4-10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

3 აგვისტო 19:35, 2017 წელი

მომდევნო კვირა შესანიშნავია შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ნუ იზარმაცებთ, თამამად იმოქმედეთ და ნუ შეიტანთ ეჭვს საკუთარ შესაძლებლობებში. ფინანსურ სფეროში სიფრთხილე გმართებთ. ნუ გაასესხებთ და ნუ დააბანდებთ თანხას ცუდად შესწავლილ პროექტებში. პირად საქმეებში მნიშვნელოვანი სიახლეები არ შეინიშნება.

ვერძი
ვერძებო, ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება დაუთმოთ. სერიოზული ავადმყოფობა, რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში ებრძოდით, შესაძლოა, კვლავ დაგემუქროთ. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, გამონახეთ დრო ექიმთან მისასვლელად. სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები კვირის განმავლობაში არ გელოდებათ. სამსახურებრივ საქმეებში საკმაოდ მშვიდი გარემოება შეინიშნება და კარიერული წინსვლისკენ ნაბიჯებს გადადგამთ. პირადი ცხოვრება ვერაფრით გაგაკვირვებთ. ასე რომ, დატკბით უზრუნველი პერიოდით.


კურო
კუროები კვირის განმავლობაში საკუთარი ხასიათის საუკეთესო თვისებების დემონსტრირებას მოახდენენ. ისე მოიქცევით, როგორც ჭეშმარიტი ალტრუისტი, რომელიც დაუზარლად ეხმარება ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება. თუმცა, კუროებო, პირად საქმეებსაც ნუ დაივიწყებთ. მათ იდეალურად მოაგვარებთ. თუკი სასიყვარულო რომანი სულ ახლახან დაიწყეთ, თქვენი რჩეული თქვენით ძალიან აღფრთოვანდება. თუკი უკვე დიდი ხანია საყვარელი ადამიანი გყავთ, თქვენი პარტნიორი საბოლოოდ გააცნობიერებს, რომ თქვენი სახლში გვიან დაბრუნება დაძაბულ სამუშაოს უკავშირდება და არა ღალატს, რის შემდეგაც მისი მხრიდან ეჭვიანობა სრულად შეწყდება.


ტყუპები
ტყუპები კვირის განმავლობაში სამსახურთან დაკავშირებით უსიამოვნო სიახლეებს შეიტყობენ. გამორიცხული არ არის, ამ სენსაციური ინფორმაციის გამო, სასწრაფოდ დაიწყოთ ახალი ვაკანსიის ძებნა (ეს იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი ყველაზე უკიდურესი შიშები გამართლდება). საბედნიეროდ, სხვა კოლეგების მსგავსად, სამსახურიდან გაგდება არ გემუქრებათ. გულწრფელად განიცდით, რომ ამ სამსახურში მუშაობას ვეღარ შეძლებთ, ამიტომ ახალ კოლეგებთან თავშეკავებულ ურთიერთობას ამჯობინებთ.


კირჩხიბი
კირჩხიბები მომდევნო კვირაში შედარებით გამდიდრდებიან. თუკი ბიზნესსაქმიანობით ხართ დაკავებული, ახალი ბიზნესპარტნიორი გამოგიჩნდებათ, რომელთანაც ურთიერთობა სამომავლოდ საკმაოდ პერსპექტიული აღმოჩნდება. თუკი დაქირავებული თანამშრომელი ხართ, თქვენი შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება იმ დროიდან, როგორც კი გათავისუფლებული კოლეგის მოვალეობებს შეითავსებთ. როგორც კი საკუთარ პროფესიონალიზმს გამოავლენთ, პრესტიჟულ თანამდებობასაც მიაღწევთ. პირად საკითხებში სიმშვიდე გელოდებათ, რომელიც ერთფეროვნებას დაემსგავსება და ეს ფაქტი,  სხვათა შორის, არცთუ ისე გაგახარებთ.


ლომი
ლომებს ცხოვრების წესთან დაკავშირებით დიდი ცვლილებები ელოდებათ. თქვენთვის ნომერ პირველი მიზანი ზედმეტი წონისგან გათავისუფლებაა, ასევე, ორგანიზმის გამხნევება და გაჯანსაღება. კარგად დაგეგმავთ წონასთან ბრძოლის პროგრამას, ხოლო შემდეგ მეთოდურად შეუდგებით ამ გეგმის რეალიზებას. პარალელურად, ყოველდღიურ საქმიანობასაც ნუ დაივიწყებთ. სამსახურში მზად იქნებით, უარი თქვათ დასვენებაზე, გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო. პირად საქმეებში თავდაჯერებულობას გამოიჩენთ და თქვენი ახლობლები მადლობას გადაგიხდიან მათთვის უსიამოვნებების მოგვარებისთვის.


ქალწული
ქალწულები მომდევნო კვირაში მნიშვნელოვანი ვალისგან გათავისუფლდებიან. დიდი ალბათობით, ავტორიტეტული ბანკისგან გრძელვადიანი სესხის რეკონსტრუქციას მოახდენთ, რის შემდეგაც სიმსუბუქეს იგრძნობთ. სხვა საქმეებში ცვალებადი წარმატებები გელოდებათ. სამსახურში, როგორც კი პროფესიონალიზმს გამოავლენთ, ხელმძღვანელობისგან შექებას დაიმსახურებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, შექებას ფულადი დანამატი არ მოჰყვება. თქვენი პირადი ცხოვრება უახლოეს დღეებში მიძინებულ ვულკანს დაემსგავსება, ამის მიზეზი კი თქვენი მეორე ნახევრის ცვალებადი განწყობა იქნება და ვარსკვლავები გირჩევენ, ეს ფაქტორი აუცილებლად გაითვალისწინოთ.


სასწორი
სასწორებისთვის მომდევნო კვირა საკმაოდ მშვიდად ჩაივლის, ყოველგვარი მნიშვნელოვანი მოვლენების გარეშე. გამორიცხული არ არის, ამ შვიდეულში ყველაზე დასამახსოვრებელი თქვენთვის ოჯახთან ერთად გასართობ ცენტრში ან საყვარელ ადამიანთან კინოთეატრში წასვლა აღმოჩნდეს. სხვა დანარჩენი საქმეები რუტინა იქნება. სამსახურში ერთფეროვანი საქმეები მთქნარების საშუალებას თამამად მოგცემთ. როგორც კი გააცნობიერებთ, რომ ვერაფერს შეცვლით, შეეცდებით, შემოქმედებითი საქმიანობით ან საყვარელი ჰობით დაკავდეთ.


მორიელი
სასიყვარულო სფეროში მორიელებს მასშტაბური წარმატება ელოდებათ. თუკი მარტოხელა ხართ, უახლოეს დღეებში თქვენს ბიოგრაფიაში ახალი თავი დაიწყება, რომლის მთავარი გმირი იქნება ახლად გაცნობილი პიროვნება, რომელიც თქვენი გულის ძგერას გაახშირებს. საბედნიეროდ, თქვენს სიმპათიას ძალიან მალე დაუახლოვდებით და მასთან რეგულარული ურთიერთობა გექნებათ. სამსახურებრივ საქმიანობაში სიახლეები არ შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელი კონკრეტულ თანამდებობას დაგპირდათ და დაწინაურებას ელოდებით, ის გთხოვთ, კვლავ დაიცადოთ ან ისეთ სახეს მიიღებს, თითქოს დაპირება არ ახსოვს.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის მომდევნო კვირა ტრიუმფალური იქნება. მიზანს, რომლისკენაც უკვე რამდენიმე თვეა მიდიხართ, საბოლოოდ მიაღწევთ. როგორც კი ოცნება აგიხდებათ, გადაწყვეთ, დროებით უარი თქვათ მნიშვნელოვან საქმეებზე და დრო დასვენებას დაუთმოთ. თქვენი დასვენება იქნება ნათელი, ფერადი და ძალიან ამაღელვებელი, რადგან დასვენების ექსტრემალურ სახეობას მიმართავთ ან რამდენიმე დღე სახლში ხმაურიან წვეულებას მოაწყობთ. თქვენი პირადი ცხოვრება მომდევნო კვირაში განსაკუთრებული სიმშვიდით არ გამოირჩევა, რადგან თქვენი პარტნიორი ან კონკრეტულ ადამიანზე იეჭვიანებს, ან თქვენს ექსტრემალურ ჰობიზე.


თხის რქა
თხის რქებო, მომდევნო კვირის განმავლობაში მაგნიტივით იქნებით და საპირისპირო სქესის ადამიანების ყურადღებას განსაკუთრებით მიიზიდავთ. თუკი მარტოხელა ხართ, მომატებული პოპულარობა საკმაოდ გაგახარებთ. ნუ გაუშვებთ ხელიდან ახალი ნაცნობობისა და თქვენი თაყვანისმცემლების რაოდენობის გაზრდის შანსს. თუკი მუდმივი პარტნიორი უკვე გყავთ, სანამ სხვასთან ფლირტს წამოიწყებთ, კარგად დაფიქრდით საყვარელი ადამიანის გრძნობებზე. ის მაინც გაიგებს, რომ მის ზურგს უკან „კეკლუცობთ“, რასაც აუცილებლად მოჰყვება სკანდალი.


მერწყული
მერწყულებისთვის მომდევნო კვირაში უცხო იქნება სიტყვა „დასვენება“ და მთელ დროს სამუშაოს დაუთმობენ. სამსახურში მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით, რომლის აღმოფხვრაც თქვენ და თქვენს კოლეგებს მაქსიმალურად მცირე ვადაში მოგიწევთ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ თქვენს კოლექტივში წარმოიქმნება უთანხმოება, რაც ნაყოფიერ მუშაობაში ხელს შეგიშლით. საბოლოოდ შეძლებთ სიმშვიდის შენარჩუნებას და პრობლემის მოგვარებას. თქვენს კოლეგებს კი თქვენი წარმატების აღსანიშნავად მიზეზი გაუჩნდებათ. მოაწყობთ ხმაურიან წვეულებას, რაც თქვენი დაძაბული კვირის ღირსეული ფინალი იქნება.


თევზები
თევზებო, ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიჩინოთ ჯანსაღი ეგოიზმი ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში. თქვენი ახლობელი წამოიწყებს რემონტს ან რამე გრანდიოზულ წვეულებას დაგეგმავს და ეს ყველაფერი სწორედ იმ დროს დაემთხვევა, როდესაც სამსახურში გადაუდებელი საქმეები გექნებათ. უსიამოვნებისა და უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ნათესავებთან ულტიმატუმის წამოყენება მოგიწევთ. შეეცადეთ, აუხსნათ მათ, რომ სამსახური ძალიან ბევრ დროსა და ენერგიას გართმევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რემონტი და სხვა მნიშვნელოვანი საქმეები თქვენი დახმარების გარეშე უნდა მოაგვარონ.

დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.