14-20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

13 აგვისტო 19:35, 2017 წელი

ეს კვირა შესანიშნავია ანალიტიკური სამუშაოსთვის. ასევე, კარგი იქნება, თუკი შემოდგომისთვის „სტრატეგიულ გეგმებს“ შეადგენთ...

ვერძი
ვერძები საკუთარ თავში ახალ ნიჭს აღმოაჩენენ, რომელიც მუსიკას, ფერწერას ან ლიტერატურას უკავშირდება. ამ შესაძლებლობებს სამსახურიდან თავისუფალ დროს გამოავლენთ, ხოლო სამუშაო კვლავ პირველ ადგილზე იქნება. კარიერაში კონკრეტულ წარმატებებს მიაღწევთ, მაგრამ შესაძლოა, სრულყოფილად კმაყოფილი მაინც არ იყოთ. გაგიჭირდებათ იმის გაცნობიერება, რომ პერსპექტიული მივლინება თქვენს კოლეგას ერგო. ამ უსამართლობას ვერ შეცვლით, ამიტომ, რაც შეიძლება ხშირად შეეცდებით, შვება შემოქმედებაში იპოვოთ.


კურო
კუროებისთვის მომდევნო შვიდი დღე გულდასაწყვეტი იქნება. უსიამოვნო ემოციები იმ შენაძენს მოჰყვება, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ. მასზე მთელ თქვენს დანაზოგს დახარჯავთ, შედეგად კი დიდი ხნის ნანატრი ნივთი აბსოლუტურად არ გაგახარებთ. მიხვდებით, რომ ის მხოლოდ წუთიერი ცდუნებაა, რომელზეც მარტივად შეგეძლოთ უარის თქმა. საბედნიეროდ, სხვა უსიამოვნებები მომდევნო კვირაში არ შეინიშნება. სამსახურეობრივ საქმიანობაში სიმაღლისკენ მიიწევთ, ხოლო პირად საკითხებში სრული სიმშვიდე გელოდებათ.


ტყუპები
ტყუპები მომდევნო კვირაში სამსახურის რუტინული საქმეებით დაკავდებიან. დიდი ალბათობით, იმ კოლეგების რიცხვში აღმოჩნდებით, რომლებიც იძულებულები არიან, იმუშაონ მთელი განყოფილების ნაცვლად, სანამ სხვა თანამშრომლები შვებულებას არ ამოწურავენ. ამასთან, უამრავი დრო დაგეხარჯებათ ბავშვის (ბავშვების) სასკოლოდ მომზადებაში: მათთან ერთად გაიმეორებთ გავლილ საგნებს და თან აღმოაჩენთ, რომ მასწავლებლის როლში ყოფნა საკმაოდ გსიამოვნებთ. გამორიცხული არ არის, რომ ამის შემდეგ რეპეტიტორული საქმიანობით დაკავდეთ.


კირჩხიბი
კირჩხიბებს კვირის განმავლობაში მათ მიმართ გამოჩენილი დიდი ინტერესი დაღლით. განსაკუთრებით, საპირისპირო სქესის ადამიანებისგან, რომლებიც დიდ სურვილს გამოხატავენ თქვენს გასაცნობად. თუკი მარტოხელა ხართ, უახლოეს დღეებში მარტივად იპოვით შესაფერის თანამგზავრს. თუკი უკვე გყავთ მუდმივი პარტნიორი, ნუ დაუმალავთ მას საიდუმლოს. გულწრფელად აღიარეთ მეორე ნახევართან, რომ საპირისპირო სქესის ადამიანი გითვალთვალებთ. გულწრფელობა უსიამოვნებებისგან დაგიცავთ. მაგალითად, არ მოგიწევთ ახსნა, თუ რატომ გირეკავენ უცხო აბონენტები მუდმივად.


ლომი
ლომებო, ვარსკვლავები არ გირჩევენ მსხვერპლის გაღებას ახლობლების საკეთილდღეოდ. კარგად დაფიქრდით, რატომ უნდა თქვათ უარი ახალ ადგილზე საცხოვრებლად გადასვლაზე. თუ მიზეზს ვერ იპოვით, შეეცადეთ, თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში ოჯახის წევრებიც დაარწმუნოთ. თქვენი ნათესავები შეეგუებიან თქვენი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და თქვენი შრომითი ბიოგრაფიის ახალ თავსაც გახსნით, რომელიც სავსე იქნება პოზიტიური მოვლენებით.


ქალწული
ქალწულებისთვის მთელი კვირა უზრუნველად ჩაივლის. მთელ დღეებს მხოლოდ დასვენებაზე ფიქრში გაატარებთ. თქვენს სამუშაო ადგილზე სიტუაცია იმგვარად განვითარდება, რომ საკმაოდ ხანგრძლივ შვებულებაში მოგიწევთ წასვლა. შესაძლოა, დირექტორმა მუშაობის სახლში გაგრძელება ან ქალაქგარეთ, საინტერესო საქმიანობა შემოგთავაზოთ. ნებისმიერ სიტუაციაში, სამუშაო გრაფიკს თავად შეადგენთ, რაც ძალიან მოგეწონებათ. სამსახურის პარალელურად, შეეცდებით, გამონახოთ დრო სასეირნოდ და გასართობად, ასევე ისეთი საქმეებისთვის, რომლებიც სამსახურს არ უკავშირდება.


სასწორი
სასწორები კვირის განმავლობაში საკმაოდ ძვირად ღირებულ ნივთს შეიძენენ. დიდი ალბათობით, საუბარია ისეთ ნივთზე, რომლისთვის თანხა არასდროს გყოფნიდათ. სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები მომდევნო დღეებში არ შეინიშნება და მთელ კვირას ბანალურად გაატარებთ. ფიზიკური მუშაობა მხოლოდ იმიტომ არ დაგღლით, რომ კვირის ბოლოს გრანდიოზული საღამო გელოდებათ, რომელსაც თქვენთვის ძვირფასი ადამიანები დაესწრებიან.


მორიელი
მორიელებისთვის მომდევნო კვირა საკმაოდ რთული აღმოჩნდება, რადგან ახალ სამუშაო კოლექტივთან და ხელმძღვანელობასთან ადაპტაცია მოუწევთ. იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს სიახლე დისკომფორტს შეგიქმნით, ნუ გადაიტანთ საკუთარ სიბრაზეს ახლობელ ადამიანებზე. პირიქით, იმოქმედეთ ისე, რომ თქვენი ოჯახი და მეგობრები თქვენთვის საიმედო ადამიანები გახდნენ, რომელთაც გულწრფელად მოუყვებით ახალი კოლეგებისა და ჰიპერ-ფეთქებადი უფროსის შესახებ. თქვენი დავალებაა - მაქსიმალურად მშვიდად გადაიტანოთ ეს რთული ეტაპი. არ მისცეთ დეპრესიასა და პესიმიზმს თქვენი შეპყრობის უფლება.

მშვილდოსანი
მშვილდოსნები მომდევნო კვირის რომელიმე დღეს გასართობ ღონისძიებას დაესწრებიან. დიდი ალბათობით, საუბარია მეგობრის ქორწილზე, ახლო ნათესავის იუბილეზე ან რამე უფრო მნიშვნელოვანზე. დასვენების დღეებს ამ ღონისძიებისთვის შესაფერისი ტანისამოსის შერჩევას დაუთმობთ. პარალელურად, სამსახურებრივი საქმეების შესრულებასაც მოახერხებთ, მართალია, ნაკლებად აქტიურად, მაგრამ ამ „გულგრილობას“ ვერავინ შეამჩნევს. თქვენი დასვენების დღეები ფოტოებზე აღიბეჭდება. თუკი მარტოხელა ხართ, ეს წვეულება უამრავ საინტერესო ნაცნობობას მოგიტანთ და ერთ-ერთი შესაძლოა, ქორწინებით დასრულდეს.


თხის რქა
თქის რქებისთვის მომდევნო კვირა ზომიერი აღმოჩნდება. შეეცდებით, აიძულოთ საკუთარი თავი, საბოლოოდ მიუბრუნდეთ იმ საქმეებს, რომლებზეც დამოკიდებულია თქვენი კარიერა. სამწუხაროდ, კოლეგებთან ჭორაობაში დიდ დროს კარგავთ. პრობლემების მოგვარებას კვლავ არ ჩქარობთ და ისინი უფრო გართულდება. თქვენი მოვალეობაა - მოიშოროთ სიზარმაცე და პრობლემების აღმოფხვრაზე იფიქროთ.


მერწყული
მერწყულებს მცირე რომანტიკული თავგადასავალი ელოდებათ. თუკი მუდმივი პარტნიორი გყავთ, ეს ნიშნავს, რომ საუბარია სიურპრიზზე, რომელსაც ის გიმზადებთ. თუკი მარტოხელა ხართ, დაელოდეთ სიურპრიზს და თავგადასავლებს ნაცნობი ადამიანისგან. როგორც კი ის შემოიჭრება თქვენს ცხოვრებაში, მიხვდებით, რომ ყველაფერი თავდაყირა დადგება. დროებით კარიერასაც დაივიწყებთ. თქვენი რომანი ყოველგვარი გართულების გარეშე გაგრძელდება.


თევზები
კარიერულ საქმიანობაში სიტუაცია უარესობისკენ ნამდვილად არ შეიცვლება, მაგრამ  პირად ცხოვრებაში უსიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ. თქვენი რჩეული სხვასთან დაიწყებს რომანს და თქვენ მცირედ შანსსაც კი არ დაგიტოვებთ. თუკი მუდმივი პარტნიორი გყავთ, დიდი ალბათობით, ის შეცდომას დაუშვებს, რომელიც თქვენთვის დაუყონებლივ გახდება ცნობილი. თქვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა და შეძლებთ თუ არა პატიებას.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?