პათოლოგიურად მატყუარა ზოდიაქოს ნიშნები

ჰოროსკოპი

28 იანვარი 12:45, 2015 წელი

პირველად ევამ მოატყუა ადამი და ამით დასაბამი დაუდო სიცრუეს. სტატისტიკის თანახმად, ადამიანი დღის განმავლობაში ერთხელ მაინც ცრუობს. ტყუილს ყველა ამბობს, თორმეტივე ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი. თუმცა ტყუილების თქმაში რეკორდს ზოდიაქოს სამი ნიშანი ამყარებს.

ტყუპები


 ყველაზე მატყუარა ზოდიაქოს ნიშნებში პირველი ადგილი ტყუპებს უჭირავს. ამ ნიშანს მატყუარა მერკური მართავს. ცნობისმოყვარე და მოუსვენარი ტყუპები ისე დამაჯერებლად იტყუებიან, რომ ბოლოს თავად ერევათ სიმართლე ტყუილში.



ტყუპები არაჩვეულებრივი მსახიობები არიან. უყვართ ყველაფრის უტრირება. ფაქტების შელამაზებით და არარსებული ამბების მოყოლით ცდილობენ თანამოსაუბრეზე გავლენის მოხდენას.


ტყუპებს ძალიან უყვართ ჭორები და ინტრიგები. თუ ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი საიდუმლოს შენახვას შეგპირდათ, ნუ დაუჯერებთ, ეს პირობაც მორიგი ტყუილია. ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს წინასწარ გეგმების დალაგება არ უყვართ. ასევე არც ტყუილებს იგონებენ წინასწარ. ყველაფერი საუბარში სპონტანურად ხდება. მათ ძალიან უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაბელურ ტყუპებს დაუღალავად შეუძლიათ დილამდე ილაპარაკონ. დაუსრულებელ საუბარში კი ტყუილების თქმა მათთვის ჩვეული მოვლენაა. ტყუპები იტყუებიან მაშინ, როცა ეს სჭირდებათ და ამის გამო სინანულს არ გრძნობენ. ისე ოსტატურად დაგარწმუნებენ თქვენს შეცდომაში, რომ არათუ აღიარებთ, მადლობასაც კი გადაუხდით თვალის ახელისთვის.


ტყუპები ერთგულები არიან, თუმცა სანამ ერთგულების ზენიტს მიაღწევენ, დიდი გზა აქვთ გასავლელი. სასიყვარულო ურთიერთობებში მათთვის ფლირტი ჰაერივით საჭიროა. ერთდროულად რამდენიმე ადამიანთან შეუძლიათ იფლირტაონ. თუ მიხვდებით, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგნელი გატყუებთ და თქვენ გარდა, სხვასაც მონდომებით აწონებს თავს, ნუ გაგიკვირდებათ, მათ მსმენელი და აღფრთოვანება სჭირდებათ. თუ აიტანთ ტყუპების პატარ–პატარა ტყუილებს, მასთან ინტელექტუალურ ჰარმონიას მიაღწევთ და საბოლოოდ თავს შეაყვარებთ, შემდეგ უკვე შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ.


 


 თევზები


მატყუარა ნიშნებში მეორე ადგილზე მეოცნებე და რომანტიკოსი თევზებია.


ამ ნიშნის წარმომადგენლები ატყუებენ თავის თავს, სხვას და თავადაც მარტივად ტყუვდებიან.


 აქვე უნდა აღინიშნოს თევზების 2 ტიპი. პირველი ტიპის მიხედვით, ზოდიაქოს ეს წარმომადგენლები მატყუარა და მანიპულატორები არიან, ხოლო მეორე ტიპის თევზები პატიოსანი და ერთგულები არიან.


 ზოგადად, თევზის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გაურბიან რეალობას და ამიტომ იგონებენ ტყუილებს. პათოლოგიურად მატყუარა თევზები გაურბიან კონფრონტაციებს, არასასიამოვნო მომენტებსა და სირთულეებს. ამ ყოველივესთან გასამკლავებლად ისინი სწორედ ტყუილს მიმართავენ.  ტყუილის უკან განა სხვისთვის ზიანის მიყენების სურვილი იმალება. არა, მათ, უბრალოდ, არ უყვართ უხერხული სიტუაციები და ვითარების გასანეიტრალებლად ტყუილს იგონებენ. თევზებს ირეალურ, გამოგონილ სამყაროში ცხოვრება ურჩევნიათ.


 ტყუპებისგან განსხვავებით, რომლებიც ოსტატურად იტყუებიან, თევზების ტყუილის მიხვედრა მარტივია. ეს ზოდიაქოს ნიშანი იმდენად მეოცნებე  და არაკონცენტრირებულია, რომ ნათქვამი ტყუილიც მათსავით დაბნეული და ადვილად გამოსაცნობია.


 თევზებს სურთ, ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით უყურონ, ხოლო როცა სირთულეებს პირისპირ ეჯახებიან, რაიმე დასკვნებს კი არ აკეთებენ, ღრმად ჩაყვინთვას ამჯობინებენ. გაცურავენ იქ, სადაც ყველაფერი ზღაპრულად ლამაზია. სხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ვერასდროს მიხვდებიან, საით მიცურავს თევზი – დინებას მიყვება თუ საწინააღმდეგოდ მიიკვლევს გზას. თუ ჩაეკითხებით, დიდი შანსია, მოგატყუოთ. თუ სურვილი ექნა, შესაძლოა, ოდესმე გაგიმხილოთ კიდეც.


 თევზების ძლიერი იარაღი იუმორია, რომელსაც საზღვარი არ გააჩნია. თევზებს უწყინარი ხუმრობიდან ბოროტ სარკაზმამდე გადასვლა თავისუფლად შეუძლიათ. თუ თევზებთან ურთიერთობა გსურთ, მიიღეთ მათი ილუზორული სამყარო თავისი უწყინარი ტყუილებით. მაგალითად, თუ თევზები სასეირნოდ წავიდა, მაგრამ თქვენ გითხრათ, რომ  მთელი დღე სახლში იყო, ნუ გაგიკვირდებათ. თვითონაც არ იცის, რატომ იქცევა ასე. თევზებს უბრალოდ სიამოვნებთ ის ფაქტი, რომ პატარა საიდუმლოებები აქვთ.


 


 სასწორი


 ყველაზე მატყუარა ზოდიაქოს ნიშნებში მესამე ადგილი სასწორს უჭირავს. ტყუილი ძალიან ცუდია, მაგრამ სიმართლე კიდევ უფრო ცუდი – სწორედ ამ არგუმენტით იმართლებენ თავს მატყუარა სასწორები. სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები სილამაზისა და ჰარმონიის სიყვარულით გამოირჩევიან. ამ მახასიათებლებიდან გამომდინარე, სასწორები უხეშ რეალობას პატარა ტყუილებით ალამაზებენ.



მათ სურთ, სამყარო იმაზე უკეთესი გახადონ, ვიდრე ის რეალურად არის. ამ მიზნის მისაღწევად ტყუილის მოფიქრება სირთულეს არ წარმოადგენს. სასწორს ადამიანურ ურთიერთობებში პოზიტივისა და კომფორტის დამყარება სურს. თუ თქვენი მეგობარი ამ ნიშნის წარმომადგენელია, იშვიათად გაგახსენდებათ მასთან არასასიამოვნო საუბრები. თუ მან რაიმე ნეგატიური ინფორმაცია გაიგო თქვენ შესახებ, არ გაგიმხელთ, რადგან მისი მიზანი,ა მორალურად არ დაზარალდეთ და არ განაწყენდეთ. მათი აზრით, მწარე სიმართლის ცოდნა ზოგჯერ იმდენაც დამანგრეველია ადამიანის ფსიქიკისთვის, რომ სჯობს, თვალი არც აგიხილონ.


საქმიან საკითხებში სასწორი უსაზღვროდ პატიოსანია. იშვიათად, თუ რამეში შეცდება. მათ უმრავლესობას კონცენტრირების უნარი ძალიან აქვს განვითარებული. შეუძლიათ, ღრმა და სერიოზული ანალიზის გაკეთება.


სასიყვარულო ურთიერთობებში სასწორი არასაიმედო პარტნიორი იქნება. მათზე დაყრდნობა არ შეიძლება, რადგან ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს აზრები და შეხედულებები გამუდმებით ეცვლებათ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს სრული იდილიის დამყარება სურთ ყველგან და ყველაფერში, თუმცა ამის მიღწევა ტყუილითაც ხშირად არ გამოსდით.


სასწორს წინააღმდეგობის გრძნობა განვითარებული აქვს და ამის გამო უყვარს კამათი. შეუძლია, იკამათოს ნებისმიერ თემაზე და კამათში უპირატესობის მისაღწევად უწყინარი ტყუილებიც მოიშველიოს.

დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ 25 წლის იუბილე აღნიშნა

"ჯორჯიან ეარვეისს" საავიაციო ბაზარზე არსებობის 25 წელი შეუსრულდა.
ამბები

სალომე ზურაბიშვილი: ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ რაღაც ქარტიაზე ხელმოსაწერად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, თუმცა თავს ვერ იკავებენ

„ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ, ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან და თავს ვერ იკავებენ, ერთმანეთსაც ლანძღავენ“.
ამბები

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანა უნდა იყოს შეკრული, ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, წარსულს ეკუთვნის

„მცხეთა სხვადასხვა კუთხით, სიმბოლოთი უნიკალურია, ამასვე მოწმობს ჩვენი ისტორია“, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მცხეთაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
სილამაზე/ჯანმრთელობა

გაჭერით ლიმონი და დატოვეთ საძინებელში...

ყველამ ვიცით, რომ ლიმონი ნუტრიენტებისა და ვიტამინების უშრეტი წყაროა, თუმცა არამხოლოდ...
ამბები

მაია ცქიტიშვილი: „ქართული ოცნებისთვის“, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება

„ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარება და ისეთი განვითარების საფუძვლის შექმნა, რომელიც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში წაგვიყვანს წინ“, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. 
საკნატუნო ამბები

15-წუთიანი მარტოობა სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ

თუკი საათის მეოთხედს მარტოობაში გაატარებთ, სტრესიც დაგავიწყდებათ და გაღიზიანებაც გაგიქრებათ. პერიოდულად მარტო დარჩენა ადამიანზე პოზიტიურად მოქმედებს. მთავარია, ეს მარტოობა დიდხანს არ გაგრძელდეს!
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სალომე ზურაბიშვილი ყაზბეგელ ამომრჩეველს შეხვდა: მე არ ვარ თერგდალეული, მე სენადალეული ვარ

მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული,-ასე მიმართა ყაზბეგელებს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში ამომრჩეველთან შეხვედრისას.
NEW

სალომე ზურაბიშვილი: როგორც კი პრეზიდენტი გავხდები შევკრებ იმ სტუდენტებს, რომლებმაც უცხოეთში ცოდნა სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღეს

როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტი, შევკრებ ამ ახალგაზრდებს ვინც დაბრუნდება იქაური ცოდნით და გამოცდილებით, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ყაზბეგში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. 
NEW

სალომე ზურაბიშვილი: “ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი”

ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში განაცხადა.