18-25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ჰოროსკოპი

17 დეკემბერი 19:30, 2017 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

ვერძი -  კვირის დასაწყისში ვერძებს შეიძლება, მცირე უსიამოვნებები ჰქონდეთ სამსახურში. თუ სადმე ფარული მტერი გყავთ, ისინი ეცდებიან მოქმედებაში მოიყვანონ ჩანაფიქრები. ეცადეთ, არ აჰყვეთ პროვოკაციას და ყველა მოვალეობა კეთილსინდისიერად შეასრულეთ.


კურო - ამ კვირაში კუროების სულიერი მდგომარეობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ჯანმრთელად იგრძნობენ თავს. თუ თავს შეუძლოთ გრძნობთ, აუცილებლად ესტუმრეთ ექიმს. თუ შესაძლებელია, შვებულებაც აიღეთ.


ტყუპები -  დაოჯახებული ტყუპებისთვის კვირის პირველი ნახევარი წარმატებით ჩაივლის ოჯახურ საქმეებთან დაკავშირებით. მოუსმინეთ თქვენს მეორე ნახევარს და ერთად გადაწყვიტეთ ამოცანები. დაუქორწინებელი ტყუპები კი მთელი კვირა სამსახურებრივი და ფინანსური საკითხების გადაწყვეტას დაუთმობენ.


კირჩხიბი - კირჩხიბებს ძალიან დატვირთული კვირა ელით ,განსაკუთრებით სამსახურში. შეიძლება ითქვას, მუხლჩაუხრელი შრომა მოუწევთ. ემოციურად ცოტა დაძაბულები იქნებიან, ამიტომ დაუკვირდნენ, სად როგორ იქცევიან და რას ამბობენ.


ლომი - ლომებს მოუწევთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობას, სასუნთქ გზებს. თავი აარიდეთ ალკოჰოლს, ხორცის ჭამას, მიიღეთ ვიტამინები და ჩაიტარეთ პროფილაქტიკა.  არაგეგმაზომიერების, გაუფრთხილებლობის და  საკუთარ ძალებში ზედმეტი თავდაჯერების გამო შეიძლება ავად გახდეთ, ამიტომ ყურადღებით იყავით. სხვა მხრივ, წარმატებული კვირაა.


ქალწული -კვირის პირველი ნახევარი ქალწულების უმეტესობა გადაღლას, გაღიზიანებას იგრძნობს. ქალწულები შეეცდებიან მათთვის სასიამოვნო ადამიანების გულის მოგებას, თუმცა ურთიერთგაგება რთულდება. შეიძლება, უკმაყოფილებაც კი გამოიწვისოს თქვენმა საქციელმა. კვირის ბოლოსკენ ქალწულები თავს უკეთ იგრძნობენ.


სასწორი - სასწორებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა  მიაქციონ კვებას და ჯანმრთელობას. შეიძლება იმუნიტეტი დაუსუსტდეთ, ამიტომ ნუ გადაიტვირთავთ თავს, კარგად გამოიძინეთ და ეცადეთ, დასვენების დღეები მოიწყოთ.


მორიელი - მორიელებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ოჯახის წევრებს და სახლის საქმეებისთვის გამოყონ დრო. ამ ეტაპზე ძალიან მნიშნელოვანია საკუთარ ოჯახზე და ნათესავებზე იზრუნონ. ეს ზრუნვა მათ ენერიგიით აავსებთ და, საბოლოო ჯამში, უფრო წარმატებული კვირა ექნებათ.


მშვილდოსანი - მშვილდოსნებმა სასურველია, ამ კვირაში ინიციატივა საკუთარ თავზე აიღონ და საქმეებზე ენერგია გონივრულად გადაანაწილონ.  იგრძნობთ, რომ შებოჭილობისგან განთავისუფლდებით და ახალი იდეებისკენ ისწრაფვით, შეიძლება სრულიად მოულოდნელმა აზრმა გაგიელვოთ და ცხოვრება სხვაგვარად დაგეგმოთ.


თხის რქა  - თხის რქებო, ეცადეთ, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში და განდეგილს არ დაემსგავსოთ. მიუხედავად იმისა, რომ სატურნი 20 დეკემბერიდან თქვენს ნიშანში შემოდის, თავად ნუ შებოჭავთ თავს და არ დაივიწყოთ, რომ მარტო არ ხართ. მიიღეთ საყვარელი ადამიანისგან ზრუნვა და დატკბით თუნდაც მცირედი კომფორტით. დაზოგეთ საკუთარი ძალები. სახლის საქმეებს მთლიანად თქვენს თავზე ნუ აიღებთ.


მერწყული - ვარსკვლავები მერწყულებს ურჩევენ, კოლეგების და ახლობლების აზრი გაითვალისწინონ, თავი აარიდონ კონფლიქტურ სიტუაციებს და თუ სადმე მსგავსი ვითარება შეიქმნა, პირიქით, დაეხმარონ ადამიანებს კონფლიქტების მოგვარებაში. ეს კვირა სხვებზე ზრუნვას დაუთმეთ.


თევზები - თუ რთული საქმე გაქვთ შესასრულებელი, ეცადეთ, გადადოთ მომდევნო კვირისთვის. კარგია, თუ თქვენი სამუშაო რუტინული არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემოციურად გაუწონასწორებელი შეიძლება გახდეთ. ამ კვირაში ერიდეთ აზარტულ თამაშებს, ფინანსურ ავანტურებს და სიფიცხეს, ეს წარუმატებლობას მოგიტანთ.


წარმატებები ყველას!


ქეთი ვაწაძე

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?