რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს აქვთ გამდიდრების შანსი?

ჰოროსკოპი

26 სექტემბერი 18:00, 2015 წელი

მდიდარი და შეძლებული ადამიანები სტატისტიკურად სასწორისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებში ჭარბობენ.


ვერძი

ვერძებისთვის ფულს უფრო იდეური დატვირთვა აქვს, ვიდრე მატერიალური. მისი სურვილი, დაიკავოს პირველი ადგილი საზოგადოებაში, ხანდახან ფინანსურ სფეროშიც ვლინდება. მისთვის მთავარია, სხვებზე ღარიბი არ იყოს. ზოგადად, ის შრომისმოყვარეა და საკმაოდ სარფიანი იდეებიც მოსდის თავში, რომლებსაც, არცთუ იშვიათად, ფულის მოტანაც შეუძლია. მთავარია, მან საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას დიპლომატია და ტაქტი გამოიყენოს, რაც მის სვლას სიმდიდრისკენ კიდევ უფრო ეფექტურსა და ნაყოფიერს გახდის.


 



კურო

კუროს სურს, ჰქონდეს იმაზე მეტი, ვიდრე აქვს – ეს მისი დევიზია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი მაქსიმალისტია. იბრძვის, რომ სახლი ნამდვილ სასახლეს დაამსგავსოს. ის ოცნებაშიც არ კარგავს დროს და სიმდიდრის მოპოვებისთვის თავს არ ზოგავს. ახალგაზრდა კუროებს ნაკლებად უმართლებთ ფულში, ასაკში შესვლისას კი მათ უძრავი ქონებისა და ფინანსების მხრივ საწუწუნო არაფერი აქვთ, რასაკვირველია, თუ ახალგაზრდობისას ბევრს იშრომებენ.


 



ტყუპები

ტყუპებისა და ფულის ერთად წარმოდგენა საკმაოდ რთულია. მის ქონებას ყველაზე დიდ ხიფათს ფულის უზომო ფლანგვის სურვილი უქმნის. ბაზრობაზე მოხვედრილი ტყუპები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში დადის, ვერაფრით ახერხებს იმის ყიდვას, რაც დილით უნდოდა და ეს გაორების გამო ემართება. მთავარია, მან ფულის დაზოგვა ისწავლოს და არ იყოს მფლანგველი.


 




კირჩხიბი

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს სავსე ქისის ჩხრიალი საყვარელ მელოდიას აგონებს. კირჩხიბთა შორის იშვიათად გვხვდება ღარიბი. ის ყოველთვის ცდილობს, იქ მოხვდეს, სადაც ფულის შოვნა შეიძლება. ასევე, ცდილობს, არ დაზოგოს ფული ისეთი საგნების ყიდვისას, რაც შეუძლია, შემდგომში კვლავ სარფიანად გაყიდოს. უყვარს კარგი ცხოვრება, ფულის შოვნა და მისი მიზანმიმართულად ხარჯვა.


 




ლომი

ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანმა, შესაძლოა, ღარიბმა დაიძინოს და დილით მდიდარმა გაიღვიძოს, თუმცა ეს პირიქითაც ხდება. მას უყვარს ფულის ახლობლებისთვის დახარჯვა, თუმცა შემოქმედებითი ამბიცია ახალ-ახალი პროექტებისკენ უბიძგებს, ეს კი გამდიდრების კარგი საშუალებაა. თუ ნეგატიურ თვისებებს დათრგუნავს, მაშინ გამდიდრების შანსიც გაორმაგდება.


 





ქალწული

ქალწული სიმდიდრეზე კი არ ოცნებობს, არამედ ამისთვის მუშაობს და თავს არ ზოგავს. ის ეკონომიურიცაა. თუ ქალწული შეძლებს, ისწავლოს საკუთარი ხასიათისა და ემოციის გაკონტროლება, მაშინ გარშემომყოფების, კოლეგებისა და ხელმძღვანელების მიერ დაფასებული იქნება, რაც მის ფინანსებზე დადებითად აისახება.


 




სასწორი

სასწორი არ ანიჭებს უპირატესობას მარტო მუშაობას და ის ყოველთვის ცდილობს, ფული პარტნიორებთან ერთად იშოვოს.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ადვილად ახერხებს კოლეგებს შორის კარგი რეპუტაციის მოპოვებას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს გამდიდრების შანსი აქვთ, თუ არ შეუშინდებიან ბარიერებს, რისთვისაც ხშირად უნდა შეიცვალონ იმიჯი.


 



მორიელი

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ჭარბობენ. მათ ყველაზე მეტად მიზანსწრაფვა ეხერხებათ. მთავარია, კარგად გააცნობიეროს და დაგეგმოს საკუთარი საქმე და მაშინ ის უეჭველად გაიმარჯვებს. ასევე, შეუძლია, მართოს დიდი კომპანიები და კორპორაციები და შეუმცდარი ინტუიციით გამოირჩევა.


 





მშვილდოსანი

მშვილდოსანს ფულის ხარჯვა ყოველთვის და ყველგან უნდა. მეორე საკითხია, აქვს თუ არა მას ფინანსები. მისთვის ფულის დაგროვება წარმოუდგენელია, თუმცა, უფულობას იშვიათად უჩივის და შემოსავლის წყაროს ყოველთვის პოულობს. ასაკში შესული მშვილდოსანი ისე ცხოვრობს, როგორც ახალგაზრდობაში იშრომა.


 




თხის რქა

თხის რქისთვის ეგრეთ წოდებული „ოქროს შუალედი“ არ არსებობს: ის ან მდიდარია, ან ღარიბი. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს არ უყვარს აჩქარებული და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება. ეს ეხება ფულის გამომუშავებასაც და ხარჯვასაც. ის არასდროს იმუშავებს იმ საქმეზე, რაც მის რეპუტაციას შელახავს. სამაგიეროდ, გამომუშავებულ თანხას დიდი რუდუნებით შეინახავს და შეეცდება, საკუთარი თავისთვის მყარი გარანტიები შექმნას.


 




მერწყული

თუ მერწყული ოდესმე გამდიდრდება, ეს მისი გენიალური იდეის დამსახურება იქნება და არა მისი შრომისმოყვარეობის. სასურველია, მან მიზანსწრაფვა, შრომა, ორგანიზებულობა და მოთმინება ისწავლოს – ეს მას მეტ შემოსავალს მოუტანს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ფიზიკურ შრომას გონებრივს ამჯობინებს. მისგან კარგი ბიზნესმრჩეველი დგება.


 




თევზები

თევზები ცდილობენ, არასდროს იწუწუნონ უფულობაზე და ამიტომ ისინი გარშემომყოფებს მუდამ ფულიანი ჰგონიათ. მას შეუძლია, იოცნებოს და საკუთარი თავი დააჯეროს, რომ მდიდარია, ჰყოფნის ფინანსები და ამ მხრივ ყველაფერი კარგად იქნება. თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს სურს, გამდიდრების შანსი მიეცეს, უნდა მოიშოროს ზღვარგადასული ფანტაზია, შეეშვას წარსულზე ფიქრს და შეუდგეს ფაქტების რეალურად აღქმას და იმ საქმის კეთებას, რითიც ფულს იშოვის.


 

დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.