11-17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

10 სექტემბერი 19:40, 2017 წელი

მომდევნო კვირა შესანიშნავია ახალი კონტაქტებისა და ნაცნობობის დასამყარებლად, ასევე, მოგზაურობისა და დასვენებისთვის. გამორიცხული არ არის პროფესიული წარმატებაც, განსაკუთრებით, თუკი სამსახურიდან ხელმძღვანელობის მხარდაჭერა გექნებათ.

ვერძი
ვერძებისთვის მომდევნო კვირა ნაყოფიერი აღმოჩნდება, მაგრამ ეს დღეები თქვენგან მუშაობის პროცესში დიდ მონდომებასა და დისციპლინას მოითხოვს. რაც მთავარია - განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ დოკუმენტებზე ხელმოწერის დროს. მცირედი შეცდომაც კი მატერიალურ დანაკარგს გამოიწვევს, რომლის გამოსწორებაში დიდი დრო დაგეხარჯებათ. კვირის მეორე ნახევარში შესაძლოა, ძველ პარტნიორულ კავშირებს დაუბრუნდეთ, რაც ფულად სარგებელს მოგიტანთ.


კურო
კუროებს ახალი კვირა, ჯანმრთელობის მხრივ, ახალ პრობლემებს მოუტანს. შესაძლოა, სხვადასხვა სიტუაციებში თავი დაუცველად იგრძნოთ. ხანგრძლივი დაღლილობა ქრონიკულ დაავადებებს გამოიწვევს. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ თირკმელებს, წელსა და სახის კანის მოვლას. მზრუნველობა საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ თქვენს სისუსტეს დაამარცხებს, მაგრამ ზედმეტი შფოთვაც არ ღირს, წინააღმდეგ შემთხვევაში დეპრესიამდე მიხვალთ.


ტყუპები
თუკი უახლოეს დღეებში შვებულებას გეგმავთ, ეს პერიოდი შესანიშნავია შორეული მოგზაურობისთვის. მგზავრობის დროს დაისვენებთ და შთაბეჭდილებებით დაბრუნდებით. ასევე, მომდევნო კვირა იდეალურია დისციპლინის შესასწავლად. გამორიცხული არ არის პროფესიული წარმატებაც, განსაკუთრებით, თუკი სამსახურიდან ხელმძღვანელობის მხარდაჭერა გექნებათ. ამ პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა ოპტიმალური არ იყოს, მოერიდეთ ვირუსებსა და ინფექციურ დაავადებებს. შეეცადეთ, ზედმეტად მკაცრად და ავტორიტეტულად არ მოიქცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტი გარდაუვალია.


კირჩხიბი
სოციალურ სფეროსთან დაკავშირებული საქმიანობა თქვენთვის წარმატებული აღმოჩნდება. სხვების დახმარება და შუამავლობა დიდ ბედნიერებას მოგანიჭებთ. კვირის მეორე ნახევარში შესაძლოა, ადამიანებთან კონტაქტში სირთულეები წარმოგექმნათ. არ გამოირიცხება სადავო სიტუაციებიც. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი მოთმინება და ყურადღება გამოიჩინოთ, რათა შეცდომები აიცილოთ. სიჩქარე და დაუფიქრებელი ქმედებები თქვენთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდება.


ლომი
ლომებს დაძაბული კვირა ელოდებათ, რაც მათგან დიდი ენერგიის დახარჯვას მოითხოვს, როგორც ფიზიკურს, ისე ფსიქოლოგიურს. არ გამოირიცხება ტრავმები და მოულოდნელი დაავადებები. ემოციურად გაუწონასწორებელ ლომები განსაკუთრებით უნდა უფრთხილდნენ  უბედურ შემთხვევებს. გაიმყარეთ ნერვული სისტემა და გამოიჩინეთ სიფრთხილე. დასვენების დღეებში ძალებისა და მოთმინების უნარის მომატებას იგრძნობთ.


ქალწული
ქალწულებისთვის მომდევნო კვირა საუკეთესო პერიოდია. ამ დროს თამამად შეგიძლიათ იმოგზაუროთ, შეისწავლოთ სხვა კულტურები, გააფართოოთ საკუთარი აღქმის ჰორიზონტი. მომდევნო კვირა, ასევე, შესანიშნავია შემოქმედებითი, მეცნიერული და სპორტული საქმიანობისთვის. თუ გსურთ, ყურადღების ცენტრში იყოთ და თან სხვების სიმპათია დაიმსახუროთ, ამის შანსი მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში მოგეცემათ. ფინანსურ სფეროში მცირე დანაკარგი გელოდებათ. მოერიდეთ საეჭვო და სახიფათო გადაწყვეტილებებს.


სასწორი
სასწორებო, მომდევნო კვირა შესაფერისია ვალების, კრედიტების, მემკვიდრეობის ან დაზღვევის საკითხების მოსაგვარებლად. შეეცადეთ, ამ თემებზე კვირის პირველ ნახევარში იფიქროთ და გადაწყვეტილება მიიღოთ, რადგან კვირის მეორე ნახევრიდან ვარსკვლავები სირთულეებს გიწინასწარმეტყველებენ - შესაძლოა, დოკუმენტებში შეცდომები გაგეპაროთ, რის გამოც დამატებითი ხარჯები შეგექმნებათ. კვირის ბოლოს სწავლასთან ან მოგზაურობასთან დაკავშირებით დანაზოგის დახარჯვა მოგიწევთ.


მორიელი
თუკი ცხოვრების ჯანსაღ წესს მიჰყვებით, არაფერი გემუქრებათ. მორიელები, რომლებიც საკუთარ რაციონს არ გააკონტროლებენ, ნაღველთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნებათ, რაც, ასევე, ნერვულ სისტემასაც დააზიანებს. ვარსკვლავები კატეგორიულად გიკრძალავენ მომდევნო კვირაში ალკოჰოლის და იმ პროდუქტების მიღებას, რომლებიც თქვენს ორგანიზმზე უარყოფითად იმოქმედებს, მათ შორის, წამლებისაც. მოერიდეთ ტრავმულ სიტუაციებს. სპორტული დატვირთვა სუფთა ჰაერზე სასარგებლოა და თუკი მას მიმართავთ, უძილობის პრობლემას დაივიწყებთ.


მშვილდოსანი
მომდევნო კვირა წარმატებული იქნება ამბიციური მშვილდოსნებისთვის. სწორედ ამ პერიოდში მოგეცემათ თვითრეალიზაციისა და პროფესიული წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. მშვილდოსნებს დაწინაურება ელოდებათ და სამსახურში ხელმძღვანელობისგან პატრონაჟს იგრძნობენ. იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად იყოს, მოერიდეთ ტყუილს და გულდასმით გადაამოწმეთ ინფორმაცია. ასევე, მომდევნო დღეებში საპირისპირო ქმედებების რისკი იმატებს.


თხის რქა
ახალი კვირა არცთუ ისე კარგი პერიოდია მატერიალური საკითხების გადასაჭრელად და შემოსავლის გასაზრდელად. ვარსკვლავები ფულის ხარჯვას გირჩევენ და არა მის დაზოგვას. თანაც, უმჯობესია, თანხა კვირის პირველ ნახევარში დახარჯოთ, რადგან კვირის ბოლო დღეები სერიოზული შენაძენისთვის არახელსაყრელია. ვარსკვლავები, ასევე, გირჩევენ, შორეული მოგზაურობებიც კვირის პირველ ნახევარში დაგეგმოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მოგზაურობა ზედმეტ ხარჯებთან და ნერვიულობასთან იქნება დაკავშირებული.


მერწყული
ვარსკვლავები გირჩევენ, მომდევნო დღეებში ყველაზე მეტად კბილებსა და ძვლებს გაუფრთხილდეთ, ასევე, სისხლძარღვებსაც. თქვენთვის აუცილებელია დაბალანსებული კვება და უსაფრთხოების ზომების დაცვა მუშაობისა და აქტიური დასვენების დროს. კარგი იქნება, თუკი რაციონს მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით გაამდიდრებთ. შუა კვირაში ძლიერი ემოციური დაძაბულობა თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. ძალების აღდგენასა და სიძლიერეს კვირის ბოლოსკენ იგრძნობთ.


თევზები
მომდევნო კვირა შესანიშნავია ახალი კონტაქტებისა და ნაცნობობის დასამყარებლად. ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო მეტი იკონტაქტოთ კოლეგებთან და ზოგადად, გარშემომყოფებთან. ბევრ საქმეს სწორედ კონტაქტების დახმარებით მოაგვარებთ. სხვათა შორის, ვარსკვლავები ინტუიციის გამძაფრებასაც გიწინასწარმეტყველებენ. ღირებული იდეები და მოსაზრებები სპონტანურად მოგივათ თავში. ნათესავებთან, ხელმძღვანელობასთან და თანამდებობით თქვენზე უფროსს ადამიანებთან კონფლიქტური სიტუაციები შეგექმნებათ.  

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?