გაიხსენეთ ის შეცდომები, რომლებზეც ჭკუა ისწავლეთ

ჰოროსკოპი

16 მარტი 00:01, 2015 წელი

გახსოვდეთ, თუ ერთი კარი დაიხურა, მეორე აუცილებლად გაიღება; ოქროს შუალედი იდეალური ვარიანტია; თვითკრიტიკას შეეშვით; დაელოდეთ საჭირო დროსა და ადგილს; ისეთ რამეს იტყვით, რასაც მერე ინანებთ –საგულისხმო გაფრთხილებები და რჩევები 16–22 მარტის ასტროლოგიურ პროგნოზში.

 


ვერძი


ამ კვირის განმავლობაში ვერძებს კრეატიული იდეები არ მოგაკლდებათ. განსაკუთრებით წარმატებული პერიოდია ხელოვნების დარგში მომუშავე ვერძებისთვის. განმარტოვდით და შემოქმედებითად დაიხარჯეთ. ნუ ჩაებმევით ისეთ დისკუსია–განხილვაში, რომელიც რელიგიას, პოლიტიკას და სოციალურ საკითხებს ეხება – ისეთ რამეს იტყვით, რასაც მერე ინანებთ, ამიტომ ჯობია, დრო სხვა რამეს დაუთმოთ. რაც შეეხება პირად ურთიერთობას, საბოლოოდ მიიღებთ გადაწყვეტილებას, დაიწყოთ თუ არა ურთიერთობა მასთან, ვინც უკვე დიდი ხანია, თქვენი გულის მოგებას ცდილობს.


 


კურო


საკუთარ თავს და ცხოვრების პარტნიორს ყოველთვის მაღალ სტანდარტებს უდგენთ, ამის გამო მეორე ნახევარი ზოგჯერ დისკომფორტს გრძნობს. ამ პერიოდში მისი მხრიდან მცირე უთანხმოება გელით. მას ჰგონია, რომ ძალიან კრიტიკული ხართ მის მიმართ. რაც შეეხება სამსახურს, თქვენი კოლეგა, რომელთანაც მეგობრობთ, ბოლო დროს უცნაურად იქცევა. თუ ამ ფაქტორის გამო თავს ცუდად გრძნობთ, გაესაუბრეთ და გაარკვიეთ ის მიზეზი, რის გამოც მეგობარი ბოლო დროს შეიცვალა.


 


ტყუპები


ამ პერიოდში უნიკალური შანსი გექნებათ, დაიწყოთ ისეთი სამსახური, რომელზეც ოცნებობდით. შემოთავაზება ძალიან მოულოდნელი იქნება. თქვენი ნებისმიერი არაორდინალური იდეა მეგობრებისთვის მისაღებია, რადგან თქვენდამი ნდობის ფაქტორი ძალიან მაღალია. აქტიურად დადიხართ სხვადასხვა ივენთებზე და ბევრ ახალ მეგობარს იძენთ. თქვენი სოციალური წრე დღითიდღე იზრდება. ამ კვირის განმავლობაში მოსალოდნელია, წესების დარღვევისთვის ჯარიმა დაგაკისრონ. ნუ გასცდებით ზღვარს, ნებისმიერ სიტუაციაში ოქროს შუალედი იდეალური ვარიანტია.


 


კირჩხიბი


ცხოვრება, მრავალფეროვანი აქტივობების გარეშე, ცარიელი გეჩვენებათ, გაზაფხულის დადგომა აორმაგებს თქვენს საგარეო აქტივობებს. დადიხართ ყველგან, სადაც შეგიძლიათ. საზოგადოება პოზიტიურად პასუხობს თქვენს მხიარულ დამოკიდებულებას. კარიერაში მცირე დაბრკოლებები გაქვთ. ცდილობთ, გარშემომყოფებს თქვენი ხმა გააგონოთ და იდეები მიაწოდოთ, თუმცა გამზიარებელი ხშირად არ გყავთ. თუ მცდელობას არ დააკლებთ და მიზანდასახულობას გამოამჟღავნებთ, შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ.


 


ლომი


ნუ ჩქარობთ პირად ურთიერთობაში წინსვლას, რადგან სიჩქარემ შესაძლოა, ნეგატიურ შედეგამდე მიგიყვანოთ. თუ სერიოზული ურთიერთობა გსურთ, ქმედებაც შესაბამისი უნდა იყოს. ამ პერიოდში წარსული თავს შეგახსენებთ და გაიხსენებთ იმ შეცდომებს, რომლებზეც ჭკუა ისწავლეთ. რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე მისი ასჯერ გაანალიზება გახასიათებთ, რადგან შეცდომის დაშვების უფლებას საკუთარ თავს არ აძლევთ და თუ მაინც შეგეშალათ რამე, მუდმივ თვითკრიტიკას ეწევით. თვითკრიტიკის შეეშვით, რადგან ამან შესაძლოა, საქმეში ხელიც კი შეგიშალოთ.


 


ქალწული


ყველაზე მეტად გაბედნიერებთ ისეთი ადამიანური ურთიერთობები, რომლებიც მატერიალურ და ემოციურ კომფორტს უზრუნველყოფს. ამ კვირის განმავლობაში გონებაში ოჯახური პასუხისმგებლობა გიტრიალებთ. საკუთარ თავს ხშირად ეკითხებით, აკეთებთ თუ არა საკმარისს საყვარელი ადამიანებისთვის, რომლებიც რთულ მდგომარებაში არიან. ამ პერიოდში დასვენება ჰაერივით გჭირდებათ. ემოციურად და ფიზიკურად გადაღლილი ხართ და დროა, საკუთარ თავს არდადეგები მოუწყოთ.


 


სასწორი


დაძაბული კვირა გაქვთ. ნეგატიური აზროვნება ხელს გიშლით წინსვლაში.
ძალიან დიდ დროს ატარებთ სამსახურში, კოლეგები თქვენი ჯანმრთელობის გამო ნერვიულობენ.  თუმცა, თქვენი შრომისმოყვარეობა კონკრეტული მიზნისკენ არის მიმართული. ასე რომ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმ ადამიანების წუხილს, რომლებიც სამსახურში თქვენს გვიანობამდე დარჩენას აკრიტიკებენ. მალე თავს კარგად იგრძნობთ, რადგან შრომა შედეგს გამოიღებს.


 


მორიელი


გეგმები, რომლებსაც ამ პერიოდში თქვენს პარტნიორთან ერთად ახორციელებთ, მასთან კიდევ უფრო მეტად დაგაახლოვებთ.
უკვე სიყვარულის მიღებისა და გაცემის კონდიციაში ხართ. გაზაფხული თქვენთვის გამორჩეულად სიურპრიზებით სავსე იქნება. თავგადასავლები, სიყვარული და გართობა წინ გელოდებათ. დადებითი განწყობა სამსახურზეც აისახება და ისე დაძაბული სიტუაციები, რაც წინა კვირაში გქონდათ, განეიტრალდება. თუმცა თქვენი სიმშვიდე დროებითია – როდის გაუხსენებთ ადამიანებს ძველ დანაშაულს არავინ უწყის, არც თავად.


 


მშვილდოსანი


ახალი გამოწვევების მისაღებად მზად არ ხართ. ეს უჩვეულოა თქვენთვის, რამაც შესაძლოა, თქვენი შეშფოთებაც გამოიწვიოს. ნუ აღელდებით, ეს უენერგიობა და უხალისობა დროებითია. გაზაფხულის დადგომამ ცოტა მოგადუნათ, თუმცა მალევე მოახერხებთ რეგენერაციას და ჩვეულ რიტმში აქტიურად გააგრძელებთ ცხოვრებას. ამ პერიოდის განმავლობაში, კეთილის მსურველი ნათესავი ფინანსურ პრობლემებს მოგიგვარებთ.


 


თხის რქა


დროებით გადადეთ თქვენი კარიერიზმისკენ სწრაფვა, მუდმივად საქმეზე ორიენტირებულობა და ყურადღება გარშემომყოფებს მიაქციეთ. მეგობრები და ოჯახის წევრები მეტ ინიციატივას ელიან თქვენგან. ბოლოს როდის გაატარეთ მათთან ერთად ერთი საღამო მაინც? მათი პროტესტი იზრდება და დროა, საყვარელ ადამიანებს თანადგომა გამოუცხადოთ. დასახული მიზნის მიღწევას ამ პერიოდში ვერ მოახერხებთ. დაელოდეთ საჭირო დროსა და ადგილს, ყველაფერი თავისით დალაგდება.


 


მერწყული


იმდენად ხართ ფულის შეგროვებაზე ორიენტირებული, რომ სოციალური აქტივობების მხრივ საკმაოდ პასიურობთ. სამსახურში ანაზღაურების გაზრდის სურვილით იმდენს შრომობთ, რომ ბოლოს ყველაფერი ისე ხდება, როგორც წარმოგედგინათ. სიახლეების წყურვილი გკლავთ და ცდილობთ, ცხოვრებაში ცვლილებები შეიტანოთ. ამ პერიოდში ახალი სამსახურის ძებნა და რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციასა ან კულტურულ დაწესებულებაში CV-ს გაგზავნა  შედეგიანი იქნება.


 


თევზები


კარიერაში მცირე უსიამოვნებები გელოდებათ. დაუფასებლობის შეგრძნება მუშაობაში ხელს გიშლით. ეცადეთ, ამ ფაქტორს ყურადღება არ მიაქციოთ.  გახსოვდეთ, თუ ერთი კარი დაიხურა, მეორე აუცილებლად გაიღება.
ამ პერიოდში სასიყვარულო კავშირები აქტიურად გაგიხალისებენ ცხოვრებას. ფლირტი, თავგადასავლები, მოგზაურობა გამოცოცხლებისთვის ჰაერივით გჭირდებათ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!