როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები სამსახურში? ( + გიფ გალერეა)

ჰოროსკოპი

28 მარტი 17:00, 2015 წელი

სამსახურში თქვენი თანამშრომლების უცნაურ ქცევებზე პასუხებს აქ იპოვით და იმასაც შეიტყობთ, ვინ რისთვის მუშაობს.

ვერძი



სამსახურში ვერძს ისეთი საქმე უნდა მისცეთ, სადაც თავისი შესაძლებლობების გამომჟღავნების საშუალება ექნება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება შეეძლება და შეძლებისდაგვარად, ანგარიშს მხოლოდ თქვენ ჩაგაბარებთ. თუ დანარჩენი კოლექტივის დისციპლინაზე არ იმოქმედებს, უფლება მიეცით, მისთვის ხელსაყრელ დროს მოვიდეს და წავიდეს. მალე საოცარ ცვლილებებს დაინახავთ. ვერძი სამუშაოს მკაცრ გრაფიკს ვერ დაემორჩილება. შემოქმედებითი აღმაფრენა ხომ განრიგს არ ექვემდებარება. ფული ვერძისთვის მეორეხარისხოვანია, მისთვის პირველ ადგილზე წარმატება და აღიარება დგას. ნუ დაგავიწყდებათ ვერძისთვის მადლობის თქმა გაწეული სამსახურისთვის.  ვერძი ღრმად არის დარწმუნებული თავისი ინტელექტის იშვიათობაში და გამონაკლისს ცოტა ვინმესთვის თუ აკეთებს. ვერძს ისეთი ადამიანების ხელქვეითად ნუ ამუშავებთ,
რომელთაც თავის ტოლად არ თვლის.


 



 


კურო



კურო ყველა დიდ თუ პატარა საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და მაქსიმალურად თავს არ ზოგავს. მუშაობს ნელა, მაგრამ თუ თავს დაანებებთ და არ ააჩქარებთ, ყველაფერს მაღალ დონეზე შეასრულებს. არ იფიქროთ, კუროს თავისი სურვილის წინააღმდეგ რაიმე გააკეთებინოთ. იგი შეიძლება დაიყოლიო, მაგრამ თუ გაჯიუტდა, არაფერი გამოგივათ. კურო თავის მეტოქეებს იმით ჯობნის, რომ ლოდინი შეუძლია. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეს, დიდხანს ფიქრობს. მაგრამ თუ გადაწყვიტა, არავითარ შემთხვევაში არ შეცვლის. კუროებს შემოქმედებითი ხასიათის კარიერა იზიდავთ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ანაზღაურება კარგია, სხვაგვარად თავს მოუსვენრად გრძნობენ. კურო საიმედო თანამშრომელია, რომელიც არასდროს გიღალატებთ. იგი ჯერ კომპანიის პრესტიჟზე ფიქრობს და მერე საკუთარ პატივმოყვარეობაზე. კუროს სწამს, რომ სანამ ბრძანებას გასცემდე, ჯერ მისი შესრულება უნდა ისწავლო.


 



 


ტყუპები



თუ თქვენი თანამშრომელი სწრაფი, მოძრავი, მოუსვენარი, ორიგინალური და ჭკვიანია, იგი აუცილებლად ტყუპები იქნება. ტყუპებს ექსტრემალურ სიტუაციებში წონასწორობის შენარჩუნება შეუძლია. როცა სხვები გადარჩენის იმედით სირაქლემასავით თავს ქვიშაში მალავენ ან ისტერიკაში ვარდებიან, ტყუპები მთელ თავის შინაგან ძალებს მობილიზებას უკეთებენ და ორჯერ უფრო სწრაფად მოქმედებენ. ტყუპი, რომელიც წყნარ, მონოტნურ სამუშაოს ლამის სიგიჟემდე მიჰყავს, თავს შესანიშნავად გრძნობს იქ, სადაც ელვისებური გადაწყვეტილების მიღება და მოქმედებაა საჭირო. ტყუპ-თანამშრომელს დილიდან 6 საათამდე სამსახურში ჯდომას ნუ აიძულებთ, ნუ აკონტროლებთ, როგორ ატარებს დროს. თუ საქმემ დააინტერესა, შემოწმების გარეშეც არც ერთი წუთით არ მოცდება. თანამშომელთა შორის ტყუპის ყოფნა არაოფიციალურ, თავისუფალ, განმუხტულ ატმოსფეროს ქმნის.  ამ ნიშანს ყველაზე მატად შეუძლია ორიგინალური იდეების მოფიქრება და განხორციელება.


 



 


კირჩხიბი



კირჩხიბის სამუშაოზე აყვანით წაგებული არასდროს დარჩებით. იგი არც სახელისთვის მუშაობს, არც თავმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და არც რაიმე ბუნდოვანი ქიმერისთვის. მას მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა ან, უფრო კონკრეტულად, ფული აინტერესებს. როცა კირჩხიბი კეთილსინდისიერად მუშაობს, მას კარგი გასამრჯელოს იმედიც აქვს, ამიტომ ხელფასი ყოველთვის მუშაობის ადეკვატური უნდა ჰქონდეს. თუ მას დამსახურებულად არ გადაუხდით, ადგება და დატოვებს სამსახურს. თუმცა, ეს მისთვის მორალური ტრამვა იქნება. კირჩხიბს შეჩვეული ადგილის გამოცვლა არ უყვარს. თავისი პასუხისმგებლობის, სერიოზულობის, შრომისმოყვარეობისა და ნიჭის საზღაურად მას ზუსტად იმდენის მიღება სურს, რამდენიც ეკუთვნის. ერთი თეთრიც რომ დააკლდეს, განაწყენდება.
ფული კირჩხიბს, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებაში სტაბილური მდგომარეობის მოსაპოვლებად სჭირდება.


 



ლომი



თანამშრომლებს შორის შეუძლებელია, ლომი ვერ შეამჩნიოთ, თუნდაც განსაკუთრებული ნიჭით არ ბრწყინავდეს. თვითონ ლომი მიიჩნევს, რომ მასზე ნიჭიერი ქვეყნად არ მოიძებნება. იგი გამონახავს საშუალებას, დაარწმუნოს სხვები, რომ უდავოდ ნიჭიერია. ყველა ლომი იშვიათი თავმოყვარეობით გამოირჩევა და აღმერთებს ტიტულებს. შესთავაზეთ არჩევანი : ხელფასის მომატება ან წარწერა მისი კაბინეტის კარზე – „ხელმძღვანელი ან უფროსი“. ლომი უთუოდ მეორეს აირჩევს. ლომი ყველას ჭკუას ასწავლის და რჩევებს არიგებს. ეს ნიშანი ვინმეს ხელქვეითობას დიდხანს ვერ აიტანს. ნუ გამოიჩენთ სიმკაცრეს მის მიმართ, თუ შესვენებიდან დააგვიანებს. ლომი ვერ ეგუება კრიტიკას და თუ ვინმემ შენიშვნა მისცა, თავის თავს ვერ პატიობს. სასურველია, ლომმა კარგად განათებულ ოთახში იმუშაოს, რომელიც მოყვითალო–ნარინჯისფერი შპალერით იქნება გაწყობილი. ლომს უყვარს ქება–დიდების მოსმენა. როცა კომპლიმენტებს ისმენს, სიამოვნების ტალღაში ეშვება.


 



 


ქალწული



ქალწულის შრომის საფასური ადეკვატური უნდა იყოს. ქალწულისთვის ფულს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მის საჭიროებას დიდად არ განიცდის. უბრალოდ, მას ეშინია, ფინანსურად ვინმეზე დამოკიდებული არ გახდეს და სიბერის წლებისთვის წინდაწინ ემზადება. ნებისმიერ საქმეში ქალწულის მახვილი თვალი უმცირეს დეტალსაც ამჩნევს. შეცდომას ყველას უსწორებს. ერთადერთი, რითიც თავის საქციელს არბილებს, თავაზიანი, ზრდილობიანი ტონია. ქალწული ანალიტიკური უნარით და უზადო გემოვნებით გამოირჩევა. საზრიანი, სწრაფი, ორგანიზებული და ჭკვიანი თანამშრომელი. ამ ნიშანს სამსახურში მეთვალყურე არ სჭირდება. რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლობა აქვს მინიჭებული, მით უფრო კრიტიკულად და მკაცრად ეკიდება მასზე დაკისრებულ საქმეს. ქალწულს თამამად შეგიძლიათ ანდოთ უახლესი და ურთულესი აღჭურვილობა, როემლსაც ძალიან სწრაფად აითვისებს. ქალწულები მუშაობას წყნარ ადგილას, მარტოობაში ან მცირერიცხოვან კოლექტივში ამჯობინებენ.


 



 


 


სასწორი



თუ თქვენ სასწორ-თანამშრომელს ფარულ უკმაყოფილებას ან მუშაობაში ხარვეზებს შეამჩნევთ, ეცადეთ, ამის მიზეზი შეიტყოთ. ალბათ, რაღაც სწყინს, აღიზიანებს ან ნერვებს უშლის. ეს „რაღაც“ მისი სამუშაო ოთახის მყვირალა შპალერიც შეიძლება იყოს. სასწორი ძალიან მგრძნობიარეა და უმნიშვნელო დისკომფორტზეც კი წყობიდან იოლად გამოდის. სასწორ-თანამშრომელთან ხმას არასდროს აუწიოთ. მითითება გასაგებად, ლოგიკურად და წყნარი ტონით მიეცით. თავად პირდაპირი და უხეში არ არის და შესაბამისად, გარშემომყოფებისგანაც იმავეს ითხოვს. თუ სამართლიანად მოიქცევით, თქვენს კომპანიაში საყოველთაო კეთილგანწყობის ატმოსფერო დამყარდება. სასწორი ძალიან დიპლომატიური, ტაქტიანი პიროვნებაა და იცის, როგორ უნდა შექმნას გარშემო სილამაზე და ჰარმონია. სასწორის თავის ყველა ღირსებას კარგად გამოიყენებს შოუბიზნესში. საერთო ჯამში, იგი თავის გარშემო სითბოს, კომფორტის და სიმშვიდის ატმოსფეროს ქმნის


 



 


მორიელი



სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით, მორიელი საკუთარი ბედის მჭედელია. არავის ისე არ სჯერა თავისი ძალისა და უნარის, როგორც მას. მორიელმა კარგად იცის თავის ფასი და საკუთარ შეცდომებში არავის ადანაშაულებს. ამ ნიშანს მტკიცედ სწამს, რომ დასახულ მიზანს უეჭველად მიაღწევს და არასრულფასოვნების კომპლექსით არ იტანჯება. იგი სხვების ლაქია არასდროს გახდება. თუ მორიელს სამსახურში ხელს უშლით, კუდზე ფეხს აბიჯებთ და აკრიტიკებთ, სამაგიეროს ხუთმაგად გადაგიხდით.  თუ ძლიერი და მკაცრი ადამიანი ხართ,  მორიელი პატივს გცემთ, მაგრამ მხოლოდ იქამდე, სანამ თვითონ არ დაიკავებს თქვენს ადგილს. ეს კი უეჭველად მოხდება, რადგან ყველა მორიელი გულში საიდუმლო გეგმებს აწყობს, რომელთა შესახებ გარკვეულ დრომდე არავის უმხელს. მიზნის მისაღწევად არ ჩქარობს, არ ნერვულობს, არ სულსწრაფობს. მან კარგად იცის, რომ რაც ჩაიფიქრა, იმას აუცილებლად მიაღწევს.


 



 


 


 


მშვილდოსანი



ადამიანთა უმრავლესობას, რომლებიც მუშაობას იწყებენ, მომავლის პერსპექტივები აინტერესებთ. ერთადერთი, ვისაც ეს პრობლემა არ აღელვებს, მშვილდოსანია. მშვილდოსანი დღევანდელი დღით ცხოვრობს. ხვალ და ზეგ რა მოხდება, არ აწუხებს. სწრაფი და წინდახედული მშვილდოსანი დანარჩენ თანამშრომლებს მალე დაჩრდილავს. მართალია, დაუდევარი და უყურადღებოა, მაგრამ მახვილი გონების და მკვეთრად გამოხატული ინტუიციის წყალობით სერიოზულ შეცდომებს სამსახურში იშვიათად უშვებს. მშვილდოსანის ცნობისმოყვარეობამ შეიძლება, წყობიდან გამოგიყვანოთ. მისთვის რაიმე დავალების შესასრულებლად მხოლოდ უფროსის ბრძანება არ კმარა. მან უნდა იცოდეს, რატომ და რისთვის გინდათ ამა თუ იმ საქმის გაკეთება. სანამ ზუსტ და გონივრულ განმარტებას არ მოისმენს, დავალებას არ შეასრულებს.  მშვილდოსანმა-თანამშრომელმა შეიძლება გაგაკვირვოთ თავისი ცუდი განწყობილებით რომელიმე თანამშრომლის მიმართ.


 



 


 


თხის რქა



თხის რქა ყველაზე ადრე მოდის სამსახურში და ყველაზე გვიან გამოდის. 
იგი მთელ დღეს სამსახურში, სამუშაო მაგიდასთან ატარებს. იგი უსაზღვრო შრომისმოყვარეობით გამოირჩევა და თავაუღებლად მუშაობს. მისი იმედი ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ. მის ჩაცმულობას მკაცრი ელფერი დაჰკრავს. ჭყეტელა სამოსს იშვიათად იცვამს. თხის რქა სხვის საქმეში ცხვირს არასდროს ჰყოფს.  თუ რამე შეეშალა, პირად ტრაგედიასავით აღიქვამს. 
თხის რქა სამუშაო ადგილს იშვიათად იცვლის. მისი მიზანი მოჩვენებითი დიდება არასდროს იქნება. მას უფროსის საიმედო სავარძელი სჭირდება, რომელშიც თავს მშვიდად იგრძნობს და ისეთი შემოსავალიც ექნება, რომ ოჯახს სურვილისამებრ შეინახავს. თხის რქა ოჯახზე შეყვარებული კაცია და ხანგრძლივი მივლინებები გულზე დიდად არ ეხატება. ცხოვრებაში ამ ნიშანს ყველაზე ძალიან უყვარს: ოჯახი, სახლი, სამუშაო, პრესტიჟი, წიგნები და მუსიკა.


 



 


 


 


მერწყული



თუ მერწყული თანამშრომელი გყავთ, უნდა იცოდეთ, რომ იგი ისევე მოულოდნელად გაქრება, როგორც მოგევლინათ. მერწყული გამუდმებით ძიებაშია, ყველაფერი აინტერესებს. სანამ ცხოვრებაში თავის ადგილს არ იპოვის, გამუდმებით მოძრაობაშია. როცა თავის მოწოდებას მიაგნებს, მშვიდდება და თავს მთლიანად მას უძღვნის. მერწყული ბუნებით სენტიმენტალური არ არის. ყოველგვარ მოვლენას თუ ფაქტს მეცნიერულად უდგება. მაგრამ, მისი იდეები და შეხედულებები 50-100 წლით უსწრებენ დროს. ამიტომ ხალხს ხშირად იგი გადარეული ჰგონია და არ უჯერებენ. მერწყული ყველასადმი იმდენად მეგობრული და კეთილგანწყობილია, რომ გამუდმებით ახალ-ახალი ნაცნობ–მეგობრების გარემოცვაშია. იგი ყველას თან ჰყვება, მაგრამ ხშირად იმ სითბოს ვერ ღებულობს, რისიც ნამდვილად ღირსია. მერწყული საიმედო, ჭკვიანი და გულმართალი პარტნიორია. პატივმოყვარეობა არ ახასიათებს და არც ფულია მისი მთავარი საზრუნავი.


 



 


თევზები



თევზი-თანამშრომლის შესაძლებლობები იმისდა მიხედვით მჟღავნდება, თუ რა საქმიანობითაა დაკავებული. თუ სამსახური არ აკმაყოფილებს, სამსახურში მხოლოდ ფიზიკურად იმყოფება, ხოლო აზრით და გრძნობით შორს დაფრინავთ. სამუშაოზე თევზს ორი იდეა ამოძრავებს: თანაგრძნობა კაცობრიობის მიმართ ან დიდი პროგრესული მიზნის მსახურება. თევზი ხშირად ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს, თუმცა სხვა სფეროებში წარმატებით მუშაობენ. თევზებს შორის ბევრი მათემატიკოსიც გვხვდება.  თევზი ყოველთვის რბილი, თავაზიანი და ყურადღებაინი თანამშრომელია. თევზი სხვის თანამდებობას არასდროს წაეპოტინება. გულის სიღრმეში იგი თანაგიგრძნობთ კიდეც, რომ პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთი გაწევთ, მაგრამ მისი თანაგრძნობა ხანგრძლივი არ არის.


 


დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ იქცა 24 წლის უდარდელი ბიჭი მრავალშვილიან მამად

4 ქალიშვილის მამას საიმონ ჰუპერს (Simon Hooper) არცთუ მარტივი ცხოვრება აქვს, თუმცა ის ინსტაგრამზე ყოველგვარი შეფერადების გარეშე აღწერს თავის ყოველდღიურობას და იუმორით ჰყვება, როგორია, იყო ერთადერთი მამაკაცი ხუთი ქალის გარემოცვაში. 
საკნატუნო ამბები

(+18) მითები „უკანა კარზე“ - 11 მცდარი მოსაზრება ანალურ სექსზე

მართალია, ანალური სექსი ტაბუ აღარ არის, მაგრამ კითხვა და მითი ამ თემის გარშემო ბევრია. მტკივნეულია? შესაძლებელია ორგაზმის მიღება? ვინმე მუდმივად კავდება ანალური სექსით? სპეციალისტები გვიმხელენ, რა არის სიმართლე და რა მითი.  
დღის ჰოროსკოპი

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი Ipekyol&Twist • იპეკოლი&ტვისტი შემოვიდა

16 მაისს ბრენდის პირველი ოფიციალური მაღაზია სავაჭრო ცენტრ „მერანში“ გაიხსნა.
კინო

2 ახალი სერიალი ჯესიკა ალბასა და ჯორჯ კლუნის მონაწილეობით

ისინი 2019 სერიალებია. ერთ-ერთის პრემიერა კი, რომელშიც ჯორჯ კლუნის ვიხილავთ, ამ კვირაში გაიმართება.
ამბები

ცესკომ მიმდინარე წლის 19 მაისის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა

2019 წლის 19 მაისის არჩევნებისთვის სტატისტიკური მონაცემები სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ.
დღის ჰოროსკოპი

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კაპრეზე პესტოს სოუსით - აუცილებლად სცადეთ!

მწიფე პამიდორი, მადისაღმძვრელი მოცარელა და ცხარე სოუსი... ეს იტალიური სალათი შთამბეჭდავია არა მარტო ინგრედიენტების კომბინაციით, არამედ განუმეორებელი გემოთიც...
საკნატუნო ამბები

ყველაზე გავრცელებული შეცდომები სექსში (+18)

როგორც აღმოჩნდა, ქალებსა და კაცებს აბსოლუტურად სხვადასხვა ქმედება აღიზიანებთ საწოლში.     
დღის ჰოროსკოპი

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

7 ფილმი სამყაროს უსასრულობაზე

თუკი გიოცნებიათ კოსმოსში მოგზაურობაზე, მაშინ ეს ფილმები თქვენთვისაა...