მორიელი ჟურნალისტებისთვის წარმატებული კვირა იწყება!

ჰოროსკოპი

23 მარტი 00:01, 2015 წელი

ზოგს კი ამ პერიოდში ახალი ურთიერთობის დაწყების პერსპექტივა გამოგიჩნდებათ... და იცით სად? სამსახურში!!! გაიგეთ ბევრი საინტერესო სიახლე, 23–29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზიდან.

ვერძი


ეს პერიოდი განსაკუთრებით სასიამოვნოა ვერძებისთვის. კარიერული წინსვლის თვალსაზრისით შანსები გექნებათ. თუ დაწინაურება გსურთ ან ხელფასის მომატება, მაქსიმუმი ჩადეთ დავალებულ საქმეში. კარგი იქნება რომელიმე საერთაშორისო უცხო ენას თუ ისწავლით. ეს საშუალებას მოგცემთ, უფრო წინ წახვიდეთ.  რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თუ მეორე ნახევარი გყავთ, ის ამ კვირის განმავლობაში რომანტიკულ საღამოს მოგიწყობთ. თუმცა დაგეგმარების პროცესში თქვენ არ ჩაგრთავთ. ეს იქნება სასიამოვნო სიურპრიზი მისი მხრიდან.


 




კურო


ამ კვირის განმავლობაში როგორც პირადი, ისე კარიერული ცხოვრების კუთხით სარგებელს მიიღებთ. კოლეგები თქვენს მხიარულ ხასიათს პოზიტიურად იღებენ და თავადაც კარგ განწყობაზე დგებიან. მიუხედავად რთული გრაფიკისა, ყოველთვის იყავით მაჟორულ ნოტაზე. თუ მეორე ნახევარი ჯერ არ გიპოვიათ, ამ პერიოდში ახალი ურთიერთობის დაწყების პერსპექტივა სამსახურში გამოგიჩნდებათ. მთავარია, დიდხანს არ დააკვირდეთ და არ შეისწავლოთ. დრო სწრაფად გადის და შანსი ყოველთვის არ მეორდება.


 




ტყუპები


ძალიან ენერგიული და ენთუზიაზმით სავსე ხართ, რაც სამუშაოზეც აისახება. თქვენს გონებაში არის რაღაც, რაც გაწუხებთ და ნერვებს გიშლით. გაიხსენით პარტნიორთან, რომელიც მოწადინებულია, მხარში ამოგიდგეთ და დაგეხმაროთ. გააგებინეთ, რა გაწუხებთ რეალურად. ასევე, ყურადღება მიაქციეთ და მიზნობრივად დახარჯეთ ფინანსები, ნუ ცდილობთ მფლანგველობითი ქცევებით ყურადღების მიქცევას. თუ ასე გააგრძელებთ, ფინანსური კრიზისი არ აგცდებათ.


 





კირჩხიბი


ნუ ჩაერევით თქვენი მეგობრის რომანტიკულ პრობლემებში. მიუხედავად იმისა, რომ მეგობარს ვერ გაურჩევია, რა უნდა, ჯობია, საკუთარ თავთან მარტო დატოვოთ. თუ მარტო ყოფნა მოგბეზრდათ, კარგად გაახილეთ თვალები, თქვენს ირგვლივ არის ისეთი ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობის დაწყება ღირს.  ეს ადამიანი ცდილობს თქვენი ყურადღების მიქცევას, თუმცა ისე ხართ პრობლემებში ჩაფლული, რომ ვერც კი ამჩნევთ. დაიწყეთ მსუბუქი ფლირტით, რაც შემდგომ უკვე, ეტაპობრივად, სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდება.


 




ლომი


სამსახურში ახალი პროექტისა თუ იდეის განხილვისას, გსურთ, ლიდერი თავად იყოთ. კოლეგები თქვენგან მოსმენის ნიჭს ითხოვენ. ცხადია, ეს ნიჭი გაქვთ, თუმცა იმდენად ხართ აღტაცებული დომინანტი პოზიციის სურვილით, რომ ხშირად უგულებელყოფთ. გულისყურით მოუსმინეთ მათ ნათქვამს და იმუშავეთ გუნდურად. ასე მეტად დაფასდებით. თქვენ გაქვთ ქარიზმა, რაც პოზიტიური დამოკიდებულების მოპოვებაში გეხმარებათ. თუ ამ პერიოდში კარგად იმუშავებთ, დაწინაურდებით.


 





ქალწული


როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოთ, იყავით გულისხმიერი და დაეხმარეთ ახლობლებს. დახმარების სურვილი და სიყვარული ბუნებით გაქვთ ბოძებული. ამ თვისების გამოვლინება ყველაზე მეტად ამ პერიოდში მოგიწევთ. სამწუხაროდ, ირგვლივ ბევრ საყვარელ ადამიანს სჭირდება თქვენი დახმარება. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, საკუთარ თავსაც გამოუნახეთ დრო განტვირთვისთვის. შეიძინეთ კინოს ან თეატრის ბილეთები და გახალისდით. არ დაკარგოთ დამოუკიდებლობა.


 





სასწორი


გარშემომყოფები თავიანთი ქმედებით სტრესში გაგდებენ, მაგრამ ეცადეთ, ცივი გონებით მიუდგეთ ამ ყოველივეს. სანამ მეგობარს ფარულ ინფორმაციას გაანდობდეთ, დაფიქრდით, შეუძლია თუ არა მას საიდუმლოს კარგად შენახვა? ამ პერიოდში რაღაც საკითხებს გადააფასებთ და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას შეცვლით. დააფასეთ ის პოზიტივი, რაც თქვენ გარშემოა და მზად იყავით ცვლილებებისთვის. სანამ ახალ ნაბიჯს გადადგამდეთ, მოუხმეთ გამოცდილებას და მაგის მიხედვით იმოქმედეთ.


 




მორიელი


ფინანსურ უსაფრთხოებას მიხედეთ, რადგან ამ კუთხით მცირე პრობლემები გელოდებათ. ეს პერიოდი ჟურნალისტური მოღვაწეობის კუთხით წარმატებული იქნება. მოდაზე ან სპორტზე წერით შესაძლოა, მკითხველისგან დადებითი გამოხმაურება მიიღოთ და პარალელურად დასაქმდეთ. ნუ აჰყვებით ეჭვებს, თუ პარტნიორი სამსახურიდან გვიან ბრუნდება ან მეგობრებთან გვიანობამდე რჩება. უსაფუძვლო ეჭვიანობამ შესაძლოა, ეს ურთიერთობა შეიწიროს. 


 





მშვილდოსანი


გონება არეული გაქვთ, რადგან ყოფილი თუ ამჟამინდელი პარტნიორები, ძველი თუ ახალი მეგობრები გარს გახვევიათ და აჟიტირებული ხართ. ამ ყველაფერში, დომინანტური პოზიცია რომანტიკულ და სასიყვარულო თავგადასავლებს უჭირავს. ძალიან ბევრ დროს ატარებთ საზოგადოებაში და შესაბამისად, სანაცნობო წრე დღითი დღე იზრდება. მიუხედავად ადამიანების სიმრავლისა, საკუთარ პრობლემებს დამოუკიდებლად, უთქმელად უმკლავდებით. რაც შეეხება კარიერას, ნელ-ნელა უახლოვდებით დასახულ მიზანს, მთავარია, მოთმინება არ დაკარგოთ და დაწყებული საქმე შუა გზაზე არ მიატოვოთ.


 




თხის რქა


ამ პერიოდში დაგეგმეთ შვებულება. მარტო გაემგზავრეთ დასასვენებლად. მოუსმინეთ შინაგან ხმას, დაგეგმეთ სამომავლო გეგმები და იმოქმედეთ შესაბამისად. საკმარისზე მეტს მუშაობთ, რამაც შეიძლება გონებრივ გადაღლამდე მიგიყვანოთ. ყურადღებით მოეკიდეთ თქვენი პარტნიორის იდეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან წყენასა და უკმაყოფილებას მიიღებთ. თუ მარტო ხართ, შესაძლოა, ახალი ურთიერთობა დაიწყოთ საინტერესო და ინტელექტუალ ადამიანთან. 


 





მერწყული


თქვენთვის გაზაფხულის თვე რომანტიკული თავგადასავლებისთვის წარმატებულია. თუ მთელი დღე მხოლოდ სამსახურში იქნებით, შანსს ხელიდან გაუშვებთ. მერწყულებს განსაკუთრებულად გიყვართ კომუნიკაცია, გყავთ ბევრი მეგობარი და ამ თვისების წყალობით ახალი ნაცნობების შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს. გააქტიურდით და დრო პირად ცხოვრებასაც დაუთმეთ. თუ პარტნიორი გყავთ, ყური უგდეთ მის იდეებს. მას სურს ზღვის სანაპიროზე დასვენება. ეს იდეა დაფიქრებად ნამდვილად ღირს.


 





თევზები


მოგზაურობა, წერა ან სწავლა. თუ გსურთ ჰორიზონტის გაფართოება და სულიერი საზრდოს მიღება, ამ სამიდან  ერთ-ერთი აარჩიეთ და დაიწყეთ. ამ კვირის განმავლობაში განსაკუთრებულად თავდაჯერებულად და დამშვიდებულად იგრძნობთ თავს. ეს განპირობებულია მოწესრიგებული პირადი ცხოვრებით. თუ იმ თევზთა კატეგორიაში ხართ, რომლებიც პარტნიორს ეძებენ, შანსი, ზოდიაქოს სხვა ნიშნების მსგავსად, თქვენც გამოგიჩნდებათ. ასე რომ, წინ სასიამოვნო გაზაფხული გელოდებათ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?