ცეცხლოვანი მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით (+გიფ გალერეა)

ჰოროსკოპი

4 აპრილი 17:00, 2015 წელი

ასეთი გამორჩეული სამი ნიშანია. მათ მუდმივად სჭირდებათ ვნებების ქარიშხალი სასიყვარულო ცხოვრებაში, თუმცა, თუ ვინმე ჭეშმარიტად შეუყვარდებათ, ეს გრძნობა ღრმა და მარადიულია.

ვერძი



ვერძის ნიშნით დაბადებული მამაკაცი საპირისპირო სქესისთვის ძალიან მიმზიდველია. მაგნიტივით იზიდავს გარშემომყოფ სუსტი სქესის წარმომადგენლებს.  ინტუიციურად უგებს ქალებს. 


ვერძი მამაკაცი მამაკაცური, ძლიერი, ენერგიული, ჭკვიანი და ამავდროულად მგრძნობიარეა. ვერძი მამაკაცი მუდამ იმ „ერთადერთის“ ძიებაშია, რაც ხშირ შემთხვევაში დროში ძალიან იწელება. თუმცა, ვერძებს მიუწვდომლისკენ ლტოლვა უზომოდ უყვართ. მძაფრად განიცდიან სულიერ ღელვას და მტკივნეულად რეაგირებენ, როდესაც მათ პირად, ინტიმურ ცხოვრებაში გარეშე პირები ერევიან.
ვერძი მამაკაცი ვერ იტანს რუტინულ ურთიერთობებს. მრავალფეროვნება ყველაფერში აუცილებელია.  მისთვის დამახასიათებელია საკუთარი და საყვარელი ადამიანის გრძნობების ისეთ კონდიციამდე მიყვანა, რასაც დიდი სასიყვარულო აფეთქება აუცილებლად მოჰყვება. ვერძი – მამაკაცი ყოველთვის უკიდურესობების ზღვარზეა: კი ან არა! ნეიტრალური მისთვის არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ გულით უნდა დაძაბული ურთიერთობების მოგვარება, ძალიან უჭირს კომპრომისებზე წასვლა,  შეყვარებული ვერძი მამაკაცი საყვარელ ქალს თანასწორუფლებიან პარტნიორად მიიჩნევს. ასეთ მამაკაცს მოსწონს საკუთარ თავში დარწმუნებული ძლიერი და საინტერესო ქალი. სასიყვარულო ცხოვრებაში ვერძ მამაკაცს ვნებების ქარიშხალი მუდმივად სჭირდება. ასეთ კაცს ისეთი ქალი უნდა გვერდით, ვინც  მძაფრ გრძნობებს განაცდევინებს. მათ ხშირად  ახალგაზრდა და ენერგიული ქალები იტაცებთ.


 



 


ლომი



ლომის ნიშნით დაბადებული მამაკაცი საპირისპირო სქესის ყველაზე ეფექტურ და გამორჩეულ წარმომადგენელს დაადგამს თვალს. 


ლომ მამაკაცს გამორჩეულად უყვარს თაყვანისმცემლების საზოგადოებაში ყოფნა. მისი სურვილია, მთელი სამყარო მისივე გრძნობების გარშემო ტრიალებდეს. ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი საკუთარ გრძნობებში დარწმუნებულია. ფაქტობრივად, გრძნობა მისი არსებობის მთავარი არსია. ზოგჯერ დამახასიათებელია ემოციებით თამაში. თუ გადაიღალა და ემოციურად დაიხარჯა, სიყვარულში შესვენებას იღებს ხოლმე. 
ლომ მამაკაცს მთელი ცხოვრება არ უნელდება ლამაზი ქალებისადმი ინტერესი. ელტვის ვნებიან და თავგადასავლებით დატვირთულ სიყვარულს, რომელიც ტყუილებზე არ არის აგებული. 
ლომი მამაკაცი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი რომანტიკული პარტნიორებით.
იმისთვის, რომ ასეთი მამაკაცის ყურადღება მიიქციოთ, უნდა შეგეძლოთ ნებისმიერ სიტუაციაში ამაყად და ღირსეულად გეჭიროთ თავი, გამოიყურებოდეთ ლამაზად და თავდაჯერებულად. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ფლირტის დიდი მოყვარულია, თუ ვინმე ჭეშმარიტად შეუყვარდა, მისი გრძნობა ღრმა და მარადიულია.


 






 


 


მშვილდოსანი



მშვილდოსანი მამაკაცი ცხოვრებაში მარტივ და გულწრფელ გრძნობებს ეძებს, სასიყვარულო კავშირებში მისთვის დამახასიათებელია უფრო აქტიური პოზიცია, გრძნობებში უმეტესწილად თვითონ არის ინიციატორი. მშვილდოსანი მამაკაცი იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც აქტიურად ეძებს და არ ელოდება სიყვარულს.


ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცს გულწრფელი გრძნობები აქვს. არ ახასიათებთ კეკლუცობა და საკუთრების გრძნობა. ყოველთვის მრავალფეროვანი პარტნიორები ჰყავს და, ამ მხრივ, დეფიციტს არასდროს განიცდის. ლომის მსგავსად, უყვარს ფლირტი და შესაძლოა, რამდენიმე პარტნიორიც  ერთდროულად ჰყავდეს. ამასთანავე, საერთოდ არ განიცდის სინდისის ქენჯნას, მით უმეტეს დანაშაულის გრძნობას. ის თავისუფლების მოყვარულია.
მისი იდეალური ქალი უნდა იყოს ჭკვიანი, მარად ოპტიმისტი და ეჭვიანობისგან შორსმყოფი. მშვილდოსანი მამაკაცი საყვარელ ქალს თავისუფლებას ანიჭებს, არ ზღუდავს. მთავარია, სასურველი პარტნიორისადმი ნდობის ფაქტორი მაღალი ჰქონდეს.
იყავით მხიარული, ენერგიული და  თავგადასავლების მოყვარული. ამ თვისებების წყალობით მშვილდოსანი მამაკაცის გულის მოგება არ გაგიჭირდებათ.


 


 


საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?