ზოდიაქოს ნიშნები სიკვდილის შემდეგ (+ გიფ გალერეა)

ჰოროსკოპი

18 აპრილი 17:00, 2015 წელი

გაინტერესებთ, ვინ როგორ იქცევა იმქვეყნად? მოდით, ვნახოთ...

ვერძი
 
„ ვინ არის აქ უფროსი? ასე ჟღერს სიკვდილის შემდეგ იმქვეყნად ვერძის პირველი კითხვა. როცა ვერძი გაანალიზებს, რომ სხვა განზომილებაში იმყოფება, იტყვის – „ ნუთუ, მოვკვდი? ვერადროს ვიფიქრებდი, ეს თუ შემემთხვეოდა, მე მინდა, ღმერთი ახლავე ვნახო და გავესაუბრო, თუ შეიძლება, მალე მიმიყვანეთ მასთან“.  სანამ ვერძი იმქვეყნიერების ბატონ–პატრონს გაიცნობს, უკვე მეორე სურვილიც უჩნდება – „არის აქ სასახლე? სად შემიძლია, ბროლის სასახლე ვნახო? იქნებ, იქ დავიდო ბინა, მშვენიერი იდეაა“ და ასე, დაღლამდე გრძელდება მისი ცვალებადი სურვილების გაჟღერება.

 







კურო

„აქ გემრიელი საჭმელი და ფუმფულა სავარძელი არის? ტექნიკის მაღაზიები? “ – სწორედ ასე ჟღერს იმქვეყნად კუროს პირველი კითხვა.

მას შემდეგ, რაც გურმანი და ფუფუნების მოყვარული კურო მიხვდება, რომ სხეული დატოვა, ეგრევე აანალიზებს, რომ კუჭი აღარ აქვს და სასწრაფოდ მოქმედებაზე გადადის. მისი სურვილია, უკან, დედამიწაზე დაბრუნდეს და განცხრომაში გააგრძელოს ცხოვრება.


 


 






ტყუპები


„აქ ტელეფონი იჭერს? ინტერნეტი არის? ლეპტოპის დამტენი ხომ არ დამრჩა ნეტავ?“ – ასე ჟღერს ცვალებადი და მოუსვენარი ტყუპების პირველი კითხვა სიკვდილის შემდეგ. ამ ნიშნისთვის მთავარი კომუნიკაციის დამყარება და ბევრ ადამიანთან დაუსრულებელი საუბარია. სწორედ ამას დარდობს იმქვეყნად ტყუპები. შეძლებს თუ არა ერთდროულად რამდენიმე ადამიანთან მიწერ–მოწერას და გართობას.


 


 


 






კირჩხიბი


კირჩხიბები, რომლებიც ლამიც 125 წელი ცხოვრობენ, იმქვეყნად მოხვდრისას პირველად დეპრესიაში ვვარდებიან. იწყებენ ვაება–გოდებას და დაუსრულებელ ქვითინს – „ მე არ ვიყავი ამის ღირსი,  რატომ შემემთხვა ეს ყოველივე, რატომ?“ როცა შეგუების ეტაპზე გადავლენ, მყურო გარემოს შექმნაზე იწყებენ ფიქრს.  პირველ რიგში, საოჯახო ნივთებს მოითხოვენ. სადაც არ უნდა მოხვდნენ, მათვის ოჯახური მყუდრო და კომფორტული გარემოს შექმნა მთავარი საზრუნავია.


 


 






ლომი


„არა, მე არ ვარ მკვდარი, ეს შეუძლებელია! არა!“ – სანამ ლომი თავის თავს უმტკიცებს, რომ სხვა განზომილებაში არ არის, მოულოდნელად მის ირგვლის მყოფი არსებებისკენ გადაიტანს ყურადრბას –„ვინ არიან ეს უცნაური არსებები თეთრ სამოსელში? რატომ მღერიან? „ ცოტახნის შემდეგ თავის თავთან იწყებენ ლაპარაკს და რა თქმა უნდა ხაზს გაუსვამენ თავიანთ ყველაფრისმცოდნეობასა და მეფურ ხასიათს– „ არა, მე უკეთ ვმღერი. ნეტავ ვინ არის ამ მომღერლების მუსიკის ხელმძღვანელი? მუსიკა უნდა ვასწავლო!


 


 






ქალწული


გადამეტებული შრომისგან დაქანცული ქალწული ბოლოს გონებას კარგავს და იმქვეყნად ამოყოფს თავს. „აქ სამუშაო მოიძებნება? სად ვნახო ვაკანსიები?“ – სწორედ ამ კითხვით იწყებს ქალწული სხვა განზომილებაში არსებობას. გაიხედ–გამოიხედავს და თუ რამე წვრილმან არეულ სიტუაციას ნახავს, ეგრევე გაეშურება და დალაგებას დაიწყებს. მოწესრიგებულობა და შრომა ამ ნიშნის მთავარი დევიზია.


 


 






სასწორი


„ეს ღმერთია? არა, მგონი, ვიღაც სხვაში მეშლება. ან იქნებ არ მეშლება, ნეტავ ვინ არის?“ – ასე ჟღერს სასწორის პირველი კითხვა იმქვეყნად, რის შემდეგაც გარემოს შეათვალიერებს და იტყვის – „რა სილამაზეა, რა ჰარმონიაა, რაღაცებს შევცვლი და გადავაადგილებ, მეტი სილამაზისთვის რა თქმა უნდა“. სასწორი გარემოს ესთეტურ აღქმას ყველგან მალევე იწყებს.  გადაწყვეტილების რთულად მიმღები სასწორი, ცხადია, იმქვეყნადაც ვერ ჩამოყალიბდება თავი აზრში და მუდმივად გაურკვევლობაშია.


 


 






მორიელი


მიუხედავად იმისა, რომ მორიელებს 9 სიცოცხლე აქვთ, ბოლოს ისინი მაინც ტოვებენ დედამიწას. გზად, გვირაბში მორიელებს საინტერესო და უჩვეულო თავგადასავლები გადახდებათ. ისინი ხვდებიან ცნობილ ვამპირებს და გამოჩენილ ისტორიულ პირებს. შესაძლოა, მათთან სექსუალური აქტითაც დაკავდნენ. იმქვეყნად გადასულები უკვე თავიანთი ადგილის დაკავებას იწყებენ. მათ იმედი აქვთ, რომ იმქვეყნად დიდხანს არ დარჩებიან, რადგან დედამიწაზე ბევრი საქმე აქვთ დასამთავრებელი.


 


 






მშვილდოსანი


იმქვეყნად გადასული მშვილდოსნები ცნობისმოყვარეობას ვერ აკონტროლებენ და ყველაფრის კვლევა-ძიებას იწყებენ. „ეს რა არის? ის რატომ მოძრაობს?“  - მათ ცნობისმოყვარეობას საზღვარი არ აქვს. მშვილდოსნების შემდეგი ფიქრი საპირისპირო სქესის პოვნას და გაცნობას უკავშირდება. ფლირტი და გართობა მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.   „სად შეიძლება გავიცნო მომავალი პარტნიორი, არის აქ გასართობი ადგილები?  – და მშვილდოსანი შემართებით იწყებს ძებნას.


 


 






თხის რქა


იმქვეყნად გადასულ თხის რქას ცოტა დრო სჭირდება, რათა გააანალიზოს, თუ სად იმყოფება. იგი ისეთ ადგილას მოხვდება, სადაც ბევრი ოფისია და შესაბამისად თხის რქაც იბნევა. თუმცა მალევე მას ჯენლტმენი მოჩვენება მიუახლოვდება და ჭეშმარიტ ადგილმდებარეობას აუწყებს.  შემდეგ ეს მოჩვენება მას მიაწვდის ინსტრუქციას წარწერით – „როგორ ვიმუშაოთ მომგებიანად და საინტერესოდ“. თხის რქას ბევრი კითხვა არც უჩნდება, მისთვის მთავარია მუშაობა და სახლი.


 


 






მერწყული


„არის აქ ვინმე? დამელაპარაკეთ! ამიხსენით, რა ხდება! რაღაც იდეები მაქვს და ვის გავუზიარო?“ – იმქვეყნად წასული მერწყული სწორედ კომუნიკაციის წყურვილის მოკვლას ითხოვს. მას იმქვეყნადაც ბევრი მეგობარი სჭირდება. თუ იგი სამოთხეში მოხვდა, დიდად არ მოიწონებს. თუ შესაძლებლობა ექნება, ეგრევე ჯოჯოხეთში გადავა, სადაც ანარქია და არეულობა სუფევს. უცნაური მერწყული იმქვენადაც უცნაური და არაპროგნოზირებადი მიდის.


 






თევზები


იმქვეყნად წასული თევზები ტირილით და ვაებით იმდენად არის დაკავებული, რომ სხვა რამისთვის არც სცალია. „ვინ მომივლის, ვინ მომეფერება, ვინ მომიმზადებს საჭმელს?“ – ეს არის თევზების მთავარი პრობლემა. სხვაზე დამოკიდებულება იმდენად აქვთ სისხლში გამჯდარი, რომ ერთი წუთიც ვერ გაძლებენ მარტო. თევზები იმდენს იწუწუნებს და იტირებს, რომ ბოლოს ყველას იძულებულს გახდის, უკან, დედამიწაზე დააბრუნონ.


 


 


 



 

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?