17 ივლისი – 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

27 ივლისი 00:01, 2015 წელი

დილემა, რომანტიკული თავგადასავლები და პრობლემები ურთიერთობებში. როგორია კვირის ასტროლოგიური პროგნოზი?

ვერძი


ამ კვირის განმავლობაში, მეგობართან ახლო ურთიერთობა ან რომანტიკული კავშირი მოულოდნელად საინტერესოდ გაგრძელდება. რთული პერიოდი გამოიარეთ და დროა ცხოვრებას სიხალისე შემატოთ. მარტო ხართ? წინ რომანტიკული თავგადასავალი გელოდებათ. ნუ აჩქარდებით და მშვიდად მიყევით ურთიერთობას. გამოიყენეთ ეს კვირა ახლობლების და მონატრებული მეგობრების სანახავად. რაც შეეხება კარიერას, სამსახურში დაძაბულობას სიმშვიდე ჩაანაცვლებს. თქვენ საქმიანობაში მეტი კრეატივი ჩართეთ.


 


 


კურო


დაძაბული სამუშაო რეჟიმის გამო უარს ნუ იტყვით გასართობ სოციალურ აქტივობებზე. რელაქსაცია, მეგობრებთან გართობა და ზოგჯერ ბავშვობაში დაბრუნება მნიშვნელოვანია. გააღვიძეთ თქვენში ბავშვური ბუნება. ასევე, თქვენს ცხოვრებას მეტი რომანტიკა და სიამოვნება სჭირდება. კარგი იქნება თუ მავნე ჩვევებზე უარს იტყვით. თუ სამსახურს ეძებთ, ამ კვირის განმავლობაში კარიერულ შემოთავაზებას ელოდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება საკმარისი არ იქნება, სარგებელს მაინც მოგიტანთ.


 



 


ტყუპები


მიყევით ჰობის. გამოიყენეთ ყველა ის ბერკეტი, რომელიც დროის საინტერესოდ გატარებას უზრუნველყოფს. შემოქმედებით პროექტზე მუშაობა თავდაჯერებულობას შეგმატებთ. დიდი ხნის შემდგომ ღირსეულ დაფასებას იგრძნობთ.  საჯარო პრეზენტაციები თქვენს რეპუტაციას აამაღლებს. გამოიყენეთ ეს კვირა ოჯახური შეკრებებისთვის. თუ მარტო ხართ, მოულოდნელ მესიჯს ან სატელეფონო ზარს მიიღებთ კარგად ნაცნობი და მივიწყებული ადამიანისგან. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, უფრო ნათლად მიხვდებით რომ ერთმანეთის აზრებს კითხულობთ.


 


 


კირჩხიბი


შესაძლოა თავი დამნაშავედ იგრძნოთ, რადგან სოციალური აქტივობების კუთხით გასული დღეების განმავლობაში მნიშვნელოვანი დანახარჯები გაქვთ. თუ მეგობრებთან გართობისთვის საკმარისი ფინანსები არ გექნებათ, ყოველთვის მოიძებნება ალტერნატივა. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ფოკუსირება  რომანტიკული ურთიერთობის გაძლიერებაზე მოახდინეთ.


საიდუმლოთა გაზიარება, ერთობლივი გასვლები, გულწრფელი საუბრები უფრო დაგაახლოვებთ. თუ გადაიღალეთ ყველაფრისგან, განმარტოვდით სადმე მყუდრო ადგილას და დაისვენეთ.


 


 


ლომი


მოემზადეთ, ამ კვირის განმავლობაში თქვენზე მოთხოვნა გაორმაგდება. წინ უამრავი ზარი, საფოსტო წერილები და მნიშვნელოვანი შეხვედრები გელოდებათ. კვირის ბოლოს საპატიო სტუმრის სტატუსით წვეულებაზეც თავს ამოყოფთ. გარშემომყოფთა პატივისცემას იგრძნობთ. თავდაჯერებული ხართ, როცა პოზიტიურ და სწორ გადაწყვეტილებებს იღებთ. ურთიერთობებში ყოველთვის აკონტროლეთ მედიდურობა და ქედმაღლობა. შესაძლოა პარტნიორი კონკრეტულ საკითხებში არ დაგეთანხმოთ. ენდეთ ინტუიციას და გახსოვდეთ, ადამიანებს ვერ აიძულებთ აზრი შეიცვალონ.


 


 


ქალწული


მეგობრებს არ ესმით რატომ გსურთ მარტო ყოფნა დიდხანს. პრეტენზიებს მშვიდად მოუსმინეთ. თქვენ ვერ დააძალებთ თავს სოციალურად გააქტიურდეთ, მაშინ როცა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები გაქვთ მისაღები. მას მერე, რაც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ და პრობლემასაც მოაგვარებთ დაისვენებთ გონებრივად და გართობისთვისაც მოიცლით. დაძაბული დღეების გასვლის შემდეგ რელაქსაცია გჭირდებათ. ეწვიეთ რომელიმე სპა სალონს. მასაჟთერაპია ერთ–ერთი საუკეთესო არჩევანია. სამსახურში დაწინაურების პერსპექტივა გაქვთ.


 


 


სასწორი


დილემის წინაშე ხართ. ჯობია თავი აარიდოთ ისეთ სიტუაციას, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს თქვენზე. ეს გადაწყვეტილება სიმშვიდეს მოგგვრით და გულზე დადებულ ლოდსაც მოიშორებთ. შესაძლოა სწავლის ან წერის მოტივაცია გაგიჩნდეთ. თუ დროს უაზროდ არ დახარჯავთ, მეტ შედეგს მიიღებთ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თუ მარტო ხართ, საინტერესო ადამიანს გაიცნობთ, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს. თქვენი მხრიდან დაწყებული ფლირტი ამ ურთიერთობაში გამარჯვებულის სტატუსს მოგიტანთ.


 


 


 


მორიელი


გამოიყენეთ ეს კვირა საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბრისთვის.  როგორც წესი, საყვარელ ადამიანზე, რომელიც ლოიალური და ერთგულია, ძალიან დამოკიდებული ხართ. თუ ურთიერთობის გაღრმავება გსურთ, ღრმა ემოციებზე და გრძნობებზე ხმამაღლა ისაუბრეთ. წარსულს კარი მიუხურეთ და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყეთ. რაც შეეხება კარიერას, მას მერე რაც საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებში დარწმუნდებით, სამსახურსაც უფრო მარტივად იშოვნით. გასაუბრებაზე ყველა თქვენს უნარს და ტალანტს თავი მოუყარეთ და წარმოაჩინეთ მაქსიმალურად.


 


 


მშვილდოსანი


ამ კვირის განმავლობაში, ბევრ წვეულებაზე მოგიწევთ დასწრება. მეგობრების წრეში გართობა სასიამოვნოა მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ მხარეს და ნუ დახარჯავთ ფულს უმიზნოდ. წინ მცირე ფინანსური კრიზისი გელოდებათ. პირად ცხოვრებაში არც ისე კარგი მდგომარეობა გაქვთ. თქვენი ცვალებადი ხასათის გამო, თქვენს ამჟამინდელ პარტნიორს ამ ურთიერთობის მომავალზე იმაზე მეტი მოლოდინი აქვს, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. იყავით გულწრფელი და ცრუ დაპირებებს ჯობია, ურთიერთობა გაარკვიოთ.


 


 


თხის რქა


ახლო მეგობარი ან პარტნიორი თქვენგან ბევრ დროს ითხოვს. გიჭირთ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება. სამსახურსა და ოჯახს თუ მეგობრებს შორის ბალანსის დაცვა გიჭირთ და ეს პრობლემა თქვენს ცხოვრებაში მუდმივად დგას. ამ მდგომარეობის გამო, თქვენს ცხოვრებას ხალისი და გართობა აკლია. გამოიყენეთ ეს კვირა, მხოლოდ საქმით ნუ შემოიფარგლებით და მეგობრებთან ერთად გაერთეთ. ამ კვირის განმავლობაში, თავდადებული შრომისთვის დაწინაურებასაც ელოდეთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასაც.


 


 


მერწყული


ხანგრძლივი ბრძოლა დასასრულს უახლოვდება. თქვენს ცხოვრებაში იყო დრო როცა ფიქრობდით, რომ ამ ყველაფრის მიღწევა შეუძლებელი იყო. ეხლა შეგიძლიათ მშვიდად განაგრძოთ ცხოვრება. ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხრიდად დი პატივისცემასა და სიყვარულს იგრძნობთ. კარიერულ ცხოვრებაში ცვლილება გელოდებათ. ერთი საფეხურით მაღლა ახვალთ და ახალ ამპლუაში თავს კომფორტულად იგრძნობთ. თუ მარტო ხართ, ამ კვირის განმავლობაში ერთი ნახვით შეყვარებას დაიჯერებთ. შესაძლოა ჭეშმარიტი მეორე ნახევარიც იპოვნოთ.


 


 


თევზები


კარიერულ ასპარეზზე კრიტიკულ და სკეპტიკულ დამოკიდებულებას პოზიტიური შედეგი არ მოყვება. კონკურენციის შიში გაქვთ და ჯობია ამ ფობიას მოერიოთ. ნებისმიერ სამუშაო ადგილას, კონკურენცია გარდაუვალია. რჩევისთვის მეგობრებს მიმართეთ, კარგი იქნება თუ დღიურსაც გააკეთებთ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, სევდა და სიხარური ერთმანეთშია შერწყმული. რომანტიკული რისკის შედეგები გაღელვებთ. წინასწარ დარდს ჯობია, მშვიდად განაგრძოთ ურთიერთობა და სამსახურში თავდაჯერებულობას მეტად მოუხმოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?