ვერძი - არია სტარკი
არია სტარკი მებრძოლი სულისკვეთებით არის გამსჭვალული. მას ვერძის ძალიან ბევრი თვისება ახასიათებს, მათ შორის: გამბედაობა, რისკზე წასვლა, იმპულსურობა, სიჯიუტე. ის ერთ-ერთი ძლიერი ფიგურაა მთელს სერიალში.
კურო - ტირიონ ლანისტერი
ტირიონ ლანისტერი კუროს თვისებებიდან ყველაზე ხშირად სიჯიუტეს და სიდინჯეს ავლენს. კუროს მსგავსად, ტირონი ჭკვიანი, მოაზროვნე, ხელოვნებისა და სილამაზის მოყვარულია.
ტყუპები - მარჯერი ტაირელი
მარჯერი ტყუპებისთვის დამახასიათებელ ორსახიანობას კარგად ავლენს. ჭკვიანია, კარგად მანიპულირებს და დასახული გეგმისკენ მლიქვნელურად მიიწევს. იგი ტყუპების მსგავსად ქამელეონივით ცვალებადია.
კირჩხიბი - კეიტლინ სტარკი
კირჩხიბები ოჯახური იდილიის დიდი ქომაგები არიან. კეიტლინი სწორედ კირჩხიბისთვის დამახასიათებელ თვისებებს ავლენს. ოჯახს მედგრად იცავს. გულის სიღრმეში, კირჩხიბის მსგავსად, დაუცველი და ეჭვიანია.
ლომი - სერსეი ლანისტერი
სერსეის ლომის თვისებები აქვს: ძალაუფლების სიყვარული, მეტოქეებისადმი ეჭვიანი დამოკიდებულება, დომინანტობისკენ ლტოლვა. სერსეი ჭკვიანია, წინასწარ გეგმავს. ვის და როდის ჩაარტყას დანა ზურგში.
ქალწული - პიტერ ბეილიში
ქალწული პრაქტიკული და შრომისმოყვარე ნიშანია. სერიალში ქალწულის უმეტეს თვისებებს სწორედ პიტერ ბეილიში ავლენს. იგი ოსტატურად ნიღბავს ემოციებს და ხალხზე სწორი დაკვირვებით, ზუსტად იცის. როგორ გამოიყენოს ძალაუფლება.
სასწორი - ნედ სტარკი
სასწორი ბალანსირების ნიშანია. ამ ნიშნის უმეტეს თვისებებს ნედ სტარკი ფლობს. იგი არის კეთილი, გულუხვი, ტოლერანტული. ნედ სტარკს. სასწორის მსგავსად, არ უყვარს ექსტრემი. იგი ცუდი პოლიტიკოსი გამოდგა.
მორიელი - ტაივინ ლანისტერი
ტაივინი მორიელის იდეალური მაგალითია. მორიელის მსგავსად, იგი გაბედული, მესაკუთრე, გულღვარძლიანი და მძიმე ხასიათის არის. მას შურისძიების მიზნით ყველაზე უკიდურესი ნაბიჯის გადადგმას შეუძლია.
მშვილდოსანი - დენეარის ტარგარიანი
მშვილდოსნები მოგზაურობის და ადგილის ხშირი ცვლილების მოყვარულები არიან. დენეარისიც ამ ნიშნის თვისებებც ავლენს. მთელი სერიალის განმავლობაში ხშირად იცვლის სამყოფელს. იგი დომინანტობისა და ძალაუფლების მოყვარული და იმპულსურია.
თხის რქა - ჯონ სნოუ
ჯონ სნოუ. თხის რქის მსგავსად. თავისუფლების მოყვარული, ჯიუტი და შრომისმოყვარეა. თხის რქა მიმდობია, თუ ადამიანს ენდო, მისთვის ბოლომდე იბრძოლებს. თუმცა ზედმეტი მიმდობობა ზოგჯერ იმედგაცრუების მომტანია.
მერწყული - ბრენ სტარკი
ბრენი იდეალურად გამოხატავს მერწყულის ნიშან-თვისებებს. მას თავისუფლებისა და თანაგრძნობის სიყვარული აქვს. ბრენს სურს, ცხოვრების მისტიკა ამოხსნას და ნელ-ნელა ახერხებს კიდეც.
თევზები - სანსა სტარკი
თევზები უზომოდ სენსიტიური ნიშანია. ამ ნიშნის ბევრ თვისებას სწორედ სანსა სტარკი ავლენს. იგი სუსტი და დაუცველია, ბევრს განიცდის, გულში იხვევს დარდს და ცდილობს, ემოცია დუმილით და უბრძოლველად გამოხატოს.