წელი

მომდევნო კვირა სავსე იქნება წვრილმანი და ყოფითი პრობლემებით... და, რა თქმა უნდა, მანქანის დაზიანება ან წყლის მილის გასკდომა არ არის იმის მიზეზი, რომ დეპრესიის მსხვერპლი გახდეთ.

ვერძი
მეუღლესთან სამომავლო გეგმებზე გულწრფელი საუბარი მოგიწევთ. ამ საუბრის ინიციატორი არა თქვენ, არამედ თქვენი პარტნიორი იქნება, რომელიც დამოუკიდებლად ვერ შეძლებს ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. დიდი შანსია იმისა, რომ თქვენს მეწყვილესთან ურთიერთობა სრულად გაწყვიტოთ (ეს მთელი კვირის ცენტრალური მოვლენა გახდება). ყველაფერი, რაც პარალელურად მოხდება თქვენს კარიერულ თუ ფინანსურ საკითხებში, თქვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება.


კურო
კუროები კვირის მანძილზე ნაკლებად აქტიურები იქნებიან. ყურადღება მიაქციეთ - საუბარია ემოციურ სიმშვიდეზე. თუკი უახლოეს დღეებში მავნე ჩვევაზე თავის დანებება ან დიეტის გაკეთება გადაწყვიტეთ, იქნებ გეგმები რამდენიმე დღით გადადოთ. უმჯობესია, კონცენტრირდეთ უფრო რთულ საქმეებზე, მაგალითად, დაკავდით სახლის საფუძვლიანი დალაგებით, საზაფხულოდ გარდერობის შეცვლით ან იმაზე იფიქრეთ, როგორ თქვათ უარი დამღუპველ ჩვევებზე.


ტყუპები
მომდევნო კვირის დღეებში ცვლილებებს წარმატებით განახორციელებთ. სამსახურში საქმეები იდეალურად წაგივათ (უფრო ზუსტად, მეთოდურად განაგრძობთ სამსახურებრივი ავტორიტეტის შენარჩუნებას და ხელმძღვანელისგან შექებასაც დაიმსახურებთ. სამაგიეროდ, პირად საქმეებში შექება არ გელოდებათ. თქვენი რჩეული მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებს და მთელ თქვენს საოჯახო ბიუჯეტს მხოლოდ საკუთარ თავზე დახარჯავს, შემდეგ კი ხმაურიან სკანდალს მოაწყობს სხვადასხვა ბრალდებებით (სავარაუდოდ, საუბარი ეჭვიანობას შეეხება).


კირჩხიბი
კირჩხიბებს ვარსკვლავები ულტრამოდური მოწყობილობის, გაჯეტის ან ნივთის შეძენას ურჩევენ, რომელიც მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არის მომზადებული. სამსახურებრივ ან პირად საქმეებში წარმატება ნაკლებად გელოდებათ. საბედნიეროდ, იმდენად ჩაერთვებით თქვენთვის მნიშვნელოვანი ნივთის შეძენაში, რომ არსებულ სიტუაციაში ნეგატიური მხარის დანახვა გაგიჭირდებათ. გამოტოვებთ იმ მომენტს, რომ თქვენი სიმპათია ვიღაცასთან რომანის დაწყებას ცდილობს, ხოლო თანამდებობაზე, რომელიც უკვე თქვენად მიგაჩნდათ, ახალი კოლეგა დაინიშნება.


ლომი
ლომებო, ვარსკვლავები არ გირჩევენ საკუთარ თავზე ბევრის აღებას. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი უსასრულო არ არის და ის პერიოდულად „დატენას“ მოითხოვს. აი, რითი უნდა დაკავდეთ მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში. დაფიქრდით, რა სახის გართობა განიჭებთ პოზიტივს, ხოლო შემდეგ საკუთარ თავს რელაქსის უფლება მიეცით. საქმეების სრულად დავიწყება დაუშვებელია, მაგრამ შეგიძლიათ, ისინი გაყოთ მნიშვნელოვან და მეორეხარისხოვან საქმეებად. ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებას შეგიძლიათ, მოგვიანებით შეუდგეთ (მას შემდეგ, რაც თქვენი ორგანიზმი საკმაოდ „დაიტენება“).


ქალწული
ქალწულებს ქვეცნობიერი შფოთვები შეაწუხებთ. ნერვიულობა თქვენს მომავალ ქორწინებას ან რომანს შეეხება. მოულოდნელად გაიგებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თქვენი მუდმივი პარტნიორი გღალატობთ და ქორწინების ფიცს არღვევს. ნაცვლად იმისა, რომ ეს ინფორმაცია გადაამოწმოთ, მოიწყენთ და ნერვიულობას გულში ჩაიკლავთ. მხოლოდ დასვენების დღეებში გაიგებთ, რომ თქვენი პარტნიორი დამნაშავე არ არის და მასზე ცრუ ინფორმაცია მოგაწოდეს, დამნაშავეს კი მკაცრად დასჯით.


სასწორი
სასწორებისთვის მომდევნო შვიდი დღე წუთიერი იქნება, ვერც კი გაიგებთ, როგორ გაივლის დღეები. სამწუხაროა, რომ განცდილი ემოციების შენახვას ან ფოტოზე აღბეჭდვას ვერ მოახერხებთ. ადამიანი, რომელიც ამ ემოციებს გაჩუქებთ, თქვენ გვერდით დიდხანს არ იქნება და მას ქვეყნიდან ან ქალაქიდან გამგზავრება მოუწევს. მის გარეშე მოგიწევთ საკუთარი ცხოვრების დალაგება, უფრო ზუსტად, საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ თქვენი ცხოვრება ზუსტად ისე განვითარდება, როგორც ამ გასაოცარ გაცნობამდე.


მორიელი
მორიელებო, ვარსკვლავები არ გირჩევენ შორსმიმავალი გეგმების შედგენას. ამ ყველაფერს გააუქმებს ბრძანება, რომელსაც თქვენი ხელმძღვანელი მოაწერს ხელს (საუბარია ხანგრძლივ მივლინებაზე). ამ მივლინებას ისე აღიქვამთ, როგორც დიდ დაბრკოლებას, რადგან მის გამო დასვენების დღეების ახლობლების წრეში გატარებას ვერ შეძლებთ ან რომანტიკულ შეხვედრას გამოტოვებთ იმ ადამიანთან, რომელსაც ოცნებობთ, თქვენი მეორე ნახევარი უწოდოთ. საბოლოოდ, თქვენი განწყობა მივლინების პერიოდში არცთუ ისე პოზიტიური იქნება.


მშვილდოსანი
მშვილდოსნებო, ძალიან ახლოს ხართ კარიერულ მთის დაპყრობასთან, რაშიც ბედნიერი შემთხვევა და თქვენი პროფესიონალიზმი დაგეხმარებათ (უფრო ზუსტად, ავტორიტეტულ ადამიანთან საკუთარი თავისა და პროფესიონალიზმის წარმოჩენის კარგი შანსი მოგეცემათ. ის დაუყოვნებლივ მიგიწვევთ საკუთარ კომპანიაში სამუშაოდ და თქვენც დაუფიქრებლად დასთანხმდებით. პირად საქმეებში ნაკლები წარმატება გელოდებათ, თუკი თქვენი მთავარი მიზანია კონკრეტული ადამიანის ყურადღების მიქცევა, ისწავლეთ მოთმინება (ეს ადამიანი თქვენთან აუცილებლად მოვა, ოღონდ ოდნავ მოგვიანებით).

თხის რქა
წარსული შეცდომებისგან განთავისუფლებას შეძლებთ. საკუთარ თავზე ბევრს იმუშავებთ და შედეგად მიხვდებით, როგორ მოიშოროთ მძიმე ფიქრები. ცხოვრების ახლიდან დაწყებისას გაცილებით პროდუქტიულად იმუშავებთ. კვირის ბოლოსკენ რთულ პროექტზე მუშაობის დასრულებას შეძლებთ, რისთვისაც შეგაქებენ და დაგაწინაურებენ კიდეც.


მერწყული
მერწყულები ამ კვირაში კრეატიულობით გამოირჩევიან. ცხოვრების შეცვლის მცდელობა და მასში მაქსიმალური მრავალფეროვნების შეტანა ახლა თქვენთვის მიზანშეწონილი არ არის. ეს მცდელობები მნიშვნელოვნად გაართულებს თქვენს ურთიერთობას ოჯახის წევრებთან (თქვენ მიერ ჩაფიქრებულ ექსპერიმენტი სრულად დაიბლოკება). იმისთვის, რომ ოდნავ მაინც დაიმშვიდოთ თავი, ახლობელი ადამიანების წრეში უფრო დიდ დროს გაატარებთ და ისინი თქვენს კრეატივს მხარს დაუჭერენ. დიდი ალბათობით, მათთან ერთად წამოიწყებთ იმ პროექტს, რომელზეც დიდხანს ფიქრობდით, თუმცა, მისი განხორციელება ვერაფრით გადაწყვიტეთ.


თევზები
თევზებო, ვარსკვლავები კარგ დასვენებას, ნორმალურად გამოძინებას და საკუთარი ნერვების დამშვიდებას გირჩევენ. ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა ხელს შეგიწყობთ, რეფორმები ხუთიანზე ჩაატაროთ და საუკეთესო შედეგი მიიღოთ. ეს შემდეგ, პერსპექტივაში, მანამდე კი მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეები ერთმანეთისგან გამოყავით (ეს დაღლილობისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ). საკუთარი ემოციური ბალანსის აღდგენაში ტყეში სეირნობა დაგეხმარებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?