მერწყულისთვის იდეალური სამი პარტნიორი!

ჰოროსკოპი

3 თებერვალი 14:00, 2018 წელი

მერწყულებო, არ აუაროთ გვერდი ამ რჩევებს. თუმცა ისინი საინტერესოა მათთვისაც, ვისაც მერწყული ჰყავს პარტნიორი...

1. მშვილდოსანი
მშვილდოსნის მგზნებარე ენთუზიაზმი გაათბობს მერწყულის ინტელექტუალურ სულს. ეს ენერგია ორივეს ეყოფა. ორივე დამოუკიდებელი, ენერგიული და ვნებიანია. ისინი თითქმის ყველა დონეზე წარმატებით შეავსებენ ერთმანეთს. ორივე ეს ნიშანი ველური და ამოუცნობი ხასიათითაა ცნობილი. 


შესაძლო პრობლემები
აზრთა სხვადასხვაობის გამო ისინი შეიძლება, მყისიერად დაეტაკონ ერთმანეთს, მაგრამ ვითარება მალევე დაწყნარდება და ისინი კვლავ გააგრძელებენ თანამშრომლობას. საბედნიეროდ, მშვილდოსანს შეუძლია წყენის პატიება და დავიწყება. ეს მერწყულს ბოდიშის მოხდისგან ათავისუფლებს.


სიყვარული
მერწყულსა და მშვილდოსანს შორის კავშირი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. მათ სიყვარულს მეგობრობა უდევს საფუძვლად.


2. სასწორი
სასწორსა და მერწყულს შორის უდიდესი მიზიდულობაა. მათი საერთო ფასეულობები და მსგავსი შემოქმედებითი იმპულსები აქვთ, ამის წყალობით კი კარგად ეწყობიან ერთმანეთს. მათ შორის კონფლიქტი ყოველთვის ზედაპირულია და ადვილად გვარდება. პატივისცემა და ურთიერთაღიარება მყარი მეგობრობისა და პარტნიორობის საფუძველი ხდება!


შესაძლო პრობლემები
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ეს ნიშანი ინტელექტუალია, სასწორი ძალიან მგრძნობიარეა. სასწორები ცნობისმოყვარეები არიან, რაც მერწყულებს არ მოსწონთ, მაგრამ სასწორებს საუბარს არასდროს აწყვეტინებენ.


სიყვარული
მერწყულსა და სასწორს შორის კავშირი იდეალურია. ისინი ერთმანეთით არასდროს იღლებიან, ერთმანეთს ენერგიით ავსებენ და თითოეულმა ყოველთვის ინსტინქტურად იცის, როგორი მოტივაცია და მხარდაჭერა ესაჭიროება პარტნიორს.


3. ტყუპები
ეს კავშირზე უფრო მეტია - ეს თავად სრულყოფილებაა! ორივე ნიშანს ძალიან მახვილი ინტელექტი და შემოქმედებითი ბუნება აქვს. ისინი თანამოაზრეები არიან, მაგრამ ურთიერთობებში თავისუფლება ესაჭიროებათ. ეს უნიკალური და პოტენციური კომბინაციაა: ამ წყვილს საერთო ინტერესები აქვთ  ფილოსოფიაში, მეცნიერებებში, პოლიტიკაში, ხელოვნებასა და რელიგიაში.


შესაძლო პრობლემები
მერწყული ჭეშმარიტების მაძიებელია, ამიტომაც მას ყველა პრობლემის არსში გარკვევა სწადია. ტყუპები კი სიმართლეს გაურბიან. მერწყული შეიძლება ძალაუფლებისმოყვარე და  მაკონტროლებელი იყოს. ამიტომ, თუკი ის შეეცდება, ტყუპებს თავისი ნება თავს მოახვიოს, ტყუპები გაიქცევიან, თანაც - უკანმოუხედავად.


სიყვარული
ტყუპებსა და მერწყულს ერთმანეთი ძალიან სჭირდებათ და  ერთად უნდა იყვნენ სიცოცხლის ბოლომდე. ზოდიაქოს ამ ორ ნიშანს შორის ზღაპრული სიყვარული შეიძლება გაჩნდეს. მათი ერთიანობა მათი ბედნიერების საფუძველია.

დღის ჰოროსკოპი

20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

18 იშვიათი ფოტო 90-იანების არქივიდან, რომლებიც საეჭვოა, ნანახი გქონდეთ

30 წლის განმავლობაში ყველაფერი ძალიან შეიცვალა: მსოფლიოს ინტერნეტი მართავს, მოდა სულ სხვანაირი გახდა და ვარსკვლავებიც სულ სხვანაირად გამოიყურებიან. ეს იშვიათი  ფოტოები თვალნათლივ დაგანახვებთ, როგორი სისწრაფით იცვლება ცხოვრება.
დღის ჰოროსკოპი

19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ - ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისია

ხვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია.
კულინარია

სპაგეტი ფრიკადელებით - გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი

ამ უგემრიელეს იტალიურ კერძს, სულ რაღაც, ნახევარი საათში მოამზადებთ და თანაც ყველა ინგრედიენტი ადვილად ხელმისაწვდომია.
დღის ჰოროსკოპი

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბრონქსელი გოგონადან მოდის დედოფლამდე: ჯეი ლოს სილამაზის ევოლუცია

ლათინოამერიკელი მომღერალი, მსახიობი, მოდელიერი და ბიზნესლედი მთელი ცხოვრება ჯიუტად მიიწევდა მიზნისკენ და ახლა მას მთელი მსოფლიო იცნობს. ჯენიფერი 50 წლისაა და როგორც ჩანს, კარგად იცის, როგორ დაატრიალოს საათის ისრები უკუღმა.
საკნატუნო ამბები

დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა

დაუცველი სექსი ორივე პარტნიორის ფსიქიკას იცავს, ხოლო სექსი პრეზერვატივით სტრესსა და დეპრესიას იწვევს, - ამტკიცებენ მეცნიერები. თქვენც დაგაფიქრათ, მეცნიერების ნათქვამმა? ერთად გავერკვეთ, რისი თქმა სურთ ჩვენს კეთილისმსურველებს.
დღის ჰოროსკოპი

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აგვისტოს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Sunset Fest Bakhmaro - 19 აგვისტოს ბახმაროში თანამედროვე მუსიკის ფესტივალი და დიდი მხიარულება გელოდებათ

Sunset Fest  Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურ ფაზაშია. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, დაბა ბახმაროში, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით.
კინო

გასაოცარი შარლიზ ტერონის 20 ფილმი

შარლიზ ტერონი არა მხოლოდ ლამაზი ქერაა, არამედ ეფექტიანი მსახიობიც, ფართო დრამატული დიაპაზონით. მას ერთნაირად ძლიერად შეუძლია ითამაშოს როგორც „საოსკარე“ დრამაში, ისე ბლოკბასტერსა და კომედიაში.
დღის ჰოროსკოპი

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?