28 აგვისტო-3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

27 აგვისტო 19:35, 2017 წელი

ეს კვირა საკმაოდ მშვიდად ჩაივლის. ოჯახურ გარემოში მშვიდი ატმოსფერო გელოდებათ. ოჯახის წევრები საკუთარ მოსაზრებებსა და პრობლემებს ერთმანეთს გაუზიარებთ. შესაძლოა, კარიერული წინსვლის თვალსაზრისით დიდი ნაბიჯი გადადგათ, მაგრამ სიმაღლეების შენარჩუნებას მხოლოდ ერთეულები შეძლებენ.

ვერძი
ვერძებო, რეკომენდებული არ არის, ნებისმიერ წვრილმანზე დახმარება ითხოვოთ. გარშემომყოფნი მხოლოდ უმნიშვნელოდ დაგეხმარებიან. თანაც ბევრი „კეთილისმსურველი“ საპასუხო ჟესტს მოითხოვს და თქვენც, უმადური რომ არ გიწოდონ, ყველა საქმეს გვერდზე გადადებთ და მათ დასახმარებლად გაემართებით. საბოლოოდ, მომდევნო შვიდი დღე საკმაოდ მშვიდად ჩაივლის, თუკი რამდენიმე წვრილმან სკანდალს არ ჩავთვლით, რომელიც თქვენი სახლის კედლებში დაიწყება და რომლის მიზეზიც პოტენციური საყიდლების განხილვა იქნება.


კურო
კუროები მთელ კვირას სრულ ფსიქოლოგიურ კომფორტში გაატარებენ. მხოლოდ ნეგატივის დანახვას გადაეჩვევით და  მიუხედავად პრობლემებისა, ოპტიმიზმით აღივსებით. ღიმილის დახმარებით, რომელიც თქვენს სახეზე მუდმივად იქნება, გარშემომყოფების მხრიდან დიდ სიყვარულს დაიმსახურებთ. ბევრ ახალ მეგობარს გაიჩენთ. თუკი მარტოხელა ხართ, წინ რამდენიმე საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ. ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად გადაიზრდება სასიყვარულო რომანში (თანაც, პრაქტიკულად, იდეალურში).


ტყუპები
ტყუპებისთვის მომდევნო კვირა ნაკლებად ოპტიმისტური იქნება. სამსახურში უამრავი საქმე გამოგიჩნდებათ, რომელთა შესრულება საკმაოდ არაკომფორტულ პირობებში მოგიწევთ. დიდი ალბათობით, იმ ადამიანთან მოგიწევთ თანამშრომლობა, რომელიც არასდროს მოგწონდათ. დასვენება, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით, მორალურ კმაყოფილებას ვერ მოგიტანთ. როგორც კი დროებით მოდუნდებით, რამდენიმე მეგობრულ შეხვედრას გამოტოვებთ. ერთ-ერთ ამ შეხვედრას კი დაესწრება ადამიანი, რომელთანაც რომანტიკულ ურთიერთობაზე დიდი ხანია ოცნებობთ.


კირჩხიბი
კირჩხიბებო, მომდევნო კვირაში ორ ცეცხლ შუა აღმოჩნდებით. ეს ორი „ცეცხლი“ კი ოჯახი და სამსახური იქნება, რომლებიც თქვენგან დიდ ყურადღებას მოითხოვს. სამსახურში მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა დაგევალებათ, რისთვისაც ხელმძღვანელობა პრემიას დაგპირდებათ. ამ პერიოდში დახმარებისთვის მოგმართავთ ოჯახის ახლობელი და მისთვის უარის თქმა გაგიჭირდებათ. კვირის ბოლოს როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად ძალიან გადაიღლებით. თუმცა ამ  დროს ყველა პრობლემა მოგვარებული გექნებათ და რამდენიმედღიან დასვენებას აშკარად დაიმსახურებთ, რასაც უკვე დიდი ხანია ელოდებით.  


ლომი
ლომებს მსუბუქი და პოზიტიური კვირა ელოდებათ. სამსახურშიც და სახლშიც მნიშვნელოვანი ფიგურა იქნებით, რომელთანაც სიხარულისა თუ პრობლემების გაზიარებას ნებისმიერი ისურვებს. საბედნიეროდ, როგორც თქვენ, ისე თქვენს ნათესავებს სასიხარულო მოვლენები უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე უსიამოვნო ამბები. თქვენი მეგობრებიდან ერთ-ერთი გადაწყვეტს, გრანდიოზული გამარჯვება აღნიშნოს და წვეულების ორგანიზებას შუა კვირაში მოინდომებს. თქვენც სიამოვნებით მიიღებთ მონაწილეობას მასში, სადაც მოულოდნელი ნაცნობობა გელოდებათ - შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენი მეგობრების რიცხვს შეემატება ან  იდეალური მეორე ნახევარი გახდება.

ქალწული
ქალწულებო, ვარსკვლავები არ გირჩევენ მოვლენების დაჩქარებას როგორც კარიერულ, ისე პირად საკითხებში. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატების შანსები მნიშვნელოვნად მოიკლებს. იმისთვის, რომ წარმატების მოლოდინში არ მოიწყინოთ, რაიმე სასარგებლო საქმიანობით დაკავდით. გაიხსენეთ სპორტის, სწორი კვებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. ამ ასპექტებთან ახლო მეგობრობა ძალიან გამოგადგებათ. საუბარია, არა მხოლოდ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე, არამედ იმ საინტერესო ნაცნობობაზეც, რომელიც იმ შემთხვევაში გელოდებათ, თუკი ფიტნეს-ცენტრის ან სპორტული დარბაზის ხშირი სტუმარი გახდებით.


სასწორი
სასწორებო, ვარსკვლავები გირჩევენ, დიდი ყურადღება გამოიჩინოთ ახალი ნაცნობობის დროს. გამორიცხული არ არის, „ალფონსი“ ან ისეთი ქალბატონი გაიცნოთ, რომელიც მიჩვეულია მდიდარი ნაცნობების ხარჯზე ცხოვრებას. ყველაზე საშინელება კი ის არის, რომ მის „გაშიფვრას“ გაცნობისთანავე ვერ შეძლებთ. იმისთვის, რომ ძალიან არ დაგაზარალოთ ამ ცინიკურმა ადამიანმა, ნუ მისცემთ მას თქვენი გულისა და ფიქრების დაპყრობის უფლებას. სხვა უსიამოვნება მომდევნო კვირაში არ გელოდებათ. სამსახურში სასიამოვნო სიახლეებია მოსალოდნელი - შესაძლოა, ხელმძღვანელთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ.


მორიელი
მორიელებს ამ კვირაში შესაძლოა, სირთულეებთან გამკლავება გაუჭირდეთ. ფინანსური საკითხების განხილვაში ძვირფას დროს დაკარგავთ. საბოლოოდ, წვრილმანი სირთულე დიდ პრობლემაში გადაიზრდება და მას დამოუკიდებლად ვეღარ მოერევით. საბედნიეროდ, ერთ-ერთი მეგობარი თავისი საინტერესო კავშირებით პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. უამრავი დროის, ნერვისა და ძალის დახარჯვის შემდეგ შემოსავალს კი დაიბრუნებთ, მაგრამ ამასობაში თქვენს პირად ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დადგება.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებო, თქვენთვის არ არის რეკომენდებული პირადი საკითხების დაჩქარებული ტემპით გადაწყვეტა. ყველა პრობლემა, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებაში წარმოიქმნება, არა ემოციურ, არამედ მშვიდ გარემოში უნდა გადაწყვიტოთ. კარგი იქნება, თუკი ამ ყველაფერს თქვენს მეორე ნახევარს შეაგნებინებთ, ამგვარად განქორწინების საფრთხეს თავიდან აიცილებთ. კარიერულ სფეროში გულგრილობა არ დაგაზარალებთ. ნუ წამოეგებით პროვოკაციებს ახალი კოლეგების მხრიდან, რადგან მათ გამო შესაძლოა, თქვენი პროფესიული რეპუტაცია დაზარალდეს და შედეგად დამსახურებული დაწინაურება გარკვეული პერიოდით გადაიდოს.


თხის რქა
კვირის განმავლობაში რამდენიმე სასიამოვნო სიახლე გელოდებათ. ეს სიახლეები თქვენს პირად ცხოვრებას ეხება. დიდი ალბათობით, თქვენს ცხოვრებაში კვლავ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც წარსულში ძალიან გიყვარდათ და  ურთიერთობა აღდგება. კიდევ უფრო მოგვიანებით, ყოფილი მეგობარი ძველი ინციდენტის გამო, რის შემდეგაც ერთმანეთთან ურთიერთობა გაწყვიტეთ, ბოდიშს მოგიხდით. სხვა მნიშვნელოვან ასპექტებში ნაკლები წარმატება გელოდებათ. ამასთანავე, თქვენი კარიერული ზრდა გრძელდება და მასთან ერთად ფინანსებისაც.


მერწყული
მერწყულებს მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მოუწევთ დასწრება (ქორწილი, იუბილე ან მსგავსი მოვლენა), რისთვისაც მომზადებას რამდენიმე დღეს დაუთმობენ, თუმცა ამის პარალელურად, სამსახურებრივ საქმეებსაც იდეალურად შეასრულებენ. წვეულებაზე იბრწყინებთ და ამ ღონისძიების ცენტრში აღმოჩნდებით. თუკი მარტოხელა ხართ, ნუ გაუშვებთ ხელიდან ახალი ნაცნობობის შესაძლებლობას, რადგან თქვენი მიმზიდველობა საპირისპირო სქესის ადამიანებს უყურადღებოდ არ დარჩებათ.  


თევზები
ეს კვირა თევზებისთვის უღიმღამოდ ჩაივლის. სამსახურში ძალისხმევას არ დაიშურებთ და თან მუდმივად იმაზე იოცნებებთ, რომ თქვენი შრომა ხელმძღვანელობის მხრიდან ღირსეულად შეფასდეს. პირად ცხოვრებაში ინერტული პერიოდი დაგიდგებათ. თუკი რომანტიკული ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ, ის ამ კვირაშივე შეწყვეტს განვითარებას. თქვენი პასია ვერ მიხვდება, რატომ გამოიჩინეთ მის მიმართ ამგვარი ინტერესი და რატომ ატარებთ ერთად ასე ცოტა დროს. თუკი დაოჯახებული ხართ და სახლის საქმეებს მეორე ნახევარს დაავალებთ, ის აუცილებლად გაგიბრაზდებათ.

დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ იქცა 24 წლის უდარდელი ბიჭი მრავალშვილიან მამად

4 ქალიშვილის მამას საიმონ ჰუპერს (Simon Hooper) არცთუ მარტივი ცხოვრება აქვს, თუმცა ის ინსტაგრამზე ყოველგვარი შეფერადების გარეშე აღწერს თავის ყოველდღიურობას და იუმორით ჰყვება, როგორია, იყო ერთადერთი მამაკაცი ხუთი ქალის გარემოცვაში. 
საკნატუნო ამბები

(+18) მითები „უკანა კარზე“ - 11 მცდარი მოსაზრება ანალურ სექსზე

მართალია, ანალური სექსი ტაბუ აღარ არის, მაგრამ კითხვა და მითი ამ თემის გარშემო ბევრია. მტკივნეულია? შესაძლებელია ორგაზმის მიღება? ვინმე მუდმივად კავდება ანალური სექსით? სპეციალისტები გვიმხელენ, რა არის სიმართლე და რა მითი.  
დღის ჰოროსკოპი

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი Ipekyol&Twist • იპეკოლი&ტვისტი შემოვიდა

16 მაისს ბრენდის პირველი ოფიციალური მაღაზია სავაჭრო ცენტრ „მერანში“ გაიხსნა.
კინო

2 ახალი სერიალი ჯესიკა ალბასა და ჯორჯ კლუნის მონაწილეობით

ისინი 2019 სერიალებია. ერთ-ერთის პრემიერა კი, რომელშიც ჯორჯ კლუნის ვიხილავთ, ამ კვირაში გაიმართება.
ამბები

ცესკომ მიმდინარე წლის 19 მაისის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა

2019 წლის 19 მაისის არჩევნებისთვის სტატისტიკური მონაცემები სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ.
დღის ჰოროსკოპი

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კაპრეზე პესტოს სოუსით - აუცილებლად სცადეთ!

მწიფე პამიდორი, მადისაღმძვრელი მოცარელა და ცხარე სოუსი... ეს იტალიური სალათი შთამბეჭდავია არა მარტო ინგრედიენტების კომბინაციით, არამედ განუმეორებელი გემოთიც...
საკნატუნო ამბები

ყველაზე გავრცელებული შეცდომები სექსში (+18)

როგორც აღმოჩნდა, ქალებსა და კაცებს აბსოლუტურად სხვადასხვა ქმედება აღიზიანებთ საწოლში.     
დღის ჰოროსკოპი

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

7 ფილმი სამყაროს უსასრულობაზე

თუკი გიოცნებიათ კოსმოსში მოგზაურობაზე, მაშინ ეს ფილმები თქვენთვისაა...