17-23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

17 აგვისტო 00:05, 2015 წელი

ზოგჯერ სჯობს გარისკოთ, ვიდრე ელოდოთ, როდის მოვა თქვენი დრო.

ვერძი

ეს კვირა კარიერული წინსვლის კუთხით გამორჩეული იქნება. წარმატების მწვერვალზე აღმოჩნდებით. თქვენი ტალანტი, გამოცდილება და ენერგიულობა დაფასდება. შეგიძლიათ, დამქირავებელს ხელფასის მომატების საკითხზეც გაესაუბროთ. შანსი გაქვთ, შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზარდოთ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, გამომდინარე იქიდან, რომ ადვილად მისაწვდომი ურთიერთობები მალე გბეზრდებათ, ამ სტრატეგიას კონკრეტული პიროვნება თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და ეცდება, დაგაინტერესოთ.


 



კურო

საყვარელ ადამიანებს თქვენი დახმარება სჭირდებათ. თუ დაიზარებთ, დანაშაულის გრძნობა შეგაწუხებთ. ძალიან ბევრი თქვენს სიძლიერესა და პრაქტიკულობაზეა დამოკიდებული. თუ ფინანსური შესაძლებლობები ხელს გიწყობთ, საზღვარგარეთ გამგზავრებაზე იფიქრეთ. ეზიარეთ ახალ კულტურას და გაიცანით საინტერესო ადამიანები. თვალსაწიერის გაფართოებაზე იზრუნეთ. ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ. ყოველდღიური რუტინა ნეგატიურად აისახება თქვენს ცხოვრებაზე.


 



ტყუპები

ეს საუკეთესო კვირაა ნებისყოფასთან, სურვილებთან და გადასახადებთან გასამკლავებლად. თუ საკმაო რაოდენობის შემოსავალი მოულოდნელად მიიღეთ, უმიზნოდ ნუ დახარჯავთ, ეცადეთ, თანხა სწორ ინვესტიციაში ჩადოთ. მანქანის, კომპიუტერის ან სმარტფონის შეძენა კარგი გადაწყვეტილება იქნება. პარტნიორთან ურთიერთობაში იყავით გულწრფელი. რაც უფრო მეტად გაიხსნებით, მით მეტად დაუახლოვდებით ერთმანეთს.


 



კირჩხიბი

თქვენი სენსიტიური ბუნებიდან გამომდინარე, საერთო შეთანხმების მიღწევა გაგიმარტივდებათ. კონკრეტული პიროვნება წარსულში დაშვებული შეცდომისთვის პატიებას გთხოვთ. მიუხედავად იმისა, რომ გულის სიღრმეში ბოლომდე არ ხართ წყენისგან თავისუფალი, ძველ ურთიერთობას მაინც აღადგენთ. სხვების სურვილების ახდენასა და გამხიარულების მუდმივი მცდელობის შემდეგ, თავადაც იგრძნობთ ბედნიერებას. გაცემული სითბო და სიყვარული უკან დაგიბრუნდებათ.


 



ლომი

თუ ცხოვრებისეულ გამოწვევებს არ უპასუხებთ, ჯილდოსაც ვერ მიიღებთ. ზოგჯერ სჯობს, გარისკოთ, ვიდრე ელოდოთ, როდის მოვა თქვენი დრო. პირად ურთიერთობაში რაღაც გაკავებთ, რაც უკან გხევთ და გძაბავთ. მიუხედავად იმისა, რომ მიზიდულობასა და ინტერესს გრძნობთ, უფრო მეტს ითხოვთ ადამიანისგან, რომელთანაც ურთიერთობა გსიამოვნებთ. გამოცდილების, საერთო ინტერესებისა და გემოვნების გაზიარება კარგი დასაწყისი იქნება.


 



ქალწული

კარგად გააზრებული სიტყვები, კეთილი ჟესტი ან პატარა საჩუქარი თქვენი პარტნიორის გასახარებლად ოპტიმალური იქნება. დაძაბულ ურთიერთობას განმუხტვა სჭირდება. ასე რომ, სწორად დაგეგმეთ თითოეული ნაბიჯი, რათა კიდევ უფრო არ დაიძაბოს არსებული ვითარება. მართალია, ემოციებისა და გრძნობების გამოხატვა გიჭირთ, მაგრამ დროა, საკუთარ თავს მოერიოთ და რამე ისეთი დაგეგმოთ, რაც გამორჩეული და რომანტიკული იქნება. გაითვალისწინეთ პარტნიორის გემოვნებაც.


 



სასწორი

პირად ურთიერთობებში თავს იჩენს მცირე პრობლემები. ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, თითქოს თქვენი არავის ესმის, თუმცა ეს პერიოდი დროებითია და მალე ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება. თუ შვილი გყავთ, ამ კვირის განმავლობაში მისთვის ფინანსები სწორად გაანაწილეთ. კარგი იქნება, თუ განათლების კუთხით ინვესტიციაზე იფიქრებთ. ასევე, ამ კვირის განმავლობაში საოჯახო საქმეების მოგვარება მოგიწევთ. კონკრეტულ საკითხებზე თქვენი აზრი გადამწყვეტია.


 



მორიელი

სიახლისა და ამოუცნობი საგნების შესწავლის სურვილი მუდმივად გამძაფრებული გაქვთ. ამ კვირის განმავლობაში თქვენი ყურადღების არეალში ალტერნატიული განკურნების საშუალებები მოექცევა. თერაპიული მიდგომების შესწავლა გაგიტაცებთ და ეს პროცესი სიამოვნებას მოგანიჭებთ. თუ მარტო ხართ და მეორე ნახევარს ეძებთ, შესაძლოა, ის მოულოდნელად თქვენს წინაშე აღმოჩნდეს. ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე და ამაში თავად დარწმუნდებით.


 



მშვილდოსანი

ცხოვრებისეულ მოვალეობებთან გამკლავება გიჭირთ, რადგან საკმარისი დრო არ გაქვთ. შესაძლოა, ვერც გაიხსენოთ ბოლოს როდის გაერთეთ და დაისვენეთ კარგად. ეცადეთ, რუტინა შეცვალოთ. დაგეგმეთ ისეთი სოციალური აქტივობები, რომლებიც ერთფეროვნებიდან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ. სამსახურში ნუ აიღებთ მეტ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, რადგან ბოლოს შესაძლოა, იმედგაცრუებული დარჩეთ. ამ ეტაპზე დაწყებული საქმეები დაასრულეთ და ახალზე შემდეგ იფიქრეთ.


 



თხის რქა

თქვენი კომპეტენტურობა და გამოცდილება შეგიძლიათ სხვა მიმართულებით გამოავლინოთ. სალექციო კურსის წაკითხვა დამაკმაყოფილებელ ჰონორარს არ მოგიტანთ, თუმცა ძალიან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. იფიქრეთ ამ იდეაზე, რომლის განხორციელების შანსიც გაქვთ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, სასიყვარულო სარბიელზე სრული ჰარმონიაა. ურთიერთობის კომფორტი საშუალებას გაძლევთ, უფრო მეტად დაუახლოვდეთ ერთმანეთს.


 



მერწყული

მესაკუთრე და მომთხოვნი პარტნიორი ცდილობს, წინასწარ დაგეგმოს გრძელვადიანი ურთიერთობა. მართალია, თქვენ კულტურულად ცდილობთ, ამ საკითხს გვერდი აუაროთ, თუმცა მარტივად არ გამოგივათ. იმის გამო, რომ ჯერ მზად არ ხართ სერიოზული ურთიერთობისთვის, სჯობს, გულწრფელად დაელაპარაკოთ მას და აუხსნათ თქვენი დამოკიდებულება. ამ გზით მასაც ნაკლებად ატკენთ გულს და სინდისიც არ შეგაწუხებთ.


 



თევზები

საუკეთესო მეგობარს თქვენი რჩევა სჭირდება. წარმოიდგინეთ მის ადგილას თავი და ამის შემდეგ ურჩიეთ, როგორ მოიქცეს კონკრეტულ სიტუაციაში. თქვენმა რჩევამ შესაძლოა, მისი ცხოვრება შეცვალოს.
თუ მარტო ხართ, ამ კვირის განმავლობაში ფლირტით დაწყებულ ურთიერთობას განვითარების პერსპექტივა გაუჩნდება. გახსოვდეთ, ურთიერთობის აწყობა რთულია, მისი დაშლა კი ძალიან მარტივი. სწორი ნაბიჯები გადადგით და კარგად გაიაზრეთ, რა გსურთ ცხოვრებაში.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?