22-28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

22 ივნისი 01:00, 2015 წელი

ამ კვირის განმავლობაში გააკეთეთ ისეთი რამ, რაც განწყობას აგიმაღლებთ. ნუ იქნებით მკაცრი და შეზღუდული. ზოგჯერ თავს მცირე სიგიჟეების ჩადენის უფლებაც უნდა მისცეთ.

ვერძი


თუ კონკრეტული პიროვნების გულის მოგება გსურთ, ჩრდილში ნუ დადგებით. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი დამოკიდებულებისა და გრძნობების გამომჟღავნება. ამ კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი შანსი გაქვთ, სასურველი პიროვნების ყურადღება მიიპყროთ. საზოგადოებაში მოხვედრისთანავე ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხართ. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, ეს საუკეთესო დროა ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად და გასაღრმავებლად. თქვენი მოლოდინი ვითარების შეცვლისა, აუცილებლად გამართლდება. ასევე, მეტად იფიქრეთ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე.


 


კურო


ყველაზე ნაკლებ დროს ატარებთ საყვარელ ადამიანებთან. 
ეს დამოკიდებულება თუ არ გამოასწორეთ, უსიამოვნებებს მოგიტანთ. დაისახეთ პრიორიტეტები. თუ სამსახურში საკმარისზე მეტს მუშაობთ, იქნებ შეცვალოთ ეს რეჟიმი. დამოუკიდებლად მუშაობა, სხვისი ჩარევის გარეშე, ზრდის თქვენი პროდუქტიულობის ხარისხს. ყოველთვის ორგანიზებული და პრაქტიკული პიროვნება ხართ. ეს თვისებები სამსახურში კარგი შეფასების წინაპირობაა. ამ კვირის განმავლობაში განსაკუთრებულ კომპლიმენტებს მიიღებთ, რაც სასიამოვნო და მოულოდნელი იქნება თქვენთვის. ისეთი პიროვნება გამოხატავს სიმპათიას, რომლისგანაც საერთოდ არ ელოდებოდით.


 


ტყუპები


ახალი მიზნების დასახვა ყოველთვის სასიამოვნო პროცესია. მოგბეზრდათ რუტინა და ცვლილებებისკენ ისწრაფვით? გამოიყენეთ ეს კვირა ბიზნესიდეის განსახორციელებლად. ნებისმიერი საქმის წამოწყებას წარმატება მოჰყვება. იღბალი თქვენ მხარეზეა. ამ კვირის განმავლობაში ელოდეთ ფინანსურ წარმატებასაც, თუმცა სასურველია ყველას არ გააგებინოთ ამ წარმატების შესახებ. რაც უფრო მეტ ადამიანს ეცოდინება, მით ნაკლები თანხა დაგრჩებად. მოახმარეთ მიღებული თანხა ბიზნესიდეას და მიზანმიმართულად დახარჯეთ. რაც შეეება პირად ცხოვრებას, თუ მარტო ხართ, ამ კვირაში სტატუსის შეცვლის შანსი დიდია.


 


კირჩხიბი


პირად ურთიერთობაში რაღაც საკითხების გარკვევა და კამათი მოგიწევთ. საქმის მოგვარების პროცესში მიხვდებით და უკეთ გაიცნობთ თქვენს პარტნიორს. მიუხედავად ამ გარემოებისა, თქვენი ურთიერთობა არ დასრულდება. ამ კვირის განმავლობაში სასიამოვნო მომენტებიც გელოდებათ.
რაც შეეხება სამსახურს, ორგანიზტორულ ფუნქციას დაგაკისრებენ და კონკრეტული ჯგუფის ხელმძღვანელობა დაგევალებათ. შესაძლოა, კოლეგებისგან კრიტიკაც მოისმინოთ. ზოგ ადამიანს არ მოსწონს თქვენი აზრები და იდეები. იდეალური გამოსავალი ამ ფაქტორის უგულებელყოფა იქნება.


 


ლომი


თქვენს გონებაში ახალი იდეები და გეგმები ქაოსს ქმნიან. ეს იდეები იმდენად განსხვავებული და ორიგინალურია, რომ შესაძლოა, ვისაც გაუზიარებთ, იმან კარგად ვერ გაიგოს. მიუხედავად ამისა, არ მოდუნდეთ და შრომა გააგრძელეთ. თქვენ ყოველთვის განსხვავებული ხართ და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. პირად ურთიერთობაში პარტნიორი ქმედით ნაბიჯებს თქვენგან ელოდება და არ დააყოვნოთ. საინტერესო იდეის მოფიქრება არ გაგიჭირდებათ. ხოლო თუ ჯერ ისევ მარტო ხართ, ეს კვირა ახალი ურთიერთობის დასაწყებად იღბლიანი არ არის. მეტი დრო საკუთარ თავს დაუთმეთ.


 


ქალწული


ამ კვირაში ახალი გამოწვევების წინაშე დადგებით. ამ პროცესში შესაძლოა სკეპტიკურმა აზრებმა ყველაფერზე უარი გათქმევინოთ. სანამ პასუხს მოიფიქრებთ, კარგად დაფიქრდით. ზედმეტი სიფრთხილე ყოველთვის არ ამართლებს. გარისკეთ და ნუ იფიქრებთ წინასწარ შედეგებზე. ამ კვირის განმავლობაში მოულოდნელად ფულს მიიღებთ, რაც საშუალებას მოგცემთ, დაისვენოთ ან იშოპინგოთ და გახალისდეთ.  თუ სამსახურიდან დასვენება და შვებულების აღება გსურთ, ისეთ ადგილას წადით, სადაც მეტი ეგზოტიკა და ახალი კულტურის გაცნობის შანსი იქნება.



სასწორი


ამ კვირის განმავლობაში ასტროლოგებისგან რეკომედებულია ბიზნეს ან ცხოვრების პარტნიორთან დროებით როლები გაცვალოთ. ეს ცვლილება საშუალებას მოგცემთ, კარგად გაიგოთ ერთმანეთის რეალური მდგომარეობა. თქვენ შესაძლოა, განცვიფრდეთ, თუ რამდენს მუშაობს თქვენი პარტნიორი და ამის გაცნობიერების შემდგომ უფრო დააფასებთ მას. თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა. სამსახურში შესაძლოა იმედგაცრუება იწვნიოთ. ზოგჯერ თქვენი მოლოდინი იმაზე მეტია, ვიდრე უნდა იყოს. ნუ ენდობით ყველას, რადგან ღიმილს უკან შესაძლოა, სულ სხვა დამოკიდებულება იმალებოდეს.


 


მორიელი


თუ სამსახურს ეძებთ, ამ კვირის განმავლობაში ძალიან საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. შესაძლოა ეს შემოთავაზება თქვენს პროფესიასთან კავშირში არ იყოს, თუმცა ნუ შეშინდებით. თქვენ უნარი გაქვთ, ნებისმიერ საქმეს მალევე ალღო აუღოთ და წარმატებით შეასრულოთ დაკისრებული მოვალეობა. ეს შემოთავაზება შესაძლოა ტრენინგებსაც მოიცავდეს. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თუ პარტნიორი გყავთ, კარგი იქნება უფრო სერიოზულ ნაბიჯზე იფიქროთ, რადგან ამ კვირის განმავლობაში მცირე დაძაბულობები შეინიშნება. ნუ გაწელავთ დროს.


 


მშვილდოსანი


თქვენი სასიყვარულო ცხოვრება განსხვავებულ კურსს აიღებს. გამორჩეული პერსპექტივები ძალიან მოგხიბლავთ. წინ სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ. თუ მარტო ხართ, ეს კვირა ახალი ურთიერთობის დასაწყებად კარგი დროა. შესაძლოა ისეთი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც რადიკალურად განსხვავებულია თქვენგან, თუმცა მისი ეს განსხვავებულობა მიგიზიდავთ. ასევე, სასურველია თავისუფალი დრო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. გარდა ამისა, მეტი დრო დაუთმეთ ჰობის და მეგობრებს.


 


თხის რქა


ოჯახურ ცხოვრებაში ცვლილებებისკენ მიილტვით. შესაძლოა, სულ მცირედით დაიწყოთ, თუნდაც სახლის ინტერიერის შეცვლით ისე, რომ კომფორტული და მყუდრო გარემო შეიქმნათ. გადატვირთული რეჟიმის გამო შესაძლოა, ახლო ნათესავს დროებით თქვენთან საცხოვრებლად გადმოსვლა სთხოვოთ. ამ კვირის განმავლობაში გააკეთეთ ისეთი რამ, რაც განწყობას აგიმაღლებთ. ნუ იქნებით მკაცრი და შეზღუდული. ზოგჯერ თავს მცირე სიგიჟეების ჩადენის უფლებაც უნდა მისცეთ. თუ მარტო ხართ, ეს კვირა თქვენთვის იღბლიანი იქნება,


 


მერწყული


ცხელი ზაფხულის დადგომასთან ერთად, თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება. ამ პერიოდში მიღებული სწორი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც მომავალს რადიკალურად შეცვლის. განსაკუთრებით ეს კარიერულ აღმასვლას ეხება. იდეები ბლომად გაქვთ და შანსიც ეს იდეა რეალობად აქციოთ. ამ კვირაში შესაძლოა, დიდი ხნის უნახავი მეგობრები გესტუმრნონ. ეს კვირა ოჯახური შეკრებებისთვის გამოიყენეთ.  დაგეგმეთ პიკნიკი და სასიამოვნო საღამოები. ამ კვირის განმავლობაში განსაკუთრებულად გჭირდებათ დასვენება და კარგი ძილი.


 


თევზები


თქვენ მეოცნება ნატურა ხართ. გსურთ, რაც ოცნებად გაქვთ, რეალიზდეს? შესაძლოა ამ ეტაპზე თქვენი ოცნებები და მიზნები მიუღწეველი მოგეჩვენოთ, თუმცა მალე მიხვდებით, რომ შეუძლებელი არაფერია. მთავარია მოინდომოთ და კრეატივი ჩართოთ, რაც საბედნიეროდ გაქვთ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ და პრობლემებმა თავი იჩინა, კარგად დაფიქრდით საკუთარ ნაბიჯებზე. საწყის ეტაპზე იმაზე მეტს ხომ არ ითხოვთ, ვიდრე საჭიროა? მიეცით ურთიერთობას თავისით განვითარდეს და გაიზარდოს. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?