ამოიცანით ზოდიაქოს ნიშნები „შერეკილებში“ (+გიფ გალერეა)

ჰოროსკოპი

11 ივლისი 14:00, 2015 წელი

როგორც გამომგონებელი ქრისტეფორე ამბობს: „ბიჯოს, ვეღარ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადიც!“ გავიხსენოთ გენიალური ქართული მხატვრული ფილმი „შერეკილები“. ზოდიაქოს რომელი ნიშნის თვისებებს ატარებენ ფილმის მხიარული პერსონაჟები?

ქრისტეფორე


გამომგონებელი ქრისტეფორე მგალობლიშვილი, რომელიც ცაში ფრენის იდეით არის შეპყრობილი, მეოცნებე და რომანტიკოსი პერსონაჟია. 
მას ღრმად სწამს თავისი უტოპიური იდეების და სხვასაც გულმოდგინედ აჯერებს. 
ქრისტეფორე თევზებისა და ნაწილობრივ კირჩხიბის თვისებებს ატარებს.
როგორც იგი ამბობს: „სიყვარული... სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს, ემ ცე კვადრატ (mc²), ეф, ფუძე (√) ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისკენ! მიდით, ერთაოზ!“


 



 


 


მარგალიტა


მემანქანე ტრიფონის მეუღლე მარგალიტა კეკლუცი და ფლირტის მოყვარული პერსონაჟია, რომელიც ქმრის სახლში არყოფნით სარგებლობს და რამდენიმე თაყვანისმცემელს ერთდროულად მასპინძლობს.
ეს დაბნეული პერსონაჟი ტყუპებისა და მშვილდოსნის თვისებებს ატარებს.
მარგალიტა მაცდური, ქარაფშუტა და ნაკლებად ერთგულია, რომელსაც თამამად შეუძლია, სიმართლის შესანიღბად ტყუილიც გამოიგონოს. მარგალიტა ერთაოზს საიდუმლოს შენახვას სთხოვს და მაცდუნებლად მკერდზე დაკიდებული ხატისკენ მიუთითებს: „შეჰფიცე წმინდა პორფირეს ხატს, რაც არ უნდა მოხდეს, ხმა კრინტი არ დაგცდება ჩემზე, შეჰფიცე!“


 



 


 



ხუტა
 


ციხის უფროსი ხუტა ოდიშელიძე ძალაუფლებისა და ლამაზი ქალების მოყვარულია.
ფილმში ხუტაც, სხვა პერსონაჟების მსგავსად, მარგალიტაზეა შეყვარებული და მის გამო ყველაფრისთვის მზად არის: „ჩამარტყით თავში, მრეკეთ ბოთლი თავში, ქალბატონო მარგალიტა, მრეკეთ.“
ეს პერსონაჟი ლომისა და მორიელის ზოგიერთ თვისებას ატარებს.
იგი მარგალიტაზე შეყვარებული ერთაოზს, რომელიც თავის მოწონების ობიექტს ციხის უფროსის „ცხედრის“ მოშორებაში ეხმარებოდა, დასჯის მიზნით ციხეში უკრავს თავს.


 



 


 


ერთაოზი 


ერთაოზ ბრეგვაძე, რომელმაც მამის გარდაცვალების შემდეგ მთელი ქონება მამისეულ ვალებში დაარიგა, ბედის საძიებლად ქალაქში მიდის. იქ მემანქანე ტრიფონის მეუღლეს, მარგალიტას გაიცნობს. როგორც იგი საკანში ყოფნისას ქრისტეფორეს ეუბნება: „ქალი შემიყვარდა ნამეტნავად.“
უსახლკარო ერთაოზი გულუბრყვილო და ინფანტილურია.
ეს პერსონაჟი  ვერძისა  და ნაწილობრივ სასწორის თვისებებს ატარებს.
იგი მიმდობი, ერთგული, დაუფიქრებელი და არაპრაგმატულია.


 




 


 


ტრიფონი 


მემანქანე ტრიფონი, რომელსაც ყველა კაცის სასურველი ულამაზესი ცოლი – მარგალიტა ჰყავს, დინჯი და უყურადღებოა. ერთგულად ემსახურება თავის საქმეს და ცოლის ქმედებაში ეჭვიც კი არ შეაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ტრიფონი მშვიდი ჩანს, თუ გაცხარდა აგრესიული და ჯიუტი ხდება.
ეს თითქოს მშვიდი პერსონაჟი კუროსა და თხის რქის თვისებებს ატარებს.
ტრიფონის ქრისტეფორესა და ერთაოზის არასერიოზული იდეის მოსმენის შემდეგ გაცხარებული წარმოთქვამს: „გამოდის, რომ ეს მათხოვარი ჩემი სიძე იქნება, ეს მეორე მათხოვარი კი - ჩემი მძახალი?!


 


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?