10-16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

10 აგვისტო 00:02, 2015 წელი

გამოამჟღავნეთ ემოციები – რაც უფრო გულწრფელი იქნებით, მით უფრო მარტივად წახვალთ წინ.

ვერძი


ეს კვირა პოზიტიური მოვლენებით დატვირთული იქნება. თქვენი შემოქმედებითი უნარები განსაკუთრებულად გააქტიურდება. იფიქრეთ რამე პროექტზე ან ბიზნესგეგმაზე. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, მცირე პრობლემები გექნებათ, მაგრამ ეს დროებითია. ამ კვირის განმავლობაში მეგობრისგან გულწრფელ აღიარებას ელოდეთ. თქვენი მიმტევებელი ხასიათიდან გამომდინარე, მეგობრის მიერ დაშვებულ შეცდომას დიდად არ ინაღვლებთ, თუმცა ენდობით თუ არა მას მომავალში გაურკვეველია.


 


კურო


პირად ურთიერთობაში მცირე დისბალანსი გაქვთ. თუ არ შეცვლით არსებულ სტატუს კვოს, შესაძლოა ერთ დღეს გააცნობიეროთ, რომ პარტნიორთან საერთო აღარაფერი გაქვთ და დაშორების საკითხი დღის წესრიგში დადგება. სასურველია გულწრფელი საუბარი. თუ მარტო ხართ, ისეთი ადამიანი გააქტიურდება სასიყვარულო ასპრეზზე, რომელიც არ გესიმპათიურებათ. თუ მშვიდად ყოფნა გსურთ, ჯობია რეალურად გააცნოთ მას თქვენი პოზიცია. ამ კვირის განმავლობაში მეგობრისგან მოულოდნელ, სპონტანურ შემოთავაზებას ელოდეთ.


 



 ტყუპები


კონკრეტული პიროვნება წაგაქეზებთ, რაიმე ახალი დაიწყოთ. კრეატიური ხართ და არ გაგიჭირდებათ იდეის მოფიქრება. წესების მიხედვით თამაშმა დაგღალათ და რუტინა გაღიზიანებთ. მოუხმეთ ფანტაზიას, დაგეგმეთ ისეთი აქტივობა, რომელიც დაგეხმარებათ ერთფეროვნებას თავი დააღწიოთ. თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ, ეჭვები შეგაწუხებთ. თუ მოლოდინმა არ გაამართლა და მაინც ვერ ეშვებთ ახალ პარტნიორს, მოიფიქრეთ ისეთი რამ, რაც მეტად დაგაახლოვებთ და სტიმულს მოგცემთ.


 


კირჩხიბი


კონკრეტული ადამიანებისგან უკმაყოფილო ხართ, რადგან ისინი თქვენს თანადგომასა და დაფასებას ვერ ხედავენ. არც პარტნიორისგან ხართ განებივრებული. მისგან მეტ ყურადღებასა და სითბოს ითხოვთ. თუ პარტნიორი ვერ ხვდება, იქნებ მიახვედროთ. ხოლო თუ ჯერ ისევ მარტო ხართ, რომანტიკულ სარბიელზე საინტერესო ადამიანი გამოჩნდება. აქტიური ფლირტით დაწყებული ურთიერთობა შესაძლოა უფრო სერიოზულ ფაზაშიც გადავიდეს. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.


 


ლომი


შესაძლოა ბიზნესმოგზაურობობის პერსპექტივა გამოგიჩნდეთ. დაეთანხმეთ ამ საინტერესო შემოთავაზებას. ამ კვირის  განმავლობაში მცირე პრობლემები თავს იჩენს, თუმცა ყველაფერი მალე მოგვარდება. კონკრეტული ნათესავი, რომელიც ძველი ყაიდის ადამიანია, ცდილობს თავს მოგახვიოთ თავისი ძველმოდური შეხედულება. თუ მისი აზრები თქვენზე ცუდად მოქმედებს, მშვიდად აუხსენით, რასაც ფიქრობთ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თაყვანისმცემლები ერთდროულად გააქტიურდებიან. არჩევანი თქვენზეა.


 


ქალწული


საკუთარ თავს გამოუტყდებით, რომ რომანტიკოსზე მეტად პრაქტიკული ადამიანი ხართ. მართალია, არ გსურთ პარტნიორმა იფიქროს, რომ მის მიმართ თბილი არ ხართ, თუმცა სითბოს გამოხატვა ყოველთვის არ გიყვართ. გრძნობების გამომჟღავნდება გიჭირთ. თუ ვერბალურად გირთულდებათ, იქნებ წერილობითი ფორმით გამოხატოთ ემოციები. დაგეგმეთ ისეთი აქტივობა, რომელიც ორივეს გაგახალისებთ. ამ გზით ურთიერთობაში გაჩენილ დაძაბულობას გაანეიტრალებთ.


 



სასწორი


მეგობრობა შესაძლოა სასიყვარულო ურთიერთობაში მოულოდნელად გადაიზარდოს. თუ გრძნობის ნაპერწკალს ხვდებით, პირველი ნაბიჯი გადადგით. შანსი გაქვთ, საუკეთესო წყვილი გახდეთ. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, მის სირვილებს მოუსმინეთ და შეძლებისდაგვრად დააკმაყოფილეთ. შესაძლოა, მას ყველა შემთხვვაში არ დაეთნხმოთ, თუმცა კომპრომისი აუცილებელია. ფინანსებთან ფრთხილად იყავით, მდიდრულ ნივთებს ნუ შეიძენთ. მცირე ფინანსური კრიზისის გადალახვა მოგიწევთ.


 


მორიელი


თუ გსურთ, სასურველ ადამიანს მესიჯი ან ელექტრონული წერილი გაუგავნოთ, ნუ იყოყმანებთ. ამ ნაბიჯით იმიჯი არ შეგელახებათ. ინფორმაციის მიღება გსურთ და შესაბამისად უნდა მისწეროთ. როგორც კი საუბარს დაიწყებთ, მიხვდებით რომ განსახილველი ბევრი დაგიგროვდათ. სწორ რჩეულთან დროის გატარება შვებას მოგგვრით და პრობლემებს დაგავიწყებთ. კვირის ბოლოს საინტერესო კარიერული შემოთავაზება გელოდებათ. ახალი პოზიცია ყოველმხრივ მიმზიდველი იქნება.


 


მშვილდოსანი


თუ რამე ჩაიფიქრეთ და გარისკვა აუცილებელია, ნუ დაკარგავთ დროს. წინ საინტერესო საზაფხულო თავგადასავალი გელოდებათ. შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით. პოზიტიურ შეფსებებთან ერთად, ნეგატიური კრიტიკის მოსმენაც მოგიწევთ, თუმცა თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, კარგი განწყობა შეგინარჩუნდებათ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, პარტნიორთან უთანხმოება გაქვთ გარკვეულ საკითხებზე. დასხედით და ყველაფერი მშვიდად განიხილეთ. ურთიერთობის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.


 


თხის რქა


სახლის ნივთების განახლება კარგი გადაწყვეტილება იქნება. შეიძინეთ ნივთები, საგნები მათ ნაცვლად, რომლებიც მოგიძველდათ. ინტერიერის განახლების პროცესში პარტნიორიც აქტიურად ჩაერთვება. თუ მარტო ხართ და კონკრეტული პიროვნება გაინტერესებთ, ნუ გაწელავთ დროს. გადადით ქმედითი ნაბიჯები, რადგან შესაძლოა, თქვენი ადგილი მალე სხვამ დაიკავოს. გამოამჟღავნეთ ემოციები, რაც უფრო გულწრფელი იქნებით, მით უფრო მარტივად წახვალთ წინ.


 


მერწყული


გამოიყენეთ ეს კვირა შვებულების საინტერესოდ გასატარებლად. შვებულების განმავლობაში სასიყვარულო კავშირების სიმრავლე თავბრუს დაგახვევთ. საინტერესო ადამიანების გარემოცვაში იქნებით და დროს საუკეთესოდ გაატარებთ. თუ მარტო ხართ და მოგბეზრდათ პარტნიორის გარეშე ყოფნა, სოციალურად გააქტიურდით. ნუ იქნებით სახლში ჩაკეტილი. მეგობრებთან ერთად ბევრ გასართობ იდეას მოიფიქრებთ. მოგზაურობა, ლაშქრობები თუ სხვა სახის გეგმები მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ.


 


თევზები


ამ კვირის განმავლობაში დილემის წინაშე აღმოჩნდებით. კულტურული და რელიგიური განსხვავებულობის მიღება ან უარყოფა მოგიწევთ. უარყოფის შემთხვევაში პირად ურთიერთობაში სერიოზულ პრობლემასთან გამკლავება მოგიწევთ. თქვენი დეპრესიული ხასიათიდან გამომდინარე, კარგად დაფიქრდით, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ. თევზებს ინტუიცია კარგად გაქვთ განვითარებული, შესაბამისად, ენდეთ ინტუიციას და არა ხალხის აზრს.

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?