31 ივლისი-6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

30 ივლისი 19:25, 2017 წელი

აგვისტოს პირველი კვირა პროდუქტიულად ჩაივლის, მაგრამ ამისთვის სიზარმაცეზე უარის თქმა მოგიწევთ. თუკი შრომისთვის მზად ხართ, ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ.

ვერძი
ვერძები საკუთარი შრომის გრანდიოზულ შედეგს ნახავენ. კარიერული წინსვლა, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ, რეალურ სახეს მიიღებს. უფრო კონკრეტულად, იმ ადგილს დაიკავებთ, რომელიც ყოველთვის პერსპექტიულად გეჩვენებოდათ. სასიყვარულო ფრონტზე, ასევე, მასშტაბური წარმატება გელოდებათ. თქვენ გვერდით ძალიან მომხიბლელი, ოპტიმისტურად განნწყობილი პიროვნება აღმოჩნდება, რომელთანაც დაახლოებას სწრაფად დაიწყებთ. თუკი მასთან მართალი იქნებით, თქვენი წყვილი მრავალი წლის მანძილზე იარსებებს.


კურო
კუროებს ვარსკვლავები არავისთან ურჩევენ მჭიდრო სიტყვიერ კონტაქტს. იდეები, რომლებზეც დიდი ხანია ფიქრობთ, ნათესავებს, მეგობრებს და მით უმეტეს თანამშრომლებს არ უნდა გაანდოთ. ჯერ კარგად დარწმუნდით, რომ ისინი პერსპექტიულია, დაფიქრდით მათ განხორციელებაზე მინიმალურ ვადაში და შეეცადეთ ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოთ, რადგან ნებისმიერი დამხმარე ამ შემთხვევაში თქვენთვის ხელის შემშლელი აღმოჩნდება. წაიკითხეთ სპეციალური ლიტერატურა ან იპოვეთ გზები, რომელთა დახმარებით ამ საკითხში პროფესიონალი გახდებით.


ტყუპები
ტყუპები მომდევნო კვირაში მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვით დაკავდებიან და სხვა დანარჩენ საქმეებს საკუთარი ინტერესიდან გამორიცხავთ. საბედნიეროდ, თქვენს ფინანსებსა და კარიერას კვირის განმავლობაში საფრთხე არ ემუქრება (ამ ასპექტში სტაბილურობის შენარჩუნებაში კოლეგები ან ბიზნესპარტნიორები დაგეხმარებიან). ეს ადამიანები თქვენს მიმართ დიდ სითბოსა და ყურადღებას გამოიჩენენ. პრობლემა, რომელსაც გადაეყრებით, მარტივი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ყველაფერს გააკეთებთ ამ პრობლემის წარმატებით მოსაგვარებლად და თქვენი ოჯახური ცხოვრება ძველებურ იდილიას დაუბრუნდება.


კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის არ არის რეკომენდებული ფინანსების დახარჯვა არცთუ ისე საჭირო ნივთებზე. თუკი ამ საკითხს დააიგნორებთ, ფინანსური კრიზისი გარდაუვალია. საბოლოოდ ფულთან დაკავშირებული პრობლემები - ერთადერთი უსიამოვნო მომენტია, რომელთანაც მომდევნო კვირაში მოგიწევთ გამკლავება. კარიერულ საქმეებში თქვენი გაწეული შრომის შედეგს დაინახავთ და ხელმძღვანელობისგანაც შექებას დაიმსახურებთ. საოჯახო საქმეებს თქვენი მეორე ნახევარი მოაგვარებს. ის აღფრთოვანდება თქვენს მიერ მომზადებული სიურპრიზით და ეს ემოციები წინა დღეების კამათს მთლიანად გადაფარავს.



ლომი
ლომებო, ვარსკვლავები გირჩევენ, გამოავლინოთ საკუთარი ბრწყინვალება გარშემომყოფებთან. იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენს თავს ნათესავებსა და კოლეგებზე უფრო ჭკვიანად მიიჩნევთ, გულდასმით „შენიღბეთ“ ეს აზრები. სამსახურში თანამშრომლებიც დახმარების გარეშე საქმეების შესრულება გაგიჭირდებათ, ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე, რათა მათთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. ნათესავებისა და მეგობრების დახმარება დასვენების დღეებში დაგჭირდებათ.


ქალწული
როგორც კი საკუთარ პროფესიონალურ მიღწევებს გააანაზილებთ, შესაძლოა, სიზარმაცემ შემოგიტიოთ. მოგბეზრდებათ იმ კოლეგების დაწინაურების ყურება, რომლებიც თქვენზე ნაკლებს მუშაობენ. ამ პრეტენზიების შესახებ გაჩუმება არ ღირს, რადგან გაჩუმებით კარიერულ წინსვლას ვერ მიაღწევთ. ჰკითხეთ თქვენს დირექტორს, გაქვთ თუ არა შანსი დაწინაურებისთვის და თუკი დადებით პასუხს მიიღებთ, ისიც ჰკითხეთ, თუ რამდენ ხანს მოგიწევთ ლოდინი. პირად ცხოვრებაში ამგვარი პირდაპირობა სარგებელს ვერ მოგიტანთ, რადგან თქვენი სასიყვარულო პარტნიორი, მხოლოდ მისთვის ნაცნობი მიზეზებით, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რამდენად გულწრფელი იქნება თქვენთან ურთიერთობაში.


სასწორი
ვარსკვლავები არ გირჩევენ იმ საქმეებზე მოჭიდებას, რომლებიც გარშემომყოფების აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს. ახლა თქვენს გვერდით მყოფიადამიანები არ იქნებიან მზად თქვენი დახმარებისთვის, ამიტომ მოგიწევთ იყოთ კმაყოფილი მათი უღიმღამო დახმარებით ან ამ მომსახურებისთვის ასტრომომიულად დიდი თანხის გადახდა. თუკი თქვენთვის მნიშვნელოვანია გვერდით საიმედო მოკავშირეები გყავდეთ, დროებით გადადეთ თქვენი ჩანაფიქრის განხორციელება. დაკავდით მოსამზადებეი სამუშაოებით, პარალელურად ნუ დაივიწყებთ იმას, რომ თქვენს პირად ცხოვრებაშიც საჭიროა კორექტირების შეტანა.


მორიელი
მორიელები მომდევნო შვიდ დღეს საკმაოდ კომფორტულ პირობებში გაატარებენ. სამსახურში პრობლემები არ შეგექმნებათ, შესაბამისად, თქვენს პროფესიულ მოვალეობას ღიმილით შეასრულებთ. დაღლილობა არ გემუქრებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ საღამოობით დროის გატარებას საკმაოდ აქტიურად შეძლებთ. ჩაეწერეთ სპორტულ დარბაზში, ეწვიეთ აუზრს ან დაკავდით იოგის ვარჯიშებით. მთავარია, რომ ამ სასარგებლო ჰობიმ თქვენში ინტერესი გამოიწვიოს. სხვათა შორის, სწორედ ახალი ჰოი გაჩუქებთ ძალიან საინტერესო ნაცნობებს და მარტოობისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ.


მშვილდოსანი
მშვილდოსნები საკუთარ საერთაშორისო რეპუტაციას კიდევ უფრო გაამყარებენ. მონაწილეობას მიიღებთ ერთდოულად რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტში, რომლებიც მიმართული იქნება უკანონობასთან ბრძოლაში ან სხვა უსამართლობის გამოვლინებასთან. ბრძოლაში აქტიურად შესულს, თქვენი მიმდინარე საქმეებიც არ დაგავიწყდებათ და მათ წარმატებით შეასრულებთ. (იმდენად კარგად, რომ თქვენი ხელმძღვანელობა შრომას უდავოდ დაგიფასებთ). მხოლოდ პირად საკითხებში გელოდებათ გაურკვევლობა. თქვენი ახალი რომანი გაიყინება, რადგან პერსპექტიული ურთიერთობის გასავითარებლად არც დრო დაგრჩებათ და არც ძალა.


თხის რქა
თხის რქებს ვარსკვლავები სრულ სულიერ სიმშვიდეს უწინასწარმეტყველებენ. საბოლოოდ შეძლებთ საკუთარ თავში გარკვევას, რის შემდეგაც დადგება თქვენს ცხოვრებაში იდილიური პერიოდი. ფილოსოფიურად მიუდგებით თქვენს ყოველდღიურობას და პრობლემებიც კი ვერ დაარღვევს თქენს ემოციურ ბალანსს. ერთადერთი, რაც მომდევნო კვირაში გაგაღიზიანებთ - თქვენი მეორე ნახევრის საქციელი იქნება. უცნაურად და უსიამოვნოდ მოგეჩვენებათ, როდესაც მიხვდებით, რომ თქვენთვის ძვირფასი ადამიანი თავზეხელაღებული იბრძვის იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებაში ნანატრი პოზიცია დაიკავოს.


მერწყული
მერწყულებს მომდევნო კვირა ერთ დიდ დღედ მოეჩვენება, რომელიც განკუთვნილია გართობისა და მხიარულებისთვის. თქვენს ცხოვრებაში სიტუაცია ისე წარიმართება, რომ შვებულების აღების გარეშე, პირდაპი სამსაურში შეძლებთ შესანიშნავად დასვენებას. სამუშაო რიტმის დამოუკიდებლად შედგენა მოგეწონებათ და სერიოზულად დაფიქრდებით დისტანციურ მუშაობაზე. თუმცა, ეს მხოლოდ ფიქრის დონეზე იქნება და საბოლოოდ ვერ გადაწყვეტთ სამუშაო ადგილის დატოვებას. უფრო კონკრერულად კი, თქვენს შეკავებას თქვენი საყვარელი ადამიანი შეძლებს, რომელიც საკმარის არგუმენტებს მოგიძებნით იმისთვის, რომ სარისკო ქმედებები გადაგაფიქრებინოთ.


თევზები
თევზებს მომდევნო შვიდი დღე მნიშვნელოვანცვლილებებს არ მოუტანს. წვრილმანი ვლილება კი მხოლოდ სასიყვარულო სფეროში შეინიშნება. შენიშნავთ, რომ თქვენი პარტნიორი წარმოუდგენელ სითბოს გამოხატავს თქვენს მიმართ. გადაწყვეტთ, რომ ამ მომენტის ხელიდან გაშვება არ შეიძლება და სრული პროგრამით ისარგებლებთ მისი თქვენდამი დამოკიდებულებით. დაარმწუნებთ თქვენს მეორე ნახევარს შეცვალოთ სახლის ინტერიერი და შეიძინოთ ულტრათანამედროვე მოწყობილობა ან ძალიან ძვირადღირებული ნივთი, რომელიც მნიშვნელოვანი და აუცილებელია თქვენი საყვარელი ჰობისთვის.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?