9-15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

8 ოქტომბერი 20:35, 2017 წელი

შეეცადეთ, შემოდგომის დასაწყისში დაწყებული საქმეები კვირის ბოლომდე დაასრულოთ...

ვერძი
კვირის განმავლობაში თქვენც ბოლოდროინდელ „ცოდვებზე“ პასუხს მიიღებთ. თქვენი პარტნიორი შეიტყობს, რომ მის ზურგს უკან ფლირტაობა დაიწყეთ ან დიდ დროს უთმობთ რომანტიკულ მიმოწერას ვირტუალურ ადამიანთან. მოგიწევთ, გადაარჩინოთ საკუთარი სასიყვარულო კავშირი და ყველა სხვა დავალებაზე უარი თქვათ. თქვენი წყვილი საბოლოოდ აღადგენს ურთიერთობას, მაგრამ ეს საკმაოდ ძვირად დაგიჯდებათ. თქვენი რჩეული ულტიმატუმს წამოგიყენებთ, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ის ფაქტები, რაც ყველაზე ძალიან არ გიყვართ. მათ შორის, თავაზიანი ურთიერთობა თქვენი პარტნიორის ნათესავებთან.


კურო
ვარსკვლავები გირჩევენ, უახლოესი ადამიანების სია შეადგინოთ, ოღონდ მაქსიმალურად მჭიდროდ. არსებობს რისკი, რომ საუკეთესო მეგობრებს შორის შემთხვევით ის ადამიანი აღმოჩნდება, რომელიც თქვენთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს. ეს ცბიერი და მოუწესრიგებელი ადამიანი, რომელიც თქვენი ნდობით სარგებლობს, შეეცდება, მაცდურად შემოიჭრეს თქვენი და თქვენი რჩეულის ურთიერთობაში და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. ვარსკვლავები გირჩევენ, უარი თქვათ ახალ ნაცნობობაზე, თუნდაც დროებით.


ტყუპები
ტყუპებს სენსაციური აღმოჩენების კვირა ელოდებათ. მოულოდნელად გააცნობიერებთ, რა ამუხრუჭებდა თქვენს კარიერულ წინსვლას და როგორც კი მიზეზს გაიგებთ, დაუყოვნებლივ შეუდგებით მათ მოგვარებას. პირად საქმეებში ნაკლები წარმატება გელოდებათ და ადამიანი, რომელიც დიდი ხანია თქვენ მიმართ სიმპათიას გრძნობს, ჯერ კიდევ ვერ მიიღებს თქვენგან ნიშანს პოტენციურ დაახლოებაზე. კვირის ბოლოს სხვა ადამიანს გაიცნობთ და ეს გასაოცარი პიროვნება თქვენს გონებასა და ფიქრებს მთლიანად დაიპყრობს. 


კირჩხიბი
კვირის განმავლობაში ოჯახის წევრების გამო მცირედი ნერვიულობა გელოდებათ. თქვენი ოჯახის პატარა წევრი საკმაოდ რთული გამოცდილების წინაშე აღმოჩნდება. ამ მოვლენას დაუთმობთ თქვენ და თქვენი ნათესავები მთელ დროსა და ენერგიას. როგორც კი ეს საკითხი გადაწყდება, შვებას იგრძნობთ და მიმდინარე საქმეებს დაუბრუნდებით, რომლებშიც ბოლო დროს საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვით. მათ გამოსწორებას შაბათ-კვირის დღეებსაც კი დაუთმობთ, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვან საოჯახო ღონისძიებას დიდი ხნით ვერ დაესწრებით.


ლომი
ლომებისთვის მომდევნო კვირა წარმატების მომტანი აღმოჩნდება. ეს წარმატება იმდენად დიდი იქნება, რომ თავადაც გაკვირვებული დარჩებით. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ლამაზი, მორალურად ძლიერი, კარგად უზრუნველყოფილი ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა მარტივი და სასიამოვნო იქნება. თქვენი მეგობრებსაც შეშურდებათ და არაკეთილისმსურველებსაც. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ უფრთხილდეთ არა მტრებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებსაც მეგობრებად მიიჩნევთ. რომელიღაც მათგანი შეეცდება, თქვენი სასიყვარულო კავშირი დაარღვიოს და მის ქმედებებს საკადრის „შეტევას“ გამოუცხადებთ.


ქალწული
ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ ჯანრმთელობას უფრო მეტი დრო დაუთმოთ. თუკი ახლავე დაიწყებთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე ფიქრს, ეს ძალიან სწორი ნაბიჯი აღმოჩნდება თქვენი მხრიდან. არ დაგავიწყდეთ, რომ იმუნიტეტის „შეკვრა“ შესაძლებელია სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დახმარებითაც. უარი თქვით ინფანტილური დასვენების მეთოდებზე და უპირატესობა მიანიჭეთ ზომიერ ფიზიკურ ვარჯიშებს. კარგი იქნება, თუკი არა დივანთან, არამედ ფიტნეს-ცენტრთან, აუზთან ან საოჯახო ტრენაჟორებთან იმეგობრებთ. კვირის ბოლოს ბავშვებთან ერთად კულტურულ დასვენებაზეც იზრუნეთ.


სასწორი
სასწორებს დაუვიწყარი კვირა ელოდებათ. პირველ სასიხარულო ინფორმაციას ორშაბათსვე შეიტყობთ - გაიგებთ, რომ თქვენმა ბოსმა საკმაოდ პრესტიჟულ თანამდებობაზე დაგნიშნათ. შუა კვირაში თქვენი ახალი სამუშაო ვალდებულებების შესწავლას შეუდგებით, ხოლო დასვენების დღეებში საუკეთესო მეგობარს ესტუმრებით, სადაც შეხვდებით ადამიანს, რომელიც წარსულში ძალიან გიყვარდათ. მრავალი წლის შემდეგ მას გრძნობებში გამოუტყდებით და გაიგებთ, რომ არც ის არის თქვენ მიმართ გულგრილი. ასე რომ, დაელოდეთ ახალ სასიყვარულო ურთიერთობას ახალ ნაცნობთან.


მორიელი
მორიელებს აქტიური კვირა ელოდებათ. თქვენს კარიერაში დადებითი ცვლილებები შეინიშნება, მაგრამ, თუკი გაორმაგებული ენთუზიაზმით არ შეუდგებით მუშაობას, წარმატება მხოლოდ შორეულ პერსპექტივაში დარჩება. სანამ სამუშაოს მთელ თქვენს პოტენციალს უთმობთ, პირადი ცხოვრებისთვის ძალა და დრო არ დაგრჩებათ. ეს ფაქტი, დიდად არ შეგაშფოთებთ, თუმცა, დროებითი „შესვენება“ თქვენს რჩეულს არ ესიამოვნება. ის იეჭვებს, რომ ძველებურად აღარ გიყვართ, ხოლო თქვენ საპირისპიროს მტკიცებას დაუწყებთ.


მშვილდოსანი
მშვილდოსნებს კვირის განმავლობაში სხვადასხვა ჭორების მოსმენა მოუწევთ. უსიამოვნო ამბების კორიანტელში გაგიჭირდებათ იმის გარკვევა, რომელია სიმართლე. საბოლოოდ, რომელიღაც მნიშვნელოვან მომენტს გამოტოვებთ. ჭორები მიგიყვანთ იმ შედეგამდე, რომ საკმაოდ ღირსეული ადამიანის მზრუნველობას დაკარგავთ. საბედნიეროდ, დასვენების დღეებში  მოხვალთ გონს, ბოდიშს მოიხდით თქვენი რჩეულის წინაშე და იმაზე ფიქრს დაიწყებთ, როგორ დასაჯოთ მატყუარა ინფორმატორები.


თხის რქა
თხის რქები კვირის მანძილზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას დიდი ინტერესით შეუდგებიან. აუცილებელი საქმეების ნაწილს ერთ-ერთ კოლეგას გადააბარებთ. სავარაუდოდ, მას, ვინც თქვენ მიმართ სიმპათიებს არ მალავს. სანამ თქვენი თაყვანისმცემელი სამუშაოებით არის დაკავებული, თქვენ ინტერნეტში მორიგი საქმეებით დაკავდებით, რა დროსაც შეხვდებით საინტერესო ადამიანს. მასთან ურთიერთობა იმდენად მოგნუსხავთ, რომ ვირტუალური სამყარო რეალობაში აგერევათ, რაც ცუდად აისახება როგორც თქვენს სამსახურებრივ საქმეებზე, ისე ემოციურ მდგომარეობაზე.


მერწყული
მერწყულებს მშვიდი და მარტივი კვირა ელოდებათ. აუჩქარებლად დაკავდებით საოჯახო საქმეებით და საყვარელ ჰობისაც გაიხსენებთ, თუმცა სრულყოფილად მას მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდებით, რაც რამდენიმე დღით ჩამოსულ ნათესავთან დაკავშირებულ საქმეებს მოაგვარებთ. თქვენს კარიერულ საქმეებში უახლოეს დღეებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება. გააგრძელებთ თქვენი პროფესიონალური მოვალეობების სპექტრის შესრულებას, რაც დიდ პოზიტივსა და თვითრეალიზაციის შეგრძნებას მოგანიჭებთ.


თევზები
თევზები ელემენტარულ უსიამოვნებაზეც კი პანიკაში ჩავარდებიან. როდესაც საკუთარ თავში არასრულყოფილებას აღმოაჩენთ, მსოფლიო მასშტაბის დრამას მოაწყობთ. ამ პრობლემებთან ბრძოლა თქვენთვის ნომერ პირველი დავალება გახდება მომდევნო კვირის განმავლობაში. არა მხოლოდ მორალურ ძალებს დახარჯავთ, არამედ მნიშვნელოვნად გაანადგურებთ საოჯახო ბიუჯეტს ნაკლის გამოსასწორებლად, სამწუხაროდ, რეალურად მნიშვნელოვან საქმეებს ნაკლები ენთუზიაზმით შეასრულებთ. სანამ გაუგებარი იდეალისკენ მიიწევთ, თქვენს საოცნებო თანამდებობაზე თქვენს კოლეგას დანიშნავენ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?