ვერძი - კვირა გამორჩეული იქნება განსაკუთრებული სიახლეებით, როგორც შემეცნების, სამსახურებრივი საქმიანობის, ისე პირადი ცხოვრების სარბიელზე. ამ კვირაში გაცნობილი ადამიანები განსაკუთრებულ როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში.
კურო - კვირა ოჯახური საქმეების მოგვარებას დაუთმეთ, ნუ გადაიტვირთებით სოციალური კონტაქტებით. იყავით გულისხმიერები და დაკვირვებულები დეტალების მიმართ.
ტყუპები - ნუ გადაიტვირთებით, ეცადეთ, შაბათ-კვირას სუფთა ჰაერზე დაისვენოთ. შეიძლება საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ. კარგი პერიოდია ახალი იდეების განსახორციელებლად ან არსებული საქმის ბოლომდე მისაყვანად.
კირჩხიბი - კირჩხიბებო, შესაძლოა, ბევრი მოვლენა თქვენს საკეთილდღეოდ არ წარიმართოს, მაგრამ ეს ფაქტი ნუ შეგაშინებთ. იყავით დაკვირვებულები, მოზომილები, ასჯერ გაზომეთ ერთხელ გაჭერით, მოუფრთხილდით ენერგიას.
ლომი - ნუ ეცდებით, ყველაფერი იოლად ან სხვისი ხელით გააკეთოთ. თქვენი საქმეების დასრულება თავად მოგიწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტის ეპიცენტრში აღმოჩნდებით. გაგიჭირდებათ, თავი იმართლოთ. სხვა მხრივ, ენერგიული კვირა გელით. შესაძლოა, სასიყვარულო სფერო გააქტიურდეს.
ქალწული - ნუ შეგაშინებთ გამოწვევები, ახლა უხასიათობის დრო არ არის, საქმეს ხალისით მოჰკიდეთ ხელი და აკეთეთ. იყავით მეგობრულები, გახსნილი კომუნიკაციისთვის და ყველაფერი სასიკეთოდ ჩაივლის.
სასწორი - ნებისმიერი იდეის განხორციელება შეგეძლებათ, მეგობრები და თანამშრომლები გვერდით დაგიდგებიან, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ახლობელ ადამიანებს მეტი ყურადღება და სითბო სჭირდებათ. ეცადეთ, გაამხნევოთ ისინი. ჰარმონიული კვირაა, ზოგადად.
მორიელი - ეცადეთ, ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანოთ და ფინანსური საკითხები მოაგვაროთ. დროს ნუ კარგავთ არაფრის მომცემ კავშირებზე და რომანტიკულ ურთიერთობებზე.
მშვილდოსანი - იდეოლოგიური თვალსაზრისით, შეუძლებელია, ყოველთვის სიმართლეს ემსახურებოდეთ, სხვისი აზრის მოსმენაც მნიშვნელოვანია. იყავით პოზიტიურები და ხალასები. თქვენი პოზიტივი გადამდები იქნება სხვებისთვის.
თხის რქა - იყავით დაკვირვებული და ყურადღების მიღმა არ დაგრჩეთ მნიშვნელოვანი ურთიერთობები. გაუფრთხილდით ფინანსებს და ეცადეთ, გონივრულად გადაანაწილოთ ხარჯები. არც საკუთარ თავზე ზრუნვა დაივიწყოთ.
მერწყული - ეცადეთ, დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, მეგობრებთან ერთად. კარგი იქნება, თუ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელ ორგანოებს დიდ ყურადღებას დაუთმობთ. სხვა მხრივ, თქვენთვის პოზიტიური კვირაა და გამოიყენეთ!
თევზები - უხასიათობა და პესიმიზმი არ დაგეხმარებათ არც ურთიერთობებში და არც საქმეებში. ეცადეთ, თავი გაიხალისოთ ახალი ნაცნობობით და დასახული მიზნების განხორციელებით დაკავდეთ. მალე თქვენთანაც გამოიდარებს!
წარმატებები თქვენ!