14-20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

14 სექტემბერი 00:30, 2015 წელი

თავდაჯერებულობითა და შინაგანი სიმშვიდით შეძლებთ, მოიზიდოთ გარშემომყოფების ყურადღება და გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა.


ვერძი
ნუ ეტყვით საკუთარ თავს სიამოვნებაზე უარს, მაგრამ ზღვარსაც ნუ გადახვალთ დროსტარებაში და ნუ გაფლანგავთ ბევრ ფულს. ახალი კავშირების დამყარება დაგეხმარებათ ადრინდელი გეგმების განხორციელებაში. სასიყვარულო გრძნობა კი გიბიძგებთ იმიჯის ცვლილებისკენ. კარგია დასვენება და სახლის მოწყობა.


 


 




კურო
ამ კვირაში მოიმატებს ცნობისმოყვარეობა, მჭევრმეტყველება და რომანტიკულობა. მზად იქნებით ახალი თავგადასავლებისთვის, რომანტიკული ნაცნობობისა და საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბრისთვის. არ არის გამორიცხული, შეიცვალოს თქვენი გეგმები. დაიცავით პრინციპები, რათა არავინ მოგატყუოთ.


 


 




ტყუპები
კარგია ახალი ნაცნობობა, კვალიფიკაციის ამაღლება და სწავლა. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული. ინფორმაციის უკმარისობის გამო გაგიჭირდებათ სამსახურებრივი საქმის შესრულება. თქვენი ოჯახის წევრებს დასჭირდებათ როგორც ფიზიკური, ასევე ფინანსური დახმარება და ნუ ეტყვით უარს. პირადი და რომანტიკული ურთიერთობებისთვის დრო არ დაგრჩებათ, რაც საყვარელი ადამიანის გაღიზიანებას გამოიწვევს. ეს კვირა კარგი დროა მოგზაურობისთვის.


 



კირჩხიბი
არაერთგვაროვანი კვირა გელით. ენერგიული და იდეებით აღსავსე იქნებით, თუმცა მოქმედებებისა და მუშაობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. თავდაჯერებულობითა და შინაგანი სიმშვიდით შეძლებთ, მოიზიდოთ გარშემომყოფების ყურადღება და გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. დალაგდება პირადი ცხოვრებაც. მოიმატებს ფარული ვნება. მოერიდეთ ეჭვიანობას, ძალდატანებასა და კრიტიკას.


 


 



ლომი
ბევრ საქებარ სიტყვას მოისმენთ და მოგეცემათ საქმიანობის სტიმული. გაზრდილი პატივმოყვარეობა და წინსვლის სურვილი ახალი იდეების განხორციელებისკენ გიბიძგებთ. ბევრ ადამიანს დასჭირდება თქვენი რჩევა. სასიყვარულო ურთიერთობებში კი გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რათა ეჭვიანობა დაცილების მიზეზი არ გახდეს.


 


 



ქალწული
კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად. მართალია, იდეების განხორციელებას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ მომავალი შედეგით კმაყოფილი იქნებით. ნუ აჰყვებით ემოციებს და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. არ არის გამორიცხული, კონკურენტებს დაუპირისპირდეთ. ეცადეთ, მეტი სიამოვნება მიიღოთ საყვარელ ადამიანთან გატარებული წუთებით.


 


 



სასწორი
ენერგიის ნაკლებობა თქვენს აქტიურობას შეასუსტებს და სამსახურებრივ საკითხებში სწრაფი მოქმედება და გადაწყვეტილებების მიღება გაგიჭირდებათ. ნუ იქნებით ზედმეტად ამპარტავანი, რათა გარშემომყოფებისა და კოლეგების თვალში სასაცილოდ არ გამოჩნდეთ.
მივლინება და მოგზაურობა გაზრდის თქვენს შესაძლებლობებს და მომავალში ფინანსებსაც კი.


 


 



მორიელი
კარგი დროა სწავლის გასაღრმავებლად. გაგიადვილდებათ ახლის ათვისება და ინფორმაციის მიღება. პროფესიონალიზმი დაგეხმარებათ, დამოუკიდებლად იმოქმედოთ და ცხოვრებაში მეტ წარმატებას მიაღწიოთ. ნუ შეიძენთ ძვირადღირებულ ნივთებს და გადადეთ ბინის რემონტი. საყვარელ ადამიანს კი ნუ მოახვევთ თქვენს აზრს თავზე ძალდატანებით. ერიდეთ უცნობებს.


 


 



მშვილდოსანი
მოერიდეთ ერთდროულად ბევრი საქმის შესრულებას და ეცადეთ, ზედმეტად არ გადაიტვირთოთ.
ასევე, მოერიდეთ სხვების გაკრიტიკებას და ზედმეტ სიმკაცრეს. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია, ჰარმონიული ურთიერთობები დაამყაროთ არა მარტო კოლეგებთან, არამედ საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან. ახლობლებთან ერთად დაწყებული საქმე მომავალში მოგებას მოგიტანთ.


 


 



თხის რქა
მეტად პედანტური და ყურადღებიანი იქნებით ყველა წვრილმანის მიმართ, ამიტომ ამ პერიოდში ძნელი იქნება თქვენი მოტყუება. გაიზრდება თქვენი თავდაჯერებულობა, აზარტულობა და თავნებობა, რის გამოც გაგიადვილდებათ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან საკუთარი აზრის დაფიქსირება.
მოერიდეთ საყვარელი ადამიანის გულის ტკენას, რათა ეს დაშორების მიზეზი არ გახდეს და ასევე, შორეულ მოგზაურობებსა და უცხოელებთან კონტაქტს.


 



მერწყული
კოლეგებთან უთანხმოება სჯობს კომპრომისისა და დიპლომატიის გზით მოაგვაროთ. მოერიდეთ დიდი ფინანსურ ხარჯებს. შეიცვალეთ იმიჯი და იყავით ნაკლებად კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ. კარიერისა და საქმის წინსვლისთვის რთული დროა. შესაძლოა, თავი იჩინოს ჯანმრთელობის პრობლემებმაც. მაქსიმალურად ეცადეთ, დრო  დასვენებისთვისაც გამონახოთ.


 


 



თევზები
მეტი ყურადღებით მიუდექით საქმეს და ბევრი დრო გაატარეთ ხალხის გარემოცვაში. ნუ განმარტოვდებით. გავლენიან ხალხთან კონტაქტი კი მეტად ნაყოფიერს გახდის თქვენს შრომას. გაუმჯობესდება ურთიერთდამოკიდებულება ნათესავებთან. მეგობრული ურთიერთობა კი შეიძლება დიდ სასიყვარულო გრძნობაში გადაიზარდოს.

დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!