12-19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ჰოროსკოპი

11 მარტი 19:30, 2018 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

ვერძი - ამ კვირაში განახლება გელოდებათ, როგორც შინაგანი, ისე სოციალურ სფეროში. ძალიან კარგი დროა თვითრეალიზაციისთვის. კარგი იქნება, თუ ფიტნეს კლუბებს ესტუმრებით ან სხვადასხვა ტიპის ვარჯიშებს დაიწყებთ და საკუთარი ფიზიკური სხეულისა და გარეგნობის გაუმჯობესებაზე იმუშავებთ. კარგია ეს კვირა გარეგნობაში, იმიჯში ცვლილებების შესატანად. შინაგანი და ფიზიკური განახლება ახალ ენერგიებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში და თავს უკეთესად იგრძნობთ.


კურო - ბევრ კუროს გაუჩნდება სურვილი, კვირა დასვენებას მიუძღვნას. ცოტა გადისტანციურდეს საზოგადოებრივი აქტივობებისგან და თავის ჩვეულ ტემპში დაისვენოს. დიდია სიმშვიდისა და განმარტოების სურვილი. ეს კვირა, ასევე, კარგია ახალი გეგმისა და საყვარელი საქმის სამომავლო პროექტის შესამუშავებლად.


ტყუპები - ბევრ ტყუპს ამ კვირაში წარმატება ელოდება.  ეს პერიოდი მათთვის გამორჩეული იქნება დიდი ხნის სურვილებისა და ოცნებების ასახდენად. იმისთვის, რომ დიდი ხნის ჩანაფიქრები აისრულოთ, განსაკუთრებული ძალისხმევის დახარჯვა არ მოგიწევთ, გარემოებები თქვენს სასარგებლოდ დალაგდება. თქვენს ცხოვრებაში იზრდება მეგობრების როლი, შესაძლოა, შემოსავლებიც გაიზარდოს, ყოველდღიური ცხოვრება გაცილებით პოზიტიური და მსუბუქი გახდება.


კირჩხიბი - კვირა გამორჩეული იქნება მრავალფეროვანი მოვლენებით. ამ კვირაში განსაკუთრებით მოგიწევთ საკუთარი უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოვლინება და გარშემომყოფებისთვის თქვენი განსწავლულობის დამტკიცება. ეს კვირა გამორჩეული იქნება იმ კირჩხიბებისთვის, რომლებიც სწავლით არიან დაკავებულები ან გამოცდების ჩაბარებას აპირებენ. კვირის მანძილზე საინტერესო ნაცნობობა გელით.


ლომი - ლომებს შედარებით მშვიდი კვირა ელით. მიუხედავად იმისა, რომ მოვლენები თქვენს გარშემო მშვიდად ლაგდება, ლომების უმეტესობა არ ეშვება თავგადასავლებსა და  დრამატული ცხოვრებისეული სცენების დადგმას, ბოლო დროს გიჭირთ მოდუნება და ცხოვრების სიკეთეების დანახვა. მოდუნდით და გარშემომყოფებისკენ მიმართეთ ყურადღება. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომლისგანაც ბევრს ისწავლით. თუ ახალ შთაბეჭდილებებს ეძებთ, რომანტიკული ურთიერთობები წამოიწყეთ.


ქალწული - ქალწულებს საკმაოდ ექსტრემალური კვირა ელოდებათ. შესაძლოა, უცნაური მოვლენის მოწმენი გახდეთ, ან გარკვეულმა ტიპის მოვლენებმა თქვენზე ცუდად იმოქმედოს, მაგრამ მოიკრიბეთ ძალა და ყველაფერს მშვიდად შეხვდით. არსებობს ტრავმების ალბათობა, ამიტომ თავი შეიკავეთ შორ გზებზე გადაადგილებისგან, დატვირთული სპორტული აქტივობებისგან. მარტოხელა ქალწულებს საინტერესო ნაცნობობა ელით.


სასწორი - სასწორებო, კვირის დასაწყისში მოგიწევთ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ეს პერიოდი კარგია სამედიცინო პროფილაქტიკისთვის, ასევე, სპორტული აქტივობებისთვის. პირად ცხოვრებაში სიახლეები გელით. შეიძლება საყვარელი ადამიანი ძალიან გააქტიურდეს, რამაც თქვენი დაბნეულობა გამოიწვიოს, დამშვიდდით, ყველაფერს მეტისმეტად რაციონალურად ნუ მიუდგებით და მოვლენები თქვენს სასარგებლოდ წარიმართება. მიენდეთ გრძნობებს.


მორიელი - კარგი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული მორიელებისთვის. თქვენი წარმოსახვის უნარი და აქტიურობა გაამდიდრებს შემოქმედებით ცხოვრებას. ეს კარგად გამოვლინდება რომანტიკულ ურთიერთობებშიც. ეცადეთ, ასიამოვნოთ საყვარელ ადამიანებს. კვირის მეორე ნახევარი უკეთესია ჩანაფიქრების განხორციელებისთვის. დაიცავით რეჟიმი, რომ უფრო ეფექტიანად იმუშაოთ.


მშვილდოსანი - მშვილდოსნებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ოჯახს და საშინაო საქმეებს. შესაძლოა, ოჯახის წევრები თქვენგან უყურადღებობას გრძნობდნენ, რაც ურთიერთობებზე დადებითად არ აისახება. გამოყავით დრო მათთვის, ერთად მოიფიქრეთ გასართობი ღონისძიებები და დაისვენეთ.  საზოგადოებრივი საქმეების პარალელურად ოჯახიც ძალიან მნიშვნელოვანია.


თხის რქა - თხის რქებს დატვირთული კვირა ელით. მთელი კვირა შეიძლება ნაცნობ მეგობრებთან და ნათესავებთან კონტაქტებს მოანდომოთ. კომუნიკაციით აქტიურად დატვირთულმა დღეებმა შესაძლოა, გადაგღალოთ და განმარტოება მოგინდეთ, ნუ მოგერიდებათ, ეს უთხრათ ოჯახის წევრებს და გარკვეული დრო საკუთარ თავს დაუთმოთ ენერგიების აღსადგენად. გაგიჩნდებათ ესთეტიკური საგნებისადმი მოთხოვნილება, მოუარეთ საკუთარ სხეულს, გაჯანსაღებას მნიშვნელოვანი დრო დაუთმეთ.


მერწყული - მერწყულები მთელი კვირა დაკავებული იქნებიან საკუთარ შემოსავლებზე ფიქრით და მათი გაზრდის დაგეგმვით. შესაძლოა, ახალმა იდეებმა და პროექტებმა გაგიტაცოთ. მათი განხორციელება რამდენიმე დღით გადადეთ, ენერგია მოიკრიბეთ და თამამად შეუდექით ჩანაფიქრის განხორციელებას. შესაძლოა მოგზაურობა მოგიწიოთ სახლიდან საკმაოდ შორს. კარგი დროა, აგრეთვე, სწავლისთვის და შემეცნებითი საქმიანობისთვის.


თევზები - თევზებო, დროა, დაფიქრდეთ საკუთარ შესაძლებლობებზე და ხელი მიჰყოთ აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას. საკუთარ თავში ჩაკეტილობა და მინი კომფორტული ზონის მოწყობა არაფერს მოგიტანთ სასიამოვნოს. იყავით გონივრულად ეგოისტები და იზრუნეთ საკუთარ კარიერულ წინსვლაზე, ნუ გადააჭარბებთ ნურც ეგოიზმში და ნურც ალტრუიზმში. გარემოსთან ჰარმონიული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის. კარგი დროა პასუხისმგებლობების გამოსავლენად და პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად.


წარმატებები ყველას!


 


 

დღის ჰოროსკოპი

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

რას ნიშნავს ასო „V“ თქვენს ხელისგულზე?!

ხელისგულზე დააკვირდით გულის ხაზს. იგი იწყება ნეკა თთის ძირიდან, მიუყვება მთელს ხელისგულს და მთავრდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის. თუკი ეს ხაზი შუა ნაწილიდან ორად იყოფა, ესე იგი, თქვენ ნანატრი „V“ ასოს ბედნიერი მფლობელი ხართ!
ამბები

ადამიანის ხუთი გრძნობა ცხოვრების ხელოვნების აღმოსაჩენად

წლევანდელი TEDxTbilisi-ის მთავარი თემა „ცხოვრების ხელოვნებაა“.
კულინარია

საახალწლო ლაბა ქათმის ხორცით - ძალიან გემრიელი და ნოყიერი

ქათმის ლაბას ძალიან ადვილად მოამზადებთ, თანაც საახალწლო სუფრასაც უდავოდ დაგიმშვენებთ.
დღის ჰოროსკოპი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგის სიცოცხლისთვის!

პატარა გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება!
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტური დასაქმების ფორუმი გამართა  

„ვისოლ ჯგუფმა“ „ფაბრიკაში“ სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა. 
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, ევროპელი აქციონერების გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მოახდენს ფოკუსირებას. შვილობილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ შეიძინა.
დღის ჰოროსკოპი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

1992 წლის 3 დეკემბერს მსოფლიოში პირველი SMS გაიგზავნა!

მართალია, გამოგონებათა უმრავლესობა, რომლებმაც სამყარო შეცვალა, აშშ-ში შეიქმნა, თუმცა sms - Short Message Service სრულად ევროპული მიღწევაა... 
თემატური ჰოროსკოპი

რას მოასწავებს 2020 წლის სიმბოლო - თეთრი მეტალის ვირთხა?

2020 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ვირთხის წელიწადია. ჩინური ჰოროსკოპის კალენდარში ვირთხა პირველია 12 ცხოველს შორის, რომლებიც ერთმანეთს გარკვეული თანმიმდევრობით ცვლიან. 
დღის ჰოროსკოპი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?