შურისმაძიებელი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით (+გიფ გალერეა)

ჰოროსკოპი

1 აგვისტო 18:00, 2015 წელი

თუ ქალი გაამწარეთ, მისგან კარგს არაფერს ელოდოთ. ქალის ტვინი წამში 200 ბრუნის სისწრაფით მუშაობს და, განაწყენების შემთხვევაში, სამაგიეროს გადახდაზე ფიქრობს. თუ ამ საკითხს ასტროლოგიურ ჭრილში გადავიტანთ, ზოდიაქოს სამი წარმომადგენელი ყველაზე საშიშია - მათ შურისძიებას ჯობია, ერიდოთ!

მორიელი


მორიელი ქალები რეიტინგში პირველ ადგილზე დგანან. ისინი გაუმართლებლად ეჭვიანები არიან, მაგრამ თუ თქვენმა საყვარელმა ქალმა ღალატზე დაგიჭირათ, მის მრისხანებას მხოლოდ ატომური აფეთქება თუ შეედრება. თუ მორიელს აწყენინეთ, იგი მოგვიანებით გაგცემთ სათანადო პასუხს. მორიელი ზუსტად ისე მოგექცევათ, როგორც თავად მოექეცით. არასდროს ეცადოთ მორიელზე შურისძიებას. იგი, საბოლოო ჯამში, მაინც ყოველთვის გამარჯვებული გამოვა. უმჯობესია, მასთან თავაზიანობა გამოიჩინოთ. თუ მორიელი ქალი ვინმემ გააბრაზა ან უსამართლოდ მოექცა, იგი მოწინააღმდეგეს ბრძოლაში გამოიწვევს და მანამ არ დაწყნარდება, სანამ საბოლოოდ არ გაანადგურებს ან შეწყალებას არ სთხოვენ. განაწყენებული მორიელი გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი. დარტყმაც შესაბამისია. ენციკლოპედიაში მორიელზე შემდეგს წავიკითხავთ: იგი შხამის საშუალებით, რომელსაც კუდში ინახავს, მსხვერპლს ადამბლავებს. მისი ნაკბენი ხშირად სასიკვდილოა. ასე რომ, ფრთხილად იყავით მორიელთან, მათ შურისძიებას ერიდეთ.


 



 


კირჩხიბი


შურისმაძიებელ ქალებს მიეკუთვნებიან კირხიბის ნიშნით დაბადებულებიც. თუ მასთან დამოკიდებულებაში შეცდით, მოატყუეთ ან უღალატეთ, ამას არასდროს დაგივიწყებთ და ერთ მშვენიერ დღეს ჭექა-ქუხილივით დაგატყდებათ თავს. კირჩხიბის ნებისმიერი შურისძიების გეგმა ყოველთვის წარმატებით გვირგვინდება. ალბათ გაინტერესებთ, რა განაპირობებს მის წარმატებას? კირჩხიბ ქალებს იმპულსურობა არ ახასათებთ. რამეს თუ ჩაიფიქრებენ, კარგად აწონ-დაწონიან. ამიტომაც იშვიათად ცდებიან და მათი წამოწყებული საქმე კარგად მთავრდება. როდესაც რამე აქვთ მიზნად დასახული, განა უცებ უახლოვდებიან სამიზნეს. შემოვლით მანევრებს აკეთებენ და თვალს არ აცილებენ მსხვერპლს. თუ უცებ ობიექტი გაქცევას დააპირებს, კირჩხიბი უცებ მივარდება და მარწუხებში მოაქცევს.  კირჩხიბი ქალები წარუმატებლობის შემთხვევაში რევანშისთვის ვერ ემზადებიან. ეს მათი სისუსტეა. ასეთ დროს ტრანსში ვვარდებიან და გონს დიდხანს ვერ მოდიან. ფრთხილად იყავით კირჩხიბ ქალებთან. სუსტი და დეპრესიულები ჩანან, თუმცა მათში ძალიან დიდი ენერგია დევს, რომელმაც თუ გაიღვიძა, გაქცევასაც ვერ მოასწრებთ.


 



 


ვერძი


შურისმაძიებელ ქალებში მესამე ადგილზე ცეცხლოვანი ნიშნის პირველი წარმომადგენელი ვერძია. ვერძს მამაკაცური ენერგეტიკის მქონე პლანეტა მარსი მართავს. ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალები საკმაოდ ძლიერი და, თუ საჭიროა, მამაკაცურებიც არიან. სოციალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვერძი დაბადებიდან მებრძოლი და ჯანყის მოყვარულია. იგი სიამოვნებით გამოიწვევს ბრძოლაში ყველას, რადგან საკუთარი უპირატესობის ღრმად სჯერა. თუ ვერძ ქალს გული ატკინეთ, უღალატეთ ან რაიმე სახის მანკიერება ჩაიდინეთ, აუცილებლად მიიღებთ ხმაურიან და დაუყონებლივ პასუხს. მისგან გადახდილი სამაგიერო ყოველთვის მწარედ გემახსოვრებათ. მართალია, მორიელისა და კირჩხიბის შურისძიებას ვერძის ვერ შეედრება, თუმცა მისი მხრიდან გადახდილ სამაგიეროს ვულკანის ამოფრქვევა ნამდვილად შეგვიძლია დავარქვათ. თუმცა, ამ ყველაფერში კარგი ამბავი ისაა, რომ სამაგიეროს გადახდიდან 2 წამში ვერძს აღარაფერი ახსოვს და ისე გააგრძელებს თქვენთან ურთიერთობას, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ამ ნიშნის წარმომადგენლები ბოღმას ვერ იდებენ გულში. რთულია ასეთი ქალის შეყვარება, მაგრამ თუ გარისკეთ, არ მოიწყენთ.


 


დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.