21-27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

21 სექტემბერი 00:10, 2015 წელი

მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას და ეჭვიანობას. გაითვალისწინეთ გარშემომყოფთა აზრი.

ვერძი
მეტად მგრძნობიარე გახდებით მომხდარი მოვლენების გამო. ხშირად მოგინდებათ განმარტოება და ჩაფიქრება ცხოვრებაზე. ნუ იქნებით ზედმეტად პედანტური წვრილმანების მიმართ. ნუ აჩქარდებით დასკვნების გაკეთების დროს და ნუ იქნებით უხეში. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და წინდახედულება.


კურო
მოიმატებს დაძაბულობა, გაიზრდება საქმის რაოდენობა და ფინანსური ხარჯი. ეცადეთ, არ გაირთულოთ ურთიერთობა გარშემომყოფებთან. მოერიდეთ დამოუკიდებლად მოქმედებას. ახალი ფარული სასიყვარულო ურთიერთობა შესაძლოა, სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდოს და ბევრი სიამოვნება და ცხოვრებისეული ცვლილებები გამოიწვიოს.



ტყუპები
გააკეთეთ წარსულის ანალიზი და ახალი თვალით შეხედეთ მომავალს. ჩამოყალიბდით, რა გსურთ და რა არა! ნურავის აწყენინებთ და სამართლიანად მოექეცით კოლეგებს. არ გირჩევთ შორეულ მოგზაურობას. არ არის გამორიცხული, მეგობრული ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზარდოს და ამან დამატებითი პრობლემები შეგიქმნათ.


კირჩხიბი
კარგია იმიჯის და ურთიერთობების სტილის შეცვლა. გამოავლინეთ საქმეში შემოქმედებითი ნიჭი. ნუ იეჭვიანებთ საყვარელ ადამიანზე და ნურც წყენას ჩაიდებთ გულში, რათა ამით სიტუაცია არ დაძაბოთ.
თუ თავს შეუძლოთ იგრძნობთ, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. ამ კვირაში კარგია მოგზაურობა.


ლომი
მოერიდეთ რისკს და აზარტულ თამაშებს, რადგან ფორტუნა გიმტყუნებთ. ნუ იქნებით იმპულსური და ზედმეტად ემოციური. ნუ ენდობით ახლად გაცნობილ ადამიანს და ნურავის გაუმხელთ თქვენს გეგმებს. ეცადეთ, ხშირად დაისვენოთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში სიმპათიის მოპოვება არ გაგიჭირდებათ.


ქალწული
თქვენი ენერგეტიკა დაქვეითებას იწყებს, ამიტომ ხშირად დაისვენეთ და აღიდგინეთ ძალები. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას და ეჭვიანობას. გაითვალისწინეთ გარშემომყოფთა აზრი. თავი შეიკავეთ ფულის ხარჯვისგან. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობში კი, არ არის გამორიცხული, ყველაფრის ახლიდან დაწყება გახდეს საჭირო.


სასწორი
ხშირად გიმტყუნებთ ნერვები და ვერ შეძლებთ სიტუაციის კონტროლს. მიუხედავად ბევრი საქმისა, ეცადეთ, დრო ოჯახის წევრებსაც დაუთმოთ. მაღალია ახალი სასიყვარულო კავშირის წამოწყების ალბათობა. გაფრთხილებთ, ნუ იქნებით ზედმეტად მგრძნობიარე პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში.


მორიელი
ადვილად შეძლებთ რთული სიტუაციიდან თავის დაძვრენას. მოერიდეთ რისკს და გადაჭარბებულ სითამამეს. ნუ გამოიყენებთ ინფორმაციას გადაუმოწმებლად, რათა მოტყუებული არ დარჩეთ. არ დაარღვიოთ წესები და კანონები. უარი თქვით მოგზაურობაზე და სიფრთხილე გამოიჩინეთ გადაადგილებებისას.


მშვილდოსანი
რთული პერიოდია. მოსალოდნელია შეფერხებები, პრობლემები და ბარიერები სამსახურში. კარგად გადაამოწმეთ საბუთები, სანამ მას ხელს მოაწერთ. გაიზრდება შეხვედრების და გადაადგილებების რაოდენობა. ნუ გააბამთ უცხო ადამიანებთან რომანტიკულ ურთიერთობებს.


თხის რქა
ემოციურად დატვირთული პერიოდია. ადვილის იქნება თქვენი დაყოლიება და გადაბირება. კარგია ცოდნის გაღრმავება. მოერიდეთ უცხო ხალხთან ურთიერთობას. ყური უგდეთ ინტუიციას და მიხვდებით, როგორ იმოქმედოთ შეცდომების გარეშე. პირად ცხოვრებაში კი დროულად წადით კომპრომისზე.


მერწყული
მეტი დრო გაატარეთ საზოგადოებაში. ეცადეთ, დრო დასვენებისთვისაც გამონახოთ. მოერიდეთ სულსწრაფი გადაწვეტილებების მიღებას და ნუ დაარღვეთ წესებს. რთულ მომენტებში დაეყრდენით გამოცდილებას და ტრადიციულ მოქმედებებს. ამ პერიოდში წამოწყებული ახალი სასიყვარულო რომანი კი, დიდი შანსია, მალევე დასრულდეს და გულნატკენი დარჩეთ.


თევზები
თქვენი იდეები მოწონებას დაიმსახურებს. კოლეგები დააფასებენ თქვენს ერთგულებას და ნიჭს. მოერიდეთ ფულის უყაირათო ხარჯვას, იმპულსურ მოქმედებებს, აზარტულ თამაშებს და გაუაზრებელ რისკს. ახალი ნაცნობობა კი საფრთხეს შეუქმნის როგორც სასიყვარულო, ასევე საქმიან, პარტნიორულ ურთიერთობებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?