რატომ უნდა გედგათ ბინაში თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესაფერისი მცენარე?

ჰოროსკოპი

10 ოქტომბერი 18:00, 2015 წელი

თუ თქვენი ზოდიაქოს შესაბამის მცენარეს დადგამთ  სახლში, ის წარმატებების მოპოვებაში, პრობლემების ადვილად გადაჭრაში დაგეხმარებათ და ენერგეტიკულადაც დადებითად იმოქმედებს თქვენზე. 


ვერძი

ვერძისთვის კარგია კაქტუსი. ის გამოყოფს თქვენთვის სასიკეთო ენერგეტიკას და შთანთქავს თქვენ გარშემო არსებულ ნეგატიურ ენერგიებს. ამიტომ, აუცილებლად შეიძინეთ ეს მცენარე და დადგით ისეთ ადგილას, სადაც ხშირად გიწევთ ყოფნა. ის ეცდება, მაქსიმალურად აგარიდოთ ავი თვალი, დაგიცვათ გარშემომყოფების ცუდი აურისგან და თქვენში სასიკეთო ენერგეტიკული ცვლილებები გამოიწვიოს.


 



კურო

კუროსთვის კარგია ფართოფოთლიანი მცენარეები - მაგალითად, პალმა ან ფიკუსი. ისინი დაგეხმარებათ სწორად აზროვნებაში და დადებითი შედეგების მომტანი ნაბიჯების გადადგმაში. ეს მცენარეები ბინაში განსაკუთრებით იმ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ, ვინც ხელოვნების დარგში მოღვაწეობს ან სამეცნიერო კვლევებს აწარმოებს. ასევე, თუ სახლში ბავშვი კუროა, მის აზროვნებასა და გონებრივ ჩამოყალიბებაზე საკმაოდ დადებით გავლენას მოახდენს.


 



ტყუპები

ტყუპებისთვის წარმატების მომტანია ისეთი მცენარეები, რომლებიც პატარა ყვავილებს ისხამს - ასეთია ია და დეკემბერა. ეს მცენარეები დაგეხმარებათ ნაცნობებთან და თანამშრომლებთან დადებითი ურთიერთობების შენარჩუნებაში, ზომიერების დაცვაში, ემოციების მოთოკვაში. ასევე, ეს მცენარეები გაგიძლიერებთ საკუთარი შესაძლებლობების რწმენას და აგარიდებთ ავ მზერას.


 



კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის სასიკეთოა წყალმცენარეები, რომლებსაც აკვარიუმში გაახარებთ. ეს თქვენზე დადებით გავლენას მოახდენს ენერგეტიკული თვალსაზრისით, ასევე, შეგიქმნით სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნებას სახლში, გააძლიერებს თქვენს იმუნიტეტს, გაგივითარებთ რწმენას და სულიერ სიმშვიდეს მოგგვრით. აგრეთვე, დაგიცავთ ცუდი ენერგიებისგან და ეცდება, თქვენში რომანტიკული თვისებები გააღვიძოს.


 



ლომი

ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის წარმატებების მომტანია დეკორატიული, ჯუჯა პალმა. ის დაგეხმარებათ საოჯახო და კარიერული პრობლემების ადვილად დაძლევაში, განავითარებს თქვენში დამოუკიდებლობის გრძნობას, შეგმატებთ მეტ რწმენასა და თავდაჯერებულობას; ასევე, მოგიხსნით სტრესსა და დაძაბულობას.


 



ქალწული

ქალწულებისთვის კარგია ქოთნის პატარა მწვანე ყვავილები; ასევე, გახარებული ხორბალი. ეს მცენარეები ბარაქის მოზიდვაში დაგეხმარებათ. შეგიწყობთ ხელს აზროვნების განვითარებასა და უცხო ადამიანებთან შეგუებაში. თუ კარიერაში ან ბიზნესში წარმატებების ადვილად მიღწევა გსურთ, მაშინ თქვენი ზოდიაქოს შესაბამისი მცენარე აუცილებლად უნდა გაახაროთ ბინაში.


 



სასწორი

სასწორებისთვის კარგია ბინაში ისეთი ქოთნის მცენარეები, რომლებსაც დიდი ყვავილები აქვს - მაგალითად, ჩინური ვარდი. ის დაგეხმარებათ პირადი ცხოვრების მოწყობაში, სასიყვარულო პარტნიორის პოვნაში და გაგათავისუფლებთ უსარგებლო ეჭვებისა და ემოციებისგან. ასევე, ხელს შეგიწყობთ, ადვილად მოახდინოთ დადებითი გავლენა სხვებზე და ოჯახში მშვიდი და იდილიური გარემო შექმნათ.


 



მორიელი

მორიელებისთვის კარგია ისეთი ქოთნის ყვავილები, რომლებიც სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა - მაგალითად: ალოე, კალანჰოე, ბალბა. ისინი თქვენს ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას მოახდენენ, ენერგიულად გაგაძლიერებენ, დაგეხმარებიან რთულ სიტუაციაში საღად აზროვნებაში; დაგიცავენ შეცდომებისგან, მოიზიდავენ ფინანსებს და კარიერულ წინსვლაში შეგეშველებიან. ასევე, ეს მცენარეები იზრუნებენ, თქვენ გარშემო შექმნან მშვიდი და ჰარმონიული გარემო, სადაც თავს კომფორტულად და დაცულად იგრძნობთ.


 



მშვილდოსანი

მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სახლში ქოთნის ბზა. ის დაგეხმარებათ გარშემომყოფების კეთილგანწყობის მოპოვებაში, დადებითად იმოქმედებს თქვენს შემოსავლებზე და სასურველი მიზნის მიღწევაში შეგიწყობთ ხელს. ადვილად შეძლებთ ცხოვრებისეული ბარიერების გადალახვას და პრობლემებსაც საღი გონებით მოაგვარებთ.


 


თხის რქა
თხის რქებისთვის კარგია ისეთი მწვანე მცენარეები, რომლებიც არ ყვავილობენ და, უბრალოდ, დეკორატიული დანიშნულება აქვთ - მაგალითად, გვიმრა. ის მოგიტანთ სიხარულს, სიმშვიდეს, დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში და საოჯახო ურთიერთობებს მოგიწესრიგებთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში კი ეს მცენარე ნამდვილად დიდ როლს შეასრულებს, რადგან მისგან წამოსული ენერგეტიკა თქვენს შარმს წინ წამოწევს და დაგეხმარებათ, გამოაჩინოთ თქვენში მიმალული დადებითი თვისებები.


 


მერწყული
მერწყულებისთვის წარმატება მოაქვს კაქტუსს. სახლში სხვადასხვა ჯიშის კაქტუსები უნდა დადგათ. მათი ენერგეტიკა თქვენზე დადებითად აისახება, სასიყვარულო რომანტიკულ ურთიერთობებს მოაწესრიგებს და ხელს შეგიწყობთ მშვიდ ცხოვრებაში. ასევე, კარგია ჭრელფოთლიანი მცენარეები და გეორგინა, რომლებიც ოჯახში სიმყუდროვის შეგრძნებას მოგანიჭებთ, გაასუფთავებს ბინის აურას და გარედან შემოსულ უარყოფით ენერგიებს, რომელიც მშვიდ ცხოვრებას უშლის ხელს, ადვილად შთანთქავს.


 


თევზები
თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის აუცილებელია სახლში წყლის მცენარეების გახარება. ლოტოსი მისტიკურ და მაგიურ მცენარედ მოიაზრება და ავი თვალისგან დაგიცავთ. ასევე, კარგია ბზა, რომელიც შეცდომებს აგარიდებთ და სულიერ სიმტკიცეს განავითარებს თქვენში.  ეს მცენარეები თქვენს ბინაში მოიზიდავს სიყვარულის ენერგეტიკას და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თქვენ გვერდით აღმოჩნდება, იგრძნობს თქვენს მისდამი დამოკიდებულებას.

დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.