18-24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

17 სექტემბერი 19:35, 2017 წელი

კარგად გააანალიზეთ ყველაფერი, რაც გარშემო მოხდება, უმნიშვნელო ნიუანსებიც კი. ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით პირად საკითხებში. კვირის ბოლოს კი შეეცადეთ, კარგად დაისვენოთ. 

ვერძი
ვერძებს მომდევნო კვირაში ხანმოკლე მოგზაურობაში მოუწევთ წასვლა. მარშრუტს დირექტორი შეგირჩევთ. ის სწორედ თქვენ დაგავალებთ რთული საკითხის გადაჭრას. თქვენთვისაც სასიამოვნო იქნება ხელმძღვანელობის მხრიდან დაფასება და ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ დაკისრებული მოვალეობა შეასრულოთ და დირექტორის ნდობა დაიმსახუროთ. თუმცა, ოჯახთან განშორება, ცოტა არ იყოს, გაგიჭირდებათ და იმაზე მეტადაც, ვიდრე წარმოგიდგენიათ, ახლობელი ადამიანებისგან შორს ყოფნა თქვენთვის არცთუ ისე მარტივი გამოცდა აღმოჩნდება.

კურო
საკუთარ მაგალითზე მიხვდებით, რომ ცხოვრება ყოველთვის არ არის სამართლიანი. სასწრაფოდ დაასრულებთ პროექტზე მუშაობას, შემდეგ კი კარიერულ წინსვლას დაელოდებით. სამწუხაროდ, თქვენი ხელმძღვანელი, ავტორიტეტული ადამიანის თხოვნით, კოლექტივში ახალგაზრდა თანამშრომელს მიიღებს და სწორედ ის დაინიშნება იმ თანამდებობაზე, რომელიც მიგაჩნდათ, რომ თქვენი მთავარი მიზანი იყო. დეპრესიისგან გათავისუფლებაში ოჯახი დაგეხმარებათ, მხარს დაგიჭერენ და თქვენს გასამხიარულებლად გრანდიოზულ სიურპრიზს მოაწყობენ  (არ გამოირიცხება, ეს იყოს ის შენაძენი, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ).

ტყუპები
ვარსკვლავები გირჩევენ, დიდხანს არ იფიქროთ საკუთარი სიტყვებისა და ქცევების სისწორეზე. ხანგრძლივი ფიქრები კუთხეში მიგიმწყვდევთ, რის გამოც საკმაოდ პერსპექტიულ შესაძლებლობას გაუშვებთ ხელიდან. თუმცა, სპონტანური დათანხმება ყველა შემოთავაზებაზეც არ ღირს. იპოვეთ ის ზღვარი, რომელიც არ მოგცემთ სარფიანი შანსის ხელიდან გაშვების საშუალებას და თან ნაჩქარევი შეცდომების მიზეზი არ გახდება. ეს რჩევა აქტუალურია როგორც პროფესიასთან მიმართებაში, ისე სასიყვარულო ფრონტზეც.

კირჩხიბი
კირჩხიბები მომდევნო კვირაში ერთ-ერთ სამსახურებრივ დავალებას დაუბრუნდებიან. საქმე, რომელიც დასრულებულად მიგაჩნდათ, კვლავ აქტუალური აღმოჩნდება (ასეთია თქვენი ხელმძღვანელობის სურვილი). მუშაობაში საკმაოდ სასიამოვნო მომენტს დაიჭერთ, რადგან დავალება, რომელიც უკვე შესრულებული გაქვთ, ძალიან ადვილად მოგეჩვენებათ. საბოლოოდ სამსახურში არ დაიღლებით და საღამოს მეგობრებთან ერთად გაატარებთ. შაბათ-კვირა ფანტასტიკური გელოდებათ.

ლომი
ლომებო, ვარსკვლავები გირჩევენ, კვირის განმავლობაში თავი შეიკავოთ ახირებებისა და პათოსისგან. როდესაც თქვენი კოლექტივი ახალი კოლეგებით შეივსება, შეეცადეთ, მათთან მაქსიმალური ტაქტიკა გამოიჩინოთ. რაში გჭირდებათ მტრები, რომლებსაც შეუძლიათ, ზედმეტი პრობლემები შეგიქმნან ან უბრალოდ, შურით გაგაღიზიანონ? ტაქტიკური ქმედება პირად საქმეებშიც არ გაწყენთ. როდესაც მეორე ნახევართან მნიშვნელოვან საკითხს განიხილავთ, შეეცადეთ, გაუგოთ მას და ძალიან რბილად იმოქმედოთ.

ქალწული
ქალწულებს მცირე სასიყვარულო იმედგაცრუება ელოდებათ. თუკი ხანგრძლივ ურთიერთობაში ხართ, არ მოგეწონებათ სიახლე იმის შესახებ, რომ თქვენმა მუდმივმა პარტნიორმა უთქვენოდ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. თუკი მარტოხელა ხართ, იმედგაცრუება მას შემდეგ დაგეუფლებათ, როგორც კი თქვენი გატაცების ობიექტის წარსულს გაიგებთ. გადაწყვეტთ, რომ ეს ადამიანი აშკარად არ გამოგადგებათ ცხოვრებაში და შეეცდებით, თქვენი ფიქრებიდან საბოლოოდ ამოშალოთ.

სასწორი
კვირის განმავლობაში მერყევი განწყობა გექნებათ. სამუშაო დღეებში გაღიზიანებული, ჯიუტი და ცივი იქნებით ყველასთან ურთიერთობაში. თუმცა, როგორც კი სამუშაო დღეები დასრულდება, ძალიან მხიარულ ადამიანად გადაიქცევით. გადაწყვეტთ, კარგად დაისვენოთ, მაგრამ თქვენი საოჯახო დასვენების ტრადიციული სცენარი არ დაგაკმაყოფილებთ. ამიტომ, ოჯახის წევრებს დაითანხმებთ, ხანმოკლე მოგზაურობაში გაემგზავროთ, სადაც ღირსშესანიშნავ ადგილებს დაათვალიერებთ და საიდანაც წარმოუდგენელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდებით.

მორიელი
მორიელები კვირის მანძილზე საყვარელ ადამიანს სიცრუეში ამხელენ. იმის გასაგებად, გაქვთ თუ არა საეჭვიანოდ მიზეზი, მცირე გამოძიებას ჩაატარებთ. საბედნიეროდ, დადგინდება, რომ თქვენი შიშები უმიზეზოა. სანამ ამ საკითხით ხართ დაკავებული, ყველა სხვა საქმე უყურადღებოდ დაგრჩებათ, რაც უშედეგოდ ნამდვილად არ ჩაივლის. ხელმძღვანელობა პერსპექტიულ პროექტს სხვა თანამშრომელს გადასცემს, თქვენ კი უიმედო, რუტინული საქმით დაკავდებით. დასვენების დღეებში პოზიტივი აგიმაღლებთ განწყობას და შაბათ-კვირას საუკეთესო მეგობრის აგარაკზე გაატარებთ.

მშვილდოსანი
მშვილდოსნები მომდევნო კვირაში კარგად დაისვენებენ როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. სამსახურში სიტუაცია ისე წარიმართება, რომ მძიმე მოვალეობების დიდი ნაწილისგან განთავისუფლდებით, რაც გაგახარებთ და გადაწყვეტთ, რომ ეს ოპტიმალური მომენტია რომელიმე პირად პროექტზე დასაფიქრებლად. ამ პერიოდში წონაში დაკლებას შეეცდებით და სპორტულ ვარჯიშებსაც მიმართავთ. სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს ვარჯიშისთვის ძალა ნამდვილად გეყოფათ. სამაგიეროდ, შედეგს იმდენად სწრაფად დაინახავთ, რომ საკუთარ თვალებს არ დაუჯერებთ.

თხის რქა
თხის რქები საკუთარი თამამი ბიზნესპროექტების განხორციელებას შეუდგებით, რაშიც დაგეხმარებათ ადამიანი, რომელიც მეწარმეობის სფეროში კარგად ერკვევა და თქვენი ჩანაფიქრის რეალიზებას მარტივად შეძლებთ. თუმცა, დახმარებისთვის თქვენი „მფარველი“ საკმაოდ დიდ თანხას მოგთხოვთ. მოგიწევთ მის წინადადებასთან შეგუება, რადგან გააანალიზებთ, რომ მარტო გაგიჭირდებათ საშუალო ბიზნესის ოკეანეში ლავირება. ამ გადაწყვეტილებას თქვენი ოჯახიც მხარს დაუჭერს, თუმცა, გაღიზიანებას არ დამალავს.

მერწყული
ეს კვირა ერთ-ერთ ყველაზე სასიხარულო მომენტად მოგეჩვენებათ თქვენს ბიოგრაფიაში. სენსაციური სიახლე გელოდებათ იმის შესახებ, რომ მალე თქვენს ოჯახს მატება ელოდება. როგორც კი პირველი აღფრთოვანება ჩაწყნარდება, მოგიწევთ, იფიქროთ ან იმკითხაოთ, როგორ მოემზადოთ მომდევნო ღონისძიებისთვის. ამის პარალელურად სამსახურში რთულ პროექტზე მუშაობა მოგიწევთ, რისთვისაც სოლიდურ ანაზღაურებს დაგპირდებიან. საბოლოოდ მიიღებთ პრემიას და დაუფიქრებლად დახარჯავთ მას ოჯახის ახალ წევრთან დასახვედრად. 

თევზები
თევზებისთვის მომდევნო კვირა ძალიან გაიწელება. იმაზე ფიქრით, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი კვირის ბოლოს დაბრუნდება, კვირის დანარჩენ დღეებს ბურანში გაატარებთ. არც სამსახური, არც კოლეგებთან ურთიერთობა, არც ხშირი ვიზიტები საუკეთესო მეგობართან - მსგავსი აქტივობები არ გაგიტაცებთ და მელანქოლიიდან თავის დაღწევაში ვერ დაგეხმარებათ, თუმცა, როგორც კი კვირის ბოლო მოახლოვდება და თქვენი მეორე ნახევარი ჩამოვა, სრულიად შეიცვლებით. ღიმილიანი და საოცრად პოზიტიური განწყობა შეგექმნებათ.  დაუვიწყარი დასვენების დღეების ერთად გატარების დროს გადაწყვეტთ, რომ ერთმანეთს დიდი ხნით აღარასოდეს დაშორდეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?