სექსუალური მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჰოროსკოპი

4 თებერვალი 14:00, 2015 წელი

ასტროლოგიაში ყველაზე სექსუალური, ქარიზმატული და მიმზიდველი ზოდიაქოს ტიტულს სამი ნიშანი ატარებს: პირველ ადგილზეა მორიელი, მას მოჰყვება ლომი და ბოლოს კირჩხიბი. განვიხილოთ ამ თითოეული ნიშნის სექსუალურობა ცნობილი ამერიკელი ასტროლოგის ლინდა გუდმენის მიხედვით.

მორიელი (24 ოქტომბერი-22 ნოემბერი)


 მორიელი ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე სექსუალური ნიშანია.


თუ მორიელის ნიშნით დაბადებული პარტნიორი გყავთ ან გყოლიათ, თქვენთვის ნაცნობი იქნება, ის უზარმაზარი მიზიდულობის ძალა, რომელსაც ეს ნიშანი ფლობს.
ყველაზე შეუხედავი მამაკაციც კი, რომელიც მორიელის ნიშნით დაიბადა, ყოველთვის პოულობს ისეთ უნიკალურ მეორე ნახევარს, როგორზეც ოცნებობდა. მორიელებს უცნაური მისტიური აურა აქვთ - მომნუსხველი, თუმცა რთულად ასახსნელი.
თუ მძაფრი ემოციების მოყვარული არ ხართ და ცხოვრების გზაზე მორიელ მამაკაცს გადაეყარეთ, სანამ გვიანი არ არის, თავს გაქცევით  უშველეთ.
მორიელ მამაკაცს ყველაზე კარგად ახასიათებს სიტყვა „უძლეველი„.   იგი ნებისმიერი ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდის. ამიტომ, ნუ ეცდებით მის პროვოცირებას.
მორიელი მგრძნობიარე არსებაა. უყვარს ფუფუნება და ყველაფერი გადაჭარბებული: სმა, ჭამა, ნარკოტიკები, განსაკუთრებით კი სიყვარული. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი მთელი არსებით სიყვარულისკენ მიილტვის. მორიელი მამაკაცისთვის დამარცხება წარმოუდგენელია - თუ იგრძნო, რომ მზერით ვერ მოგაჯადოვათ, შხამს გამოიყენებს და თქვენი გრძნობების პარალიზებას მოახდენს. ამასთან, გარეგნულად ვერაფერს შეატყობთ - გულგრილი რჩება, სანამ არ იგრძნობს, რომ მსხვერპლი მის განკარგულებაშია.
მორიელს სახალხოდ თავისი გრძნობების დემონსტრირება არ სჩვევია. ზოგჯერ შეიძლება, უყურადღებო და სასტიკიც კი მოგეჩვენოთ; შეიძლება, სხისი თანდასწრებით დაგცინოთ, მაგრამ  როცა მარტო დარჩებით, თავის ჭეშმარიტ გრძნობებში გამოგიტყდებათ.
რაც შეეხება ეჭვიანობას, ეს ძალიან რთული საკითხია - მორიელის ცოლმა იოტისოდენა ეჭვიც კი არ უნდა გამოიწვიოს.
თუ მორიელ პარტნიორს ბოლომდე ენდობით და მის მიმართ მზრუნველი და ნაზი იქნებით, იგი ანალოგიურად მოგეპყრობათ და დამსახურებას სიყვარულით გადაგიხდით.


მორიელს კარგად ეწყობიან კირჩხიბის, ქალწულის, თხის რქისა და თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანები.


 


ლომი (23 ივლისი-23 აგვისტო)


 ყველაზე სექსუალურ მამაკაცებში მეორე ადგილზე ლომია.


ლომის ნიშნით დაბადებულმა მამაკაცმა ძალიან კარგად იცის თავისი მომხიბვლელობის ფასი და ამიტომ ფუჭად არ იხარჯება. სიამოვნებით მოიწონებს თავს თქვენ წინაშე, მეგობრებშიც, დიდი თავშეყრის ადგილებშიც და რაც უფრო მეტია ხალხი, მით უფრო კმაყოფილი დარჩება. მისით ერთი ან ათი კი არა, ორასი ადამიანიც დარჩება აღტაცებული.
ლომი ყოველთვის სასიყვარულო რომანისთვის არის განწყობილი, ამიტომ მისი მახეში გაბმა მარტივია. აღტაცების, თაყვანისცემის, პირფერობის გამოყენებითა და სანთლების შუქზე სასიყვარულო ჩურჩული სრულიად საკმარისია, რომ ცხოველთა მეფე შინაური კატის კნუტად იქცეს. შეყვარებული ლომი მამაკაცი უსაზღვროდ გაგაღმერთებთ, საჩუქრებითა და ყვავილებით აგავსებთ, გატარებთ თეატრებში და მაღალი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, მოგწერთ მხურვალე წერილებს და ამ გზით ეცდება, კიდევ ერთხელ მოგაწონოთ თავი.
ლომის ნიშნით დაბადებული მამაკაცი უსაზღვროდ ეჭვიანია. სულით ხორცამდე მას უნდა ეკუთვნოდეთ. იგი თქვენ ნაცვლად გადაწყვეტს, რა ჩაიცვათ, როგორი ვარცხნილობა გაიკეთოთ, რა წაიკითხოთ, ვისთან იმეგობროთ და როგორ გაატაროთ დღე. დაინტერესდება ვინ დაგირეკათ და რა თემაზე ესაუბრეთ.
ლომი მამაკაცები ძალიან მგრძნობიარენი, ესთეტები, ასევე ეგოისტები და თავის თავზე შეყვარებულები არიან. ამიტომ ლამაზმანების მიმართ გულგრილნი არც ქორწინების მერე ხდებიან. თუ ეჭვიანობის სცენებს არ გაუმართავთ და ძველებურად სიყვარულით მოეპყრობით, სხვაზე არასდროს გაგცვლით.
ლომი მამაკაცი ხშირად ქორწინდება დაბალი სოციალური წარმომავლობის ან რამეთი თავისზე ნაკლებ ქალზე და იმედოვნებს, რომ მისი პარტნიორი მთელი ცხოვრება მისი მადლიერი იქნება. ხშირად კი ასეთი პარტნიორი ლომს თავის მთელ დომინანტობას ართმევს და ლომი იმედგაცრუებული რჩება. ლომებს ხშირად მცირერიცხოვანი ოჯახები ჰყავთ. ბავშვები ან ჰყავთ ან თუ ჰყავთ, მხოლოდ ერთი. თუ ლომის მეუღლე ბრძანდებით, გაითვალისწინეთ, რომ ლომს იმდენივე ყურადღება უნდა დაუთმოთ, რამდენიც თქვენს შვილს. წინააღმდეგ შემთხვევაში ლომი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს.


ლომს კარგად ეწყობიან ვერძის, ტყუპების, სასწორისა და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანები.


 


 


კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)



ყველაზე სექსუალურ ზოდიაქოს ნიშნებში მესამე ადგილზეა კირჩხიბი.

ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი პირველსავე შემხვედრს გულს არ გადაუშლის. მის შესახებ ხშირად საუკეთესო მეგობრებმაც კი ბევრი რამ არც იციან.
კირჩხიბი მამაკაცი ერთდროულად ქარაფშუტა, არასაიმედო და ერთგულიც შეიძლება იყოს. როცა მოწყენილია, სურვილი გიჩნდებათ მიხვიდეთ და მიუალერსოთ.
კირჩხიბი უკიდურესად ფრთხილია. მისი მელანქოლია გადამდებია. ბუნებით რომანტიკოსი, საოცრად რაციონალური და პრაქტიკულია - ამ მამაკაცში ერთდროულად სავსებით ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებებია გაერთიანებული.
იგი ძალიან წყენიაა. თუ ვინმეზე ან რამეზე განაწყენდა, საკუთარ თავში ჩაიკეტება და ბოღმას ჩუმად ინელებს. შეიძლება გეგონოთ, რომ წყენა კარგა ხანს არ გაუვლის, მაგრამ ასე არ არის. ცოტა ხანში კვლავ მომღიმარი სახით დაგიბრუნდებათ. სამწუხაროდ, კირჩხიბ მამაკაცს ისეთი დეპრესიული პერიოდები აქვს ხოლმე, სიცოცხლეს შეგაძულებს. ყველაზე დიდი მელანქოლიის შეტევები მაშინ მოსდის, როცა რამე ძვირფასის დაკარგვის საშიშროებას გრძნობს. ასეთ დროს დაარწმუნეთ, რომ მხოლოდ მისი ხართ, უსაზღვროდ გიყვართ იგი და რომ ბედნიერი იქნება.
ძალიან უყვარს ფული. მის გულში თქვენი ერთადერთი მეტოქე ფული იქნება. კირჩხიბი ძუნწი არ არის, მაგრამ არც მფლანგველია. რაც არ უნდა მდიდარი იყოს, ამით ტრაბახს არ დაიწყებს, რადგან მას ღარიბი ნათესავის როლი ურჩევნია.
კირჩხიბი მამაკაცი ძალიან პრეტენზიულია და ამიტომ გვიან ოჯახდება. შეცდომის დაშვების ძალიან ეშინია, რადგან წარუმატებელი ქორწინების შემთხვევაში დიდი დრო სჭირდება დეპრესიიდან გამოსასვლელად. თუ კირჩხიბის ნიშნით დაბადებული ადამიანის ცოლი გახდებით, იგი გამუდმებით შეგადარებთ ხოლმე დედამისს, ხოლო თქვენს სახლს – მშობლებისას. ბავშვობიდან სითბოს, ალერსსა და მყუდროებას მიჩვეული კირჩხიბი მამაკაცი ცოლისგანაც იმავეს ელოდება.
კირჩხიბი ოჯახშიძალიან ყურადღებიანია. იგი აღმერთებს თავის წარმომავლობას და პატივს სცემს წინაპრებს.


კირჩხიბს კარგად ეწყობიან მორიელის, ქალწულის, კუროსა და თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანები.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?