28 მაისი-3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ჰოროსკოპი

27 მაისი 19:30, 2018 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

 
 

ვერძი - თქვენ შეძლებთ საზოგადოებრივ ასპარეზზე გაიბრწყინოთ, მაგრამ პირველი დეკადის ვერძებს მეტი დაკვირვებულობა და სიფრთხილე მართებთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იყავით თანმიმდევრულები და სამართლიანები. ნუ გამოიჩენთ იმპულსურობას.


კურო - კუროებო, უკმაყოფილებისა და წუწუნის დრო არ არის, კარგი იქნება, თუ საკუთარი საქმეებით დაკავდებით და საზოგადოებრივი აქტივობებისგან თავს შორს დაიჭერთ. თქვენი კონსერვატიული შეხედულებები შეუსაბამობაში მოდის მზე ტყუპის ტრანზიტის დროს. ახლა ცვლილებების დროა.


ტყუპები - ყველა ცვლილება სასიკეთო ამბების მაუწყებელია. თქვენ შეძლებთ, ნებისმიერი ვითარებაში ადაპტირდეთ და სიახლეებში პროგრესი დაინახოთ. პირველი დეკადის ტყუპებს ნებისმიერ წამოწყებაში გაუმართლებთ. კვირა სასიკეთოა საქმიანი შეხვედრებისთვის.


კირჩხიბი - კირჩხიბებო, კარგი იქნება, თუ საკუთარი ნაჭუჭიდან ისე გამოხვალთ, რომ არც სხვაში და არც საკუთარ შინაგან სამყაროში არ შექმნით ქაოსს. სასურველია, ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და  პოზიტიურ აზრებზე კონცენტრირდეთ.


ლომი - ლომებს მათთვის უჩვეულო მოუსვენრობა შეიპყრობთ, თუმცა სწრაფი ტემპი ამ ეტაპზე არ ივარგებს, სწრაფად დაიღლებიან. კარგი იქნება, თუ ენერგიას გონივრულად გადაანაწილებთ და დროის მენეჯმენტსაც ისწავლით. ეს სასიკეთოდ გამოგადგებათ. სხვა მხრივ, თქვენთვის პოზიტიური კვირაა.


ქალწული - შესაძლოა, მთელი კვირა სხვების დამოძღვრისა და ჭკუის სწავლების ხასიათზე იყოთ. თუ ამას გააკეთებთ, ეს არასწორი იქნება და ბევრ არაკეთილმოსურნეს გაიჩენთ. ყველას არ სჭირდება თქვენგან სიმართლის, ან კრიტიკის მოსმენა. უბრალოდ, მეგობრულად დაუდექით გვერდით. მოთოკეთ შინაგანი გაღიზიანება.


სასწორი - სასწორებო, შეგიძლიათ, წარმატება იზეიმოთ, ფორტუნა თქვენს მხარესაა! მხოლოდ ზედმეტ მოლოდინებს ნუ შექმნით, რათა იმედი არ გაგიცრუვდეთ. თქვენი განწყობა ყველასთვის გადამდები იქნება.


მორიელი - თავს ნუ იკატუნებთ, თითქოს ყველაფერი შესანიშნავად მიდის. ცხოვრებისეული გამოწვევები, რომელიც თქვენს წინაშე დგას, დიდ ყურადღებას მოითხოვს. ეცადეთ, პარტნიორებთან კარგი ურთიერთობები ჩამოაყალიბოთ, ეს მომავალში დაგჭირდებათ.


მშვილდოსანი - მშვილდოსნებო, გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ სამართლიანობაში, მეგობრულობასა და ჰუმანურობაში. იყავით დაკვირვებულები და უსაფუძვლოდ ნუ გამოეკიდებით ადამიანებს ყველაფერზე. კარგი იქნება, თუ ქველმოქმედებით დაკავდებით.


თხის რქა - ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ, თუ ზედმეტად არ მიანდობთ საკუთარ საქმეებს სხვებს. თქვენი გასაკეთებელი თავად უნდა აკეთოთ. ახლა ის დროა, მართვის სადავეები ხელში აიღოთ.


მერწყული - მერწყულებო, შესაძლოა ახალ ნაცნობობას რომანტიკული თავგადასავლები მოჰყვეს, მაგრამ ამ რომანზე დიდ იმედს ნუ დაამყარებთ. ან შესაძლოა, თავად არ აღმოჩნდეთ საიმედო პარტნიორი. მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ და ფორტუნა თქვენს მხარეს იქნება.


თევზები - ნუ მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც რადიკალურად შეგიცვლით ცხოვრების წესსა და სტილს. ახლა ამის დრო არ არის. საჭიროა, მიწის ნიშნების მსგავსად, ლოგიკურობა და თანმიმდევრულობა გამოიჩინოთ. ეცადეთ, გათავისუფლდეთ არაფრისმომცემი კომპლექსებისგან - შედეგად ყველაფერში გაიმარჯვებთ, რასაც ხელს მოჰკიდებთ.


წარმატებები ყველას!


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?