ნუ მისცემთ სხვებს თქვენი ადგილის დაკავების უფლებას!

ჰოროსკოპი

2 მარტი 00:01, 2015 წელი

რა არის საჭირო სასიყვარულო ურთიერთობების განვითარებისთვის, როგორ უნდა აირიდოთ შეცდომები კარიერაში და ვინ მოგცემთ საჭირო რჩევებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის – ამ ყველაფრის გასაგებად გაეცანით 2 – 8 მარტის ასტროლოგიურ პროგნოზს.

ვერძი



ამ კვირის განმავლობაში გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მოგიწევთ. მართალია, ამის გაკეთება არ გსურთ, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრება მოითხოვს რაღაცების დათმობას. იყავით პრაქტიკული. სამსახურში თქვენი კოლეგები ეჭვის თვალით შეხედავენ თქვენს გამორჩეულ იდეებს, ამ ფაქტორმა არ დაგაბნიოთ, აუხსენით კოლეგებს არგუმენტირებულად, რომ თქვენს იდეას სიკეთის მოტანა შეუძლია. რაც შეეხება პირად ურთიერთობას, მხოლოდ ფიზიკური მიზიდულობა საკმარისი არ არის. თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის განვითარებისთვის საჭიროა, მენტალურად ერთ დონეზე იყოთ პარტნიორთან.


 


კურო



იყავით გულწრფელი და პირდაპირი ადამიანებთან. ამ კვირაში ელოდეთ სასიყვარულო ურთიერთობაში დიდ გარდატეხას. თუ პარტნიორი უკვე გყავთ, დაქორწინებაზე დაიწყებთ ფიქრს. ოჯახის შექმნის სურვილი უფრო გაგიმძაფრდებათ.  თუ ჯერ ისევ მეორე ნახევრის ძიებაში ხართ, მთელი ყურადღება კარიერაზე გადაიტანეთ. ეს კარგი პერიოდია კრეატიული იდეების განსახორციელებლად. თქვენს შრომას წარმატება მოჰყვება, მთავარია, ტალანტი არ დამალოთ და სამსახურში გამოამჟღავნოთ.


 


 


ტყუპები



თუ სახლის ყიდვა ან გაყიდვა გსურთ, გამოიყენეთ ეს კვირა, რადგან ყველაზე კარგ შედეგს ამ პერიოდში მიიღებთ. ნუ იჩქარებთ სამსახურში საქმის შესრულებისას. ნელა და დინჯად გაკეთებული საქმე უფრო ხარისხიანი იქნება. მართალია, თქვენ სწრაფად ითვისებთ ყველაფერს, თუმცა საქმეში ნუ აჩქარდებით. პირად ურთიერთობაში დაძაბული მომენტები გაქვთ. თუ თქვენი პარტნიორი წამდაუწუმ გიგზავნით მესიჯებს და გამოწმებთ, აუხსენით, რომ ასე ურთიერთობა დაზარალდება. თქვენთვის თავისუფლების შეზღუდვა ყველაზე მტკივნეულია.


 


კირჩხიბი



ამ პერიოდის განმავლობაში იძულებული გახდებით, პირად ურთიერთობაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. თქვენი ცხოვრების პარტნიორი უკვე დიდი ხანია, სერიოზული ნაბიჯის გადადგმას ელოდება თქვენგან. დაფიქრდით კარგად. იყავით გულწრფელი, როგორც საკუთარ თავთან, ისე პარტნიორთან. თუ შემაფერხებელ ხარვეზებს აღმოაჩენთ, იფიქრეთ, იქნებ შესაძლოა მისი გამოსწორება. ნაჩქარევად ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.


 


ლომი



სამსახურში ბევრი კონკურენტი გყავთ, რომლებიც თქვენს დაჩრდილვას შეეცდებიან. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და ნუ მისცემთ სხვებს თქვენი ადგილის დაკავების უფლებას. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, თქვენი მეორე ნახევარი მეტ სიურპრიზს და სიახლეს ელოდება ურთიერთობაში. მოუხმეთ ფანტაზიას და რაიმე განსაკუთრებულ საჩუქარზე იფიქრეთ. თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, ამ პერიოდში სერიოზული ურთიერთობის შანსი ნაკლებია, პატარ–პატარა თავგადასავლები მალე მოგბეზრდებათ.


 


ქალწული



თქვენს თაყვანისმცემლებზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებთ და მათ თქვენდამი ინტერესს ორმაგად ზრდით. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არ გაგიჭირდებათ, არჩევანს იმ ადამიანზე გააკეთებთ, რომელიც ყველაზე აქტიურად და ორიგინალურად ცდილობს თქვენი გულის მოგებას. თქვენთვის შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა ყველაფერში ჰაერივით აუცილებელია. რაც შეეხება სამსახურს, პროგრესი და რეგრესი ერთმანეთს ჩაანაცვლებს, რამაც შესაძლოა, იმედგაცრუება მოგიტანოთ.


 


სასწორი



ამ პერიოდში იმდენი იდეა მოგივათ, რომ საბოლოო სახის მიცემა გაგიჭირდებათ. თუმცა დასრულებული ვარიანტი სამსახურში დიდ მოწონებას დაიმსახურებს და დაწინაურებასაც ხელს გამოკრავთ. სასიყვარულო ურთიერთობაში დიდი არეულობა გაქვთ. ყველაფერს სერიოზულად ნუ მოეკიდებით, მოუხმეთ იუმორს. ასე უფრო გაიმარტივებთ ცხოვრებას.


დრო მიეცით თქვენ თავს და პარტნიორსაც, რათა გაანალიზოთ ის შეცდომები, რომლებმაც ამ მდგომარეობამდე მიგიყვანათ.


 


მორიელი



ამ კვირის განმავლობაში ბევრი არასასიამოვნო მომენტები გელოდებათ და გარშემომყოფები თქვენს უხასიათობას და გულგრილობას უნდა ელოდნენ. ეცადეთ განმარტოვდეთ და საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ. ასე სხვებსაც გულს არ ატკენთ და თქვენთვისაც უფრო მარტივი იქნება ამ კვირის გადატანა.


სამსახურში არაკვალიფიკაციური ადამიანების შენიშვნები გაგაღიზიანებთ, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.


 


მშვილდოსანი



პირად ურთიერთოაში იმედგაცრუება გელოდებათ. თქვენი პარტნიორის დაუფიქრებელი საქციელი მასზე წარმოდგენას შეგიცვლით და მიგახვედრებთ, რომ ბოლომდე არავის უნდა ენდოთ. ამ პერიოდის განმავლობაში ნუ იქნებით ყველასთან გულწრფელი, რადგან თქვენს გულწრფელობას სხვები არასწორად გამოიყენებენ. კარგად შეინახეთ თქვენი ფინანსური დოკუმენტაცია და სხვის ნაცვლად სესხსაც ნუ გამოიტანთ.


 


თხის რქა



ამ კვირის განმავლობაში ფინანსურად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. თუმცა ეს დროებითია. მთავარია ამ პერიოდში მხოლოდ აუცილებელ საჭიროებებზე დახარჯოთ ფული. რაც შეეხება პირად ურთიერთობას, ეს პერიოდი პოზიტიურია. თქვენი პარტნიორის აქამდე დაუნახავ თვისებას აღმოაჩენთ, რაც სასიამოვნოდ გაგაკივრვებთ და უფრო მეტად დაგაახლოვებთ მასთან.  ხოლო თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, ამ კვირის განმავლობაში სასიყვარულო კავშირი ძალიან სწრაფად დაიწყება და განვითარდება.


 


მერწყული



კარიერული წინსვლა თავდაჯერებულობას აგიმაღლებთ, რაც პოზიტიურ როლს ითამაშებს სასიყვარულო ურთიერთობაშიც. ეს კვირა კარგი პერიოდია კონკურსში ან შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად. თუ სწავლის გაგრძელება გადაწყვიტეთ, განაცხადი უკვე შეავსეთ და მოლოდინის რეჟიმში ხართ, დადებით პასუხს მალე მიიღებთ სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით. თქვენი დიდი ხნის ოცნება ნელ–ნელა ასრულდება.


 


თევზები



ამ პერიოდში კარიერულ გზაზე მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ამ რთულ პროცესში გეხმარებიან მეგობრები და ნათესავები, რომლებიც ერთ პოზიციაზე არიან, თქვენი აზრი კი საპირისპიროა და დაბნეული ხართ. ამ სიტუაციაში ენდეთ ინტუიციას და გულის კარნახით მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?