7-13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

7 სექტემბერი 00:30, 2015 წელი

თავდაჯერებულობით მიზნის მიღწევას შეძლებთ და ცხოვრებასაც უკეთესობისკენ დაგეგმავთ.


ვერძი
იაზროვნეთ შემოქმედებითად. უფრო აქტიურად ჩაერთეთ საზოგადოებრივ საქმეებში. ნუ იქნებით დიქტატორი, რათა ეს ცუდად არ შემოგიბრუნდეთ და თქვენს ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. მეტად გულახდილი იყავით ოჯახის წევრებთან.


 



კურო
ადრე დაგეგმილი, კარგად გააზრებული და ამ პერიოდში დაწყებული საქმე მომგებიანი და წარმატებული აღმოჩნდება. დაეხმარეთ სხვებსაც. კარგია უცხოელებთან კონტაქტი. ადვილად შეძლებთ თქვენი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენას. ამ კვირაში კარგია მოგზაურობა.


 



ტყუპები
მთელი თქვენი ენერგია მიმართული იქნება შემოსავლის გაზრდისკენ. თავი შეიკავეთ რისკისგან და ეცადეთ, არ აჰყვეთ ცდუნებებს. არ დაუპირისპირდეთ კოლეგებსა და პარტნიორებს. ოჯახური მდგომარეობა არ მოგცემთ დასვენების საშუალებას. ფრთხილად იყავით საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას.


 



კირჩხიბი
ენერგიული, მიზანდასახული და ახალი იდეებით სავსე იქნებით. გაუმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობაც. არ არის გამორიცხული, მეგობრებისგან სარფიანი წინადადება მიიღოთ და ამან პროფესიულ საქმეში წარმატება მოგიტანოთ. მოგზაურობისას ფრთხილად იყავით.


 



ლომი
ამ პერიოდში კარგია კვალიფიკაციის ამაღლება და ცოდნის გამყარება, რათა მომავალში ახალი სიმაღლეები დაიპყროთ. ადვილად დაამყარებთ ურთიერთობებს და შეძლებთ ბევრი საქმის დასრულებას. ოჯახის წევრებთან დაამყარეთ მშვიდი და ჰარმონიული ურთიერთობა. ამ კვირაში კარგია ბინის რემონტის დაწყება.


 



ქალწული
თავდაჯერებულობით მიზნის მიღწევას შეძლებთ და ცხოვრებასაც უკეთესობისკენ დაგეგმავთ. თქვენი ინიციატივით დამყარებული ახალი კავშირები ძველი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ფინანსურ საქმეებში კი მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. მოერიდეთ, ასევე, დიდ შენაძენებს. ამ კვირაში ოჯახის წევრები გაგახარებენ.


 



სასწორი
კარგია ახალი სამსახურის დაწყება. ხშირად ჩაერთეთ ოჯახურ დისკუსიებში. ახლობლებთან კონტაქტი ბევრ სიამოვნებას მოგანიჭებთ. გაიზრდება გადაადგილებების რაოდენობაც. მოგზაურობა დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.


 



მორიელი
იმუშავეთ ჯგუფურად, რათა წარმატებას ადვილად მიაღწიოთ და ბევრ საქმეს გაუმკლავდეთ. კარგია შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მუშაობა. პირად ურთიერთობებში მეტად გამგები და დამთმობი იყავით, რათა თავიდან აიცილოთ პრობლემები და გაუგებრობები.


 



მშვილდოსანი
გაიზრდება გადაადგილებების, შეხვედრებისა და საქმიანი კონტაქტების რაოდენობა. დასახეთ გეგმები. მომატებული შრომისუნარიანობით ადვილად შეძლებთ საქმეების მოგვარებას. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს. კარგი დროა სასიყვარულო შეხვედრებისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის.


 



თხის რქა
მშვიდი პერიოდია. ეცადეთ, გაიუმჯობესოთ ურთიერთობები გარშემომყოფებთან. შეიცვლება თქვენი ინტერესები. გაიზრდება გადაადგილებებისა და მოლაპარაკებების რიცხვი. მოერიდეთ კამათსა და უთანხმოებას, როგორც კოლეგებთან, ასევე, მეგობრებთან.


 



მერწყული
სტაბილური შემოსავალი პირად ცხოვრებაში თავდაჯერებულს გაგხდით. გირჩევთ, გრძნობა, რომელსაც გულით ატარებთ, გარშემომყოფების თვალს მოარიდოთ. თუმცა, გაგიადვილდებათ ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვება. დაღლილობის შემთხვევაში, ეცადეთ, დასვენება ბუნებაში, ქალაქგარეთ დაგეგმოთ.


 



თევზები
იმოქმედეთ გაბედულად და არ მოდუნდეთ. სამუშაოს შესრულებას სახლის პირობებშიც შეძლებთ. საყვარელ ადამიანთან ერთად ხშირად გაერთეთ, ეს თქვენს განწყობას გააუმჯობესებს. არ არის გამორიცხული, დაუგეგმავად რამე ძვირფასი ნივთი შეიძინოთ.

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?