26 მარტი-2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ჰოროსკოპი

25 მარტი 19:30, 2018 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

ვერძი - თქვენს ცხოვრებაში უკეთესი დრო დგება. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, შეიძლება ახალი სამსახური დაიწყოთ ან დაგაწინაურონ.  მთავარია, თავად არ აჩქარდეთ და მოვლენებს წინ არ გაუსწროთ. იყავით უფრო დიპლომატიურები და მომთმენები.


კურო - შეიძლება სამსახურში ურთიერთობები ცოტა დაიძაბოს. მთავარია, დროულად გაუწოდოთ ხელი შერიგებისკენ, პირველი ნაბიჯი თქვენ უნდა გადადგათ. ფრთხილად იყავით ფინანსურ ოპერაციებთან. უმჯობესია, ფული დააგროვოთ ამ ეტაპზე და არ დახარჯოთ.


ტყუპები - ახლობლების წინაშე სრულიად ახალი სახით წარდგებით. გაუჭირდებათ თქვენი ცნობა, რადგან შესაძლოა, აგრესიული და უხეში იყოთ, მაშინ როცა უმეტესწილად ლოიალური, კეთილგანწყობილი  და გულღია ხართ. საუკეთესო დროა, შვებულება აიღოთ და უცხო გარემოში დაისვენოთ.


კირჩხიბი - კირჩხიბებს არ უყვართ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, მაგრამ ამჯერად მოგიწევთ, მეტი სისწრაფე და მოქნილობა გამოიჩინოთ, ვიდრე სხვა დროს. იზრუნეთ საკუთარ იმიჯზე, ახალ ნაცნობობას ყურადღებით დააკვირდით.


ლომი - მთელი კვირა მხოლოდ პირადი საქმეებით იქნებით დაკავებული. ამასობაში ბევრი მნიშვნელოვანი გამოგრჩებათ, რითაც განარისხებთ ახლობელ ადამიანებს. ეცადეთ, კარგ განწყობაზე იყოთ, საქმეებზე და მოვლენებზე კარგად რომ აისახოს. მთლიანობაში, კარგი კვირაა.


ქალწული - სამსახურში თქვენს მიდგომებს, საქმიანობას დააფასებენ და შეიძლება ძალზე ენერგიული და პროდუქტიული იყოთ, რაც თავადაც კი გაგაკვირვებთ, თუმცა კრიტიკულობაც იმატებს ახლობლების მხრიდან. ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ხშირად თქვენც აკრიტიკებთ ხოლმე ახლობლებს.


სასწორი - მძიმე საქმეებისგან ცოტა შეისვენებთ, მაგრამ მაინც იქნება მოსაგვარებელი ის ნიუანსები, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით. მიეცით თავს უფლება მენტალურად და ფიზიკურად დაისვენოთ. მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან.


მორიელი - მთელი კვირა შეიძლება ისეთი განცდა გქონდეთ, რომ სამყაროსთვის ბევრი გაქვთ მოსაყოლი და აქტიურ კომუნიკაციაში ჩაერთვებით, თუმცა ეს კვირა ამისთვის მიზანშეწონილი არაა. მეტი დრო გაატარეთ ოჯახში და შვილებთან. ვინც მარტოა, ახალი ნაცნობობა ელის.


მშვილდოსანი - კვირის მანძილზე განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ, ნუ შეხვალთ კონფლიქტებში და მეტი დრო გაატარეთ საკუთარ თავთან. აპრილის დასაწყისიდან უკეთესი პერიოდი გელოდებათ, ახალი ნაცნობობა და შესაძლოა, მოგზაურობაც. ენერგოტონუსი მაღლდება.


თხის რქა - თითქოს თავგადასავლების ხასიათზე ხართ და რაღაცას ეძებთ. თუ საჭიროა, აიღეთ შვებულება და განსხვავებულ გარემოში დაისვენეთ, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ საკვებს და მოერიდეთ ცხიმიან საჭმელებს. თავი დაიცავით გაღიზიანებისა და გადაძაბვისგან.


მერწყული - მოუსმინეთ საკუთარ სხეულს და პატარა გადაცდომის დროსაც კი ექიმს მიაკითხეთ. თქვენს საახლობლოში და გარემოცვაში შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად არ გექცევიან და თქვენგან სარგებელს ეძებენ. ახალ ნაცნობობასთანაც სიფრთხილე გამოიჩინეთ. სხვა მხრივ, თქვენთვის ჰარმონიული კვირაა.


თევზები - თევზებმა განსაკუთრებით დიპლომატიურობა და საღი აზრი შეინარჩუნეთ კვირის დასაწყისში. მაღალია კონფლიქტების ალბათობა ოჯახში. კარგი იქნება, თუ განტვირთვის საშუალება მოგეცემათ  და ცოტა ხნით საკუთარ თავთან დარჩებით ან სამუშაოთი დაკავდებით, რაც ძალიან დაგეხმარებათ, ურთიერთობა გქონდეთ მხოლოდ პოზიტიურ ადამიანებთან!


წარმატებები თქვენ!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?