19-25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

18 ივნისი 19:30, 2017 წელი

შესაძლოა, მზიანი დღეების გატარება სამსახურში მოგიწიოთ, თუმცა, გახსოვდეთ - ენთუზიაზმი საუკეთესო გზაა კარიერის მწვერვალის დასაპყრობად.

ვერძი
ვერძები კვირის განმავლობაში ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან. სამსახურში ხელმძღვანელობა შეგაქებთ და დაიმსახურებთ ჯილდოს, რითიც ძალიან იამაყებთ. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ამ ჯილდოზე ისაუბრებთ ისეთ ადგილებშიც, სადაც ეს კატეგორიულად მიუღებელი იქნება. ბევრი კოლეგა ზურგს გაქცევთ, რადგან ამპარტავან ადამიანად მიგიჩნევენ. პირად საქმეებში მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებთ, რაც პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში ხელს შეგიშლით.



კურო
კუროებისთვის მომდევნო კვირა წარმატებული იქნება. თუკი დიდი ხანია ზოგავთ თანხას რომელიმე სასარგებლო ნივთის შესაძენად, უახლოეს დღეებში მიზანს მიაღწევთ - მის ყიდვას საკმაოდ დაბალ ფასში შეძლებთ და ცოტაოდენი თანხა სხვა ნივთების შესაძენადაც დაგრჩებათ. სხვა სასიამოვნო და გასახარებელი მომენტები მომდევნო კვირაში არ გელოდებათ. სახლშიც და სამსახურშიც მოვლენები სტაბილურად განვითარდება, ყოველგვარი აღელვების, აფეთქებისა და შეშფოთების გარეშე.


ტყუპები
ტყუპებს ვარსკვლავები არ ურჩევენ დიდი ხნით სახლიდან გასვლას. ნებისმიერი  მოგზაურობა, რომელიც უახლოს დღეებში გაქვთ დაგეგმილი, ისე არ ჩაივლის, როგორც თქვენ ისურვებდით. პირველი და მთავარი მიზეზი, რის გამოც თქვენი დასვენება „ჩაიშლება“, არასაკმარისი ბიუჯეტი იქნება. არსებობს რისკი, რომ პრემია არ მიიღოთ, ამიტომ, მოგიწევთ თქვენი სამოგზაურო თანხების შემცირება. კარგი იქნება, თუკი გამგზავრებას რამდენიმე დღით გადადებთ და ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებთ. ამ საკითხის მოგვარებაში შეძლებული ნათესავი დაგეხმარებიან.


კირჩხიბი
კირჩხიბები მომდევნო კვირის განმავლობაში პირადი საკითხების მოგვარებით დაკავდებიან. თუკი მარტოხელა ხართ და რამდენიმე ხნის წინ ვინმესთან დაახლოება სცადეთ, სწორედ ამ ურთიერთობის განვითარების ტემპი გაგაღიზიანებთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნუ მიმართავთ თქვენს სიმპათიას შეკითხვით: „როდის დაიწყება ჩვენი რომანი, ბოლოს და ბოლოს?“. იმოქმედეთ ეშმაკურად და სტრატეგიულად. შექმენით ისეთი სიტუაციები, რომლებიც თქვენს რომანტიკულ განწყობას უზრუნველყოფს. თუკი ამ საკითხში კომპეტენტური არ ხართ, დახმარებისთვის მეგობრებს მიმართეთ და გამოიყენეთ ინტერნეტი.


ლომი
ლომებს კვირის მანძილზე ხარბ ადამიანებთან ექნებათ ურთიერთობა. დიდი ალბათობით, ეს ადამიანი თქვენში უნიკალურ პოტენციალს აღმოაჩენს და გადაწყვეტს, ამ პოტენციალით ისარგებლოს. ამ საქმეში საკმაოდ უცნაური როლი გექნებათ (ადამიანი, რომელიც სუფთა ენთუზიაზმზე ბევრს მუშაობს). იყავით დაკვირვებით, რადგან ამ ცბიერი ადამიანის წყალობით არა მხოლოდ ძალიან დაიღლებით, არამედ საჯარო ავტორიტეტსაც დაკარგავთ. იმისთვის, რომ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ, ისწავლეთ თქვათ „არა“ ნებისმიერ თხოვნაზე.


ქალწული
ქალწულები  მომდევნო კვირას დამსახურებულ  რელაქსაციას დაუთმობენ. თქვენი ხელმძღვანელი შვებულებაში გავა და მასთან ერთად სამსახურიდან მკაცრი კონტროლი და სხვადასხვა უსიამოვნებები გაქრება. სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს დაღლილობა დიდად არ შეგაწუხებთ. გადაწყვეტთ, გააკეთოთ დანაზოგი დასასვენებლად გასამგზავრებლად. გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ამ კვირაში თქვენს სახლში რემონტი დაიწყება.


სასწორი
სასწორებს არცთუ ისე მარტივი გამოცდა ელოდებათ. სანამ რამის მტკიცებას დაიწყებთ, დაფიქრდით, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, რას იფიქრებს თქვენზე ესა თუ ის ადამიანი, ან საერთოდ, რატომ უნდა მოექცეთ მისი გავლენის ქვეშ? დაკავდით მხოლოდ იმ საქმით, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. თუკი დასვენების დღეებში სასიამოვნო გარემოში კათხა ლუდის დალევა მოგინდებათ, ნუ იტყვით უარს ამ ტიპის დასვენებაზე. მით უმეტეს, რომ სწორედ დასვენების დღეებში გელოდებათ საბედისწერო შეხვედრა, რომელიც, თუკი მარტოხელა ხართ, ბედნიერი სიყვარულის დასაწყისი იქნება.


მორიელი
მორიელებს დაძაბული კვირა და ერთფეროვანი უიკენდი ელოდებათ. ერთადერთი რამ, რაც თქვენს ყოფას გაახალისებს, ინტერნეტის დახმარებით შემდგარი ურთიერთობა იქნება. აი, იქ, მსოფლიო ქსელში, საკუთარ თავს ბევრი რამის საშუალებას მისცემთ: ლოველასის ან მაცდური კუროს როლში აღმოჩნდებით, და, ასევე, გექნებათ ვირტუალური რომანი, რომელიც ორივე მხარეს უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ რეალურად პარტნიორი გყავთ და თუკი ის თქვენი მიმოწერის შესახებ გაიგებს, კარგი დღე ნამდვილად არ გელოდებათ.

მშვილდოსანი
მშვილდოსნები მომდევნო კვირაში რამდენიმე დღის განმავლობაში ფინანსური კატასტროფის ზღვარზე აღმოჩნდებიან. პირველად, ეს წარმოიქმნება იმ დროს, როდესაც საყიდლებზე წახვალთ ყველაზე აუცილებელი ნივთების შეძენის მიზნით, საბოლოოდ კი მთელ თქვენს დანაზოგს ახალი გარდერობის, გაჯეტის ან რამე მსგავსი მოწყობილობის შესაძენად დახარჯავთ. შედეგად იძულებული იქნებით ეკონომიურ რეჟიმზე გადახვიდეთ და კვირის დასვენების დღეებს საკმაოდ ხელმომჭირნედ გაატარებთ. კვირის ბოლოს თქვენი საფულე მთლიანად დაიცლება და მოგიწევთ, ფულის სასესხებლად ნათესავებს ან მეგობრებს მიმართოთ.


თხის რქა
თხის რქებს კვირის განმავლობაში ბევრი შეხვედრა და მოგზაურობა ელოდებათ. უახლოეს დღეებში თქვენი სამსახური ოფისის კედლებს გასცდება, მაგრამ მუდმივი მოძრაობა უფრო დაგღლით, ვიდრე გასიამოვნებთ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ თქვენი მეწყვილე, ვისთან ერთადაც პროექტზე მუშაობთ, საკმაოდ მომაბეზრებელი პიროვნება აღმოჩნდება და თავს თქვენს საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს. მოსვენებას არც საღამოობით მოგცემთ და დაგირეკავთ, რათა ტელეფონზე გესაუბროთ. მის მოშორებას ადვილად ვერ შეძლებთ, რადგან მასთან ნორმალური ურთიერთობა თქვენი საერთო ამოცანების შესრულებას უზრუნველყოფს.


მერწყული
მერწყულები მომდევნო შვიდ დღეს მნიშვნელოვანი ღონისძიების მოლოდინში გაატარებენ, რომელიც კვირის ბოლოს იგეგმება. გამორიცხული არ არის, რომ საუბარი იყოს საუკეთესო მეგობრის ქორწილზე ან საყვარელი ნათესავის იუბილეზე. ასეა თუ ისე, მოგიწევთ, ცოტაოდენი დრო დაუთმოთ შესაფერისი საჩუქრისა და ტანსაცმლის შერჩევას. სხვათა შორის, ღონისძიებაზე სიტყვის წარმოთქმაც მოგიწევთ, რომლის შესადგენად კომპეტენტურ ადამიანს დაიხმართ, თუმცა, კარგი იქნება, თუკი ამ საკითხს დამოუკიდებლად გაუმკლავდებით.


თევზები
თევზები მთელ კვირას უსასრულო საქმეებში გაატარებთ. თქვენი ოჯახის წევრები გადაწყვეტენ, რომ მთლიანად შეცვალონ წყალგაყვანილობა (და სხვა მნიშვნელოვანი კომუნიკაციები), რის ორგანიზებასაც თქვენ დაგავალებენ. პარალელურად, სამსახურში რთული სამუშაო დღეები გელოდებათ და პრობლემის აღმოფხვრას ახალ ხელმძღვანელთან ერთად შეეცდებით.

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?