ამ ქალებს უმამაკაცოდ ცხოვრება შეუძლიათ

ჰოროსკოპი

18 თებერვალი 14:00, 2015 წელი

ეს ძლიერი ქალები თაყვანისმცემლებს აიძულებენ, მათზე გიჟდებოდნენ, თუმცა არასდროს არც ერთი მამაკაცის საკუთრება არ იქნებიან.

ვერძი


  ძლიერი ქალების ნომინაციაში პირველ ადგილს ვერძი იკავებს. ვერძ ქალს მხოლოდ ეჩვენება, რომ სიყვარული მისთვის ყველაფერია. იგი იმდენად გატაცებულია გარესამყაროთი და საკუთარი თავით, რომ სიყვარულს არ შეუძლია მოიცვას მთელი მისი არსება.  სხვა ქალებისგან განსხვავებით, მას შეუძლია უმამაკაცოდაც იოლად გავიდეს მთელი ცხოვრება.


ვერძისთვის უმამაკაცოდ ცხოვრება სულაც არ ნიშნავს უსიყვარულოდ ცხოვრებას. მას გამუდმებით სჭირდება ოცნების საგანი. ამასთან, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მისი საოცნებო პიროვნებაა მის გვერდით არის თუ ცხრა მთას იქით. ვერძი ქალისთვის მთავარია, მასზე ოცნება შეეძლოს.


ზოგადად ცხოვრებაში, რაც კი მამაკაცს შეუძლია, იმ საქმეს თავადაც მშვენივრად გაართმევს თავს. იგი თვითონ აღებს ხოლმე კარს და არასდროს არ ელოდება, როდის შესთავაზებენ გალანტურად პალტოს. თვითონ მიიწევს მაგიდასთან სკამს, მოუკიდებს სიგარეტს, გამოიძახებს ტაქსის და საერთოდ, დამოუკიდებლად იბრძოლებს თავისი არსებობისთვის. უფრო მეტიც, ვერძი ქალი ამას მამაკაცზე სწრაფად და კარგად გააკეთებს. თუმცა ამ საქციელით, იგი გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს მამაკაცის თავმოყვარეობას.


ვერძ ქალს ძალიან უყვარს პირველობა, ინიციატივის გამოჩენა.  ეს მის მოკლევადიან სასიყვარულო გატაცებებსაც ეხება. ხშირად ვერძი ქალი თვითონ უხსნის მამაკაცს სიყვარულს, განსაკუთრებით, როცა ეს უკანასკნელი ყოყმანობს და თავის გრძნობებში ვერ ერკვევა. თუ ასეთ ქალს ეფლირტავებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოეხვიეთ და აკოცეთ, თუ დარწმუნებული ხართ, რომ მასაც მოსწონხართ, თორემ ისეთ დღეს დაგაყრით, თავბედს გაწყევლინებთ.


ვერძი ქალი თაყვანისმცემლებს აიძულებს, მასზე გიჟდებოდნენ და აღფრთოვანებულნი ეტრფოდნენ. თავად კი ისეთზე ოცნებობს, რომელიც რაიმე მიზეზის გამო მისთვის აბსოლუტურად მიუწვდომელია. მას ეს მიუწვდომელის მდგომარეობა მოსწონს.


ვერძი ქალი ცხოვრების ნებისმიერ პირობებს წუწუნის გარეშე ეგუება. შეუძლია, ფეხებზე დაიკიდოს საზოგადოებრივი აზრი, არ შეუშინდეს მტრების არმიას და გულგრილად დაახალოს ტყვია თავისი გულისწორის ყველა მტერს. ვერძ ქალს სიამოვნებს, როცა მისი მისამართით აღტაცებას გამოხატავენ, მაგრამ აღტაცება წრფელი და სამართლიანი უნდა იყოს. ზედმეტი პირფერობა და მომაბეზრებელი  კომპლიმენტები გულზე არ ახატია.


ვერძი ქალი უაღრესაც წინააღმდეგობრივი ნიშანია: თავი ან ძალიან უნდა მოაბეზრო ან მოანატრო.


დესპოტ მამაკაცებს ვერ იტანენ. ბუნებით იდეალისტი ვერძი ქალი გამუდმებით დაეძებს სატრფოში რაინდს, რომელიც მისთვის მსოფლიოს დაიპყრობდა. რადგან  ასეთი რაინდები მხოლოდ ზღაპრებსა და ლეგენდებში არსებობენ, ვერძი ქალი თავის იდეალს დედამიწაზე ვერ პოულობს და მამაკაცის გარეშე ამჯობინებს ცხოვრებას.


 


ქალწული


  ძლიერი ქალების სიაში მეორე ადგილზე ქალწულია. ქალწული ქალი მათ რიცხვს განეკუთვნება, ვინც ბედის ყოველგვარ დარტყმას თავაწეული ხვდება. თუ ცხოვრების გზაზე გადაულახავ დაბრკოლებას წააწყდა, ტირილს და წუწუნს არ დაიწყებს. არც დახმარებას ითხოვს. იგი საკუთარი ძალებით ეცდება სირთულის დაძლევას.


ქალწული იდეალურ მამაკაცს ეძებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თვითონაც იდეალურია. მიუხედავად ამისა, ის მაინც დაეძებს უნიკალურ მეორე ნახევარს, ხოლო თუ ვერ იპოვა, ცხოვრებას მარტო გააგრძელებს. 


როცა ქალწული ქალის გულის მოგება გსურთ, თქვენს მანერებსა და ლაპარაკს ყურადღება მიაქციეთ. საჭმელი დახურული პირით ღეჭეთ, ეცადეთ, პირი არ აწკლაპუნოთ. ეს მას ყურს ჭრის. ტანსაცმელი უნაკლო მდგომარეობაში იქონიეთ. წვერი ყოველდღე გაიპარსეთ, შხაპი კი დღეში, მინიმუმ, 2–ჯერ მაინც მიიღეთ. კარგი მანარებიც ნუ დაგავიწყდებათ და ყველაფერი რიგზე იქნება. სახლში გაცილებისას მოსახვევნად ან საკოცნელად ნუ დაეძგერებით, გინდაც ეს თქვენი მეათე შეხვედრა იყოს. იყავით მუდამ ყურადღებიანი, მაგრამ ნუ ჩააცივდებით. 


ქალწულმა ქალმა ემოციების მოთოკვა და დამალვა ძალიან კარგად იცის და უცხოს დასანახად სისუსტეს არასდროს გამოიჩენს. საერთოდ, იგი ყველაფერს კრიტიკულად უყურებს, დაწყებული თქვენი გარეგნობიდან, დამთავრებული თქვენივე სიტყვებით და საქციელით. კრიტიკა მისთვის ბუნებრივი ამბავია, როგორც თქვენთვის სუნთქვა. მაგრამ მისი მიბაძვა არც იფიქროთ. ეს თამაშის წესებს ეწინააღმდეგება. ნუ გააკრიტიკებთ მას. გონებამახვილი ქალწული ქალი საკუთარ ნაკლოვანებებს თქვენზე  უკეთ ხედავს და ისევე მკაცრად განსჯის, როგორც უცხოსას. ამიტომ ამ საკითხში თქვენი დახმარება არ სჭირდება. ქალწული ქალი ძალიან შორსმჭვრეტელია, ამიტომ მის მოტყუებას ნუ შეეცდებით. სიმართლე და სილამაზე მისთვის სინონიმებია.  იგი გულს მხოლოდ იმას გადაუშლის, ვისაც სავსებით ენდობა. თუ ქალწულმა ქალმა გადაწყვიტა მეორე ნახევართან ცხოვრება, იგი ერთგული ნამდვილად იქნება. ეჭვიანობის სცენებს არასდროს მოგიწყობთ და ფულს ქარს არასდროს გაატანს. თუ ბედმა გაგიღიმათ და ცხოვრების გზაზე ქალწულთან შეგყარათ, გაუფრთხილდით მას. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაგტოვებთ და თქვენს გარეშე თავისუფლად გააგრძელებს ცხოვრებას.


 


მერწყული


 


ძლიერ და ამტან ქალებში მესამე პოზიციაზე მერწყულია.


იგი სიყვარულშიც ისეთივე პარადოქსულია, როგორც ცხოვრებაში. თუ მერწყულმა ქალმა დიდი ხნის ფიქრის და განსჯის შედეგად გადაწყვიტა მამაკაცთან ცხოვრება, იგი თქვენი ერთგული, მაგრამ ერთგვარად ცივი და შორეული იქნება. მერწყულ ქალებს, თქვენ გარდა, ცხოვრებაში უამრავი მეგობარი ჰყავთ და ათასგვარი გატაცება აქვთ. მერწყული ქალი ყველას და ამავდროულად არავის ეკუთვნის.  მამაკაცებს ყოველთვის უჭირთ მერწყული ქალის თავისუფლებისმოყვარე ხასიათთან გამკლავება და შეგუება. თუ ვნებიანი და მხოლოდ თქვენით გატაცებული პარტნიორი გსურთ, მაშინ მერწყული ქალი ნამდვილად არ გამოგადგებათ. იგი არც ერთი მამაკაცის საკუთრება არ იქნება. ის დამოუკიდებელია და მამაკაცის გარეშეც მარტივად ცხოვრობს. თუ მერწყულ ქალს, რომელიც ბუნებით ეჭვიანი არ არის, საეჭვიანო საბაბს მისცემთ, იგი, უბრალოდ, ადგება და მიგატოვებთ. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი განქორწინება მერწყულ ქალებზე მოდის.


მერწყულ ქალთა უმეტესობა მისტიკურად ლამაზია. ისინი უჩვეულოდ იცვამენ. მათი სტილი ყველას აოცებს. მერწყულ ქალთან საუბარი მის გარეგნობაზე არანაკლებ საინტერესოა. საქმიანი საუბრისას ძალიან უყვართ ლირიული გადახვევები.


ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ მერწყული ქალი თქვენს ყველა მითითებასა და თხოვნას ზუსტად შეასრულებს, განსაკუთრებით მითითებას. მერწყულ ქალებს სამყაროზე თავიანთი შეხედულება აქვთ და ნუ ეცდებით მის გადაკეთებას ან გადარწმუნებას.  თუ ძლიერი მერწული ქალის დაკარგვა არ გსურთ, ნუ იქნებით ეჭვიანი, ნუ გააკრიტიკებთ მას, ნუ იქნებით კონსერვატიული, ძუნწი, წვრილმანი და ბრაზიანი. გიყვარდეთ მისი მეგობრები, თუნდაც ხანდახან მათი საქციელი უცნაურად გეჩვენებოდეთ. მერწყულ ქალს იშვიათი ინტუიცია და წინასწარმეტყველების უნარი გააჩნია. მერწული ქალი მომავლის ქალია, რომელმაც ზუსტად იცის, რა იქნება ხვალ ან ზეგ.

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?