როდის ხდება სამკაული თქვენი დამცავი და როგორ უნდა შეარჩიოთ ისინი ასტროლოგიური წესების მიხედვით?

ჰოროსკოპი

5 სექტემბერი 18:00, 2015 წელი

ადამიანები დიდი სიფრთხილითა და სიყვარულით ინახავენ ახლობელთა ნაჩუქარ ან თუნდაც ნაქონ ნივთებს. ალბათ, ზოგი არც კი დაჰკვირვებია, რომ მათ მიმართ უცნაური ლტოლვაც ჩნდება. ასეთ ნივთებს მფლობელთა დაცვა შეუძლია – ისინი დროთა განმავლობაში ერთგვარ დამცველ და თილისმურ ძალას იძენენ.

თანამედროვე მანდილოსნები დღეს განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებენ ბიჟუტერიას. საქმიან შეხვედრებსა თუ წვეულებებზე მათი ტარება მეტად მიღებული და მოდურია. თუ გსურთ, მან წარმატება მოგიტანოთ, უნდა ისწავლოთ სწორად შერჩევა:


ვერძი

თუ ვერძის ნიშნით ხარ დაბადებული და გსურთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, უპირატესობა ორიგინალურ კოლიეზე, გრძელ საყურეზე, ვარდისფერი ქვებით მოჭედილ ბეჭდებზე შეაჩერეთ. მკაფიო ფერის ქვებით გაწყობილი, ყვავილის ფორმის აქსესუარები კი გარშემომყოფთა ყურადღებასაც დაიმსახურებს და თქვენს ცხოვრებას უფრო ლამაზსა და მრავალფეროვანს გახდის.


 



კურო

თუ კუროს ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნებით, მაშინ არჩევანი ლითონის აქსესუარებს მიანიჭეთ, ყურადღება კი ყელსაბამზე გადაიტანეთ. თქვენთვის მისაღებია მოვარდისფრო-მოწითალო ქვებით შემკული ბიჟუტერიის ტარება.


 



ტყუპები

ტყუპებისთვის კარგია თვალშისაცემი გულსაბნევის ყოველდღიურად ტარება. მით უმეტეს, თუ მას ყვავილის ფოთლის ფორმა აქვს. რაც შეეხება ქვებს, კარგია ყვითელი ან ვარდისფერი ქვით მოჭედილი სამკაულები. არ გირჩევთ მასიური სამკაულის ტარებას.


 



კირჩხიბი

თუ კირჩხიბის ნიშანს განეკუთვნებით, ატარეთ ხის ან ლითონის სამკაული. გამჭვირვალე ქვებით მოჭედილი ბიჟუტერია კი უფრო მიმზიდველს გაგხდით.


 


 



ლომი

ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ადამიანმა უნდა ატაროს დიდი ზომის სამკაულები, რომლებიც ვარდისფერი ქვებით იქნება შემკული. ეს ბიჟუტერია აუცილებლად ცნობილი ბრენდისა და ძვირფასი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით.


 



ქალწული

ქალწულებს მონეტებისგან გაკეთებული სამკაული უფრო მეტად წარმატებულს გახდის. ერიდეთ ძვირფას ლითონებს და აქცენტი გლუვ ქვებზე გააკეთეთ.


 



სასწორი

თუ სასწორის ნიშნით დაიბადეთ, მაშინ ყვითელი ფერის შუშის ბიჟუტერია მოგიხდებათ, ნატურალური ქვები კი მეტ თავდაჯერებულობას შეგმატებთ.


 



მორიელი

მორიელებმა აქცენტი კლასიკურ სამკაულზე უნდა შეაჩერონ, რადგან ეს მათი სტილია. თუმცა, არც მოდურ ტენდენციებზე თქვათ უარი. ატარეთ ყვავილის, პეპლის ან გულის ფორმის, გამჭვირვალე ქვებით შემკული პატარა ზომის გულსაკიდები. ეს მეტად მიმზიდველსა და წარმატებულს გაგხდით ცხოვრებაში.


 



მშვილდოსანი

თუ „მშვილდოსნის“ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, არჩევანი ცისფერი ქვებით გაწყობილ სამკაულზე გააკეთეთ. ყოველდღიურად ატარეთ ბეჭედი, წვეულებებსა და შეხვედრებზე კი ნაზ, სადა ბიჟუტერიას გირჩევთ.


 



თხის რქა

თხის რქები მეტად რომანტიკოსები არიან, უყვართ ძველი სტილის სამკაულების ყოველდღიურად ტარება. გირჩევთ, სხვადასხვა ფერის ქვებით გაწყობილი ბიჟუტერია მოირგოთ, რომელსაც რომელიმე ცხოველის ფორმა ექნება.


 



მერწყული

მერწყულები გემოვნებითა და მოდურობით გამოირჩევიან. მათ უცნაური ფორმის სამკაულების ტარება უყვართ. თქვენთვის კარგია წითელი, ცისფერი და ნარინჯისფერი ქვებით გაწყობილი ბიჟუტერიის ტარება, მით უმეტეს, თუ შეხვედრაზე ან მიღებაზე მიდიხართ.


 



თევზები

თუ თევზების ზოდიაქო გმართავთ, უნდა ატაროთ პატარა ზარის ფორმის გულსაკიდი, ბეჭედი ან საყურე – ეს ნებისმიერ სფეროში წარმატების გარანტი იქნება. ქვებიდან კი უპირატესობა ლურჯ, ყვითელ ან წითელ ფერებს მიანიჭეთ და ამ ფერის ქვებით გაწყობილი ბიჟუტერია ატარეთ.

საერთოდ, მიჩნეულია, რომ მანდილოსანმა მკვეთრი წითელი ფერის სამკაული ხშირად უნდა ატაროს, რადგან ამით ის ყურადღებას ადვილად იპყრობს  და ნეგატიური ზემოქმედებისგან მეტად არის დაცული.

დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.