3-9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

2 ივლისი 20:00, 2017 წელი

კვირის მანძილზე ბედისწერა საინტერესო ადამიანებთან დაგაკავშირებთ, მაგრამ სხვა საინტერესო ამბებიც გელით...

ვერძი
ვერძებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. დიდი ალბათობით, ეს სამსახურს უკავშირდება. ვარსკვლავები არ გირჩევენ რთული საკითხების დამოუკიდებლად გადაჭრას. ჰკითხეთ რჩევა ოჯახის წევრებს და ისინი კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლაში უდავოდ დაგეხმარებიან. მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გელოდებათ. ეს არის შენაძენი, რომელიც თქვენს მეგობრებში დისკუსიას გამოიწვევს, თუმცა, მათგან მხოლოდ კრიტიკას მოისმენთ, რაზეც რეაგირება არ უნდა მოახდინოთ.

კურო
კუროებს კვირის განმავლობაში საკუთარ თავთან მოუწევთ ბრძოლა. ადამიანი, რომელთანაც გსურთ სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება, წამოგიყენებთ ულტიმატუმს, უარი თქვათ თქვენს მავნე ჩვევაზე. საკუთარ თავზე დაძაბული მუშაობა თქვენთვის ყველაზე დამღლელი იქნება კვირის განმავლობაში. ყველა სხვა საქმე სტაბილურად და მშვიდად ჩაივლის. ეს სიმშვიდე საყვარელი ადამიანის გამო დაწყებულ ბრძოლაში წარმატებას მოგიტანთ.

ტყუპები
ტყუპებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. ერთი შეხედვით, შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ სწორ ნაბიჯებს დგამთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს ილუზიაა, რომელიც იმ მომენტში დაიწყებს განვითარებას, როგორც კი თქვენი საცხოვრებელი ადგილის გაყიდვის შესახებ დოკუმენტს ხელს მოაწერთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დროებით გადადოთ ეს ამბავი და იმ საქმეზე იფიქროთ, რომელიც ნაკლებად სარისკოა. მაგალითად, სტილთან თუ იმიჯთან დაკავშირებული ყველა თამამი ექსპერიმენტი წარმატებით დამთავრდება.

კირჩხიბი            
კირჩხიბებისთვის მომდევნო შვიდი დღე ძალიან გაიწელება. სამსახურში იმ კოლეგების რიცხვში აღმოჩნდებით, რომლებიც იძულებულები იქნებიან, დაძაბულ სიტუაციაში იმუშაონ, სანამ დანარჩენები შვებულებით ტკბებიან. საქმის ძირითადი ნაწილი თქვენზე გადატყდება, რის გამოც სახლში ძალიან დაღლილი დაბრუნდებით. დაღლილობასთან საბრძოლველად ნუ დაგავიწყდებათ ისეთი ხერხები, როგორიცაა წიგნის კითხვა, სეირნობა და თქვენთვის სასიამოვნო ხალხთან ურთიერთობა.

ლომი
ლომები კვირის განმავლობაში შეუსაბამო ქმედებებით გამოირჩევიან. ჯერ გადაწყვეტთ, რომ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიერული წარმატებაა და ახალ პროექტზე მუშაობას დაიწყებთ, მაგრამ შუა გზაში, მოულოდნელად, ახალი საქმიანობის მიმართ გულგრილობას გამოიჩენთ. დასვენების დღეებში გაერთობით და არცერთ ელიტარულ წვეულებას არ გამოტოვებთ. რა თქმა უნდა, ეს კარიერულ წარმატებას არ მოგიტანთ, მაგრამ, სამაგიეროდ, პირად ცხოვრებაში დაუვიწყარი მომენტები გელოდებათ. თქვენ  გვერდით საოცარი ადამიანი აღმოჩნდება, რომლის დანახვაზეც რომანტიკის ზღვაში გადაეშვებით.

ქალწული
ქალწულებს კვირის განმავლობაში ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდებათ. სამსახურში სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ, მაგრამ მათ მოგვარებას თქვენი პროფესიონალიზმის წყალობით შესანიშნავად მოახერხებთ. პრობლემები წარსულს ჩაბარდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სიმშვიდეს კიდევ დიდი ხნით ვერ დაიბრუნებთ. ამაში მეგობრებისა და ნათესავების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. კარგია, რომ ახლობლები სათანადოდ იზრუნებენ თქვენზე. შედეგად კი პრობლემებს მეტ-ნაკლებად დაივიწყებთ.


სასწორი
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენი პოლიტიკური შეხედულებების ხმამაღლა გამოთქმას მოერიდოთ. კოლეგები, რომლებიც თქვენს მახეში გაბმაზე ოცნებობენ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს სიტყვები თქვენს დირექტორამდე მივიდეს, თანაც, უფრო უტრირებულად. იმისთვის, რომ პრობლემები აიცილოთ თავიდან, სასურველია გარშემომყოფებთან დისტანციურად იყოთ და მათ პროვოკაციულ შეკითხვებს არ უპასუხოთ. გულწრფელობა მხოლოდ თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაში გამოგადგებათ.

მორიელი
მორიელებს ფინანსურ საკითხებში საკმაოდ წარმატებული კვირა ელოდებათ. თქვენი შემოსავალი მნიშვნელოვან გაიზრდება, რადგან პროექტი, რომელზეც მუშაობა ახლახანს დაიწყეთ, წარმატებით განხორციელდება, რისთვისაც დირექტორი პრემიას გამოგიწერთ. პირად საკითხებში ნაკლები წარმატება გელოდებათ და თუკი დაოჯახებული ხართ, დროის ერთფეროვნად, ოჯახურ სიტუაციაში გატარება მოგიწევთ.  თუკი მარტოხელა ხართ, მოგეწონებათ მომხიბვლელი ადამიანი, მაგრამ ის უარს იტყვის თქვენთან დაახლოებაზე, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მისი გული სხვას ეკუთვნის.

მშვილდოსანი
მეორე ნახევრის მხრიდან წვრილმან „ხულიგნობებზე“ თვალის დახუჭვა მოგიწევთ. თქვენი საყვარელი ადამიანის პროფესიულ საქმიანობაში პრობლემები წარმოიქმნება, რის შემდეგ ის დადარდიანდება. იმისთვის, რომ იგი ხასიათზე მოიყვანოთ, შესთავაზეთ ისეთი ნივთის ყიდვა, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობს. თქვენს ფინანსურ სსაკითხებში უკეთესობა შეიმჩნევა, რაც პრობლემებსაც დაგავიწყებთ და დასვენების დღეების იდეალურად გატარების შესაძლებლობას მოგცემთ.

თხის რქა
თხის რქებო, ნუ დაელოდებით ბედისგან საჩუქრებს. სასიამოვნო სიახლეები თქვენს ცხოვრებაში ასე მარტივად ვერ განვითარდება (ამის დამსხურება მოგიწევთ). სამაგიეროდ, თუკი მუხლჩაუხრელი იშრომებთ, ნამდვილად გელოდებათ პრემია ან დაწინაურება, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირად საკითხებშიც კვირის განმავლობაში წარმატებები გელოდებათ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნებით პრეტენზიული და ზარმაცი. ადამიანი, რომლის გულის მოგებასაც შეეცდებით, სასიყვარულო ურთიერთობაზე დაგთანხმდებათ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ იმ პირობით, თუკი მისთვის დაუვიწყარ რომანტიკულ საღამოს მოაწყობთ ან ძვირფას საჩუქარს გაუკეთებთ.

მერწყული
მერწყულებს დაუვიწყარი კვირა ელოდებათ. დაუსრულებელი სამუშაო საქმეებისგან და ყოველდღიური პრობლემებისგან საბოლოოდ დაისვენებთ. თქვენი თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ზღვის სანაპიროზე, მზის სხივების ქვეშ გაატარებთ. საღამოს კი მრავალფეროვანი გართობა გელოდებათ. ეწვევით კულტურულ ღონისძიებებს, მეგობრულ საღამოებს და სადაც წახვალთ, ყველგან ყურადღებას მიიქცევთ. თუ დასაოჯახებელი ხართ, ყველაზე შესაფერი პარტნიორი თქვენთვის ის ადამიანი აღმოჩნდება, ვისაც უბრალო გარეგნობა და იუმორის დიდი გრძნობა აქვს.

თევზები
თევზები მომდევნო კვირაში ბავშვობის ოცნებას აისურლებთ. თუკი ეს ოცნება მატერიალური ხასიათისაა, მას ახლობელი ადამიანის მხარდაჭერით განახორციელებთ. თუკი თქვენი მიზანი არ არის რაიმე ნივთის შეძენა, მას სხვების დაუხმარებლად მიაღწევთ. ოცნების რეალიზებისთვის ყველაზე რთულ გზას აირჩევთ, ამიტომაც შედეგს მხოლოდ დასვენების დღეებში მიაღწევთ. თუმცა, ბავშვობის ოცნების ასრულებას სიმშვიდეს და დროს ტყუილად არ შესწირავთ - შედეგი ამად ღირს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?