რას ამხელს ადამიანის დამოკიდებულება ფერების მიმართ და რომელი ფერია თქვენთვის წარმატებების მომტანი?

ჰოროსკოპი

17 ოქტომბერი 18:00, 2015 წელი

თუ გსურთ, გაერკვეთ, რომელი ფერია თქვენთვის მისაღები და ბედნიერების მომტანი, დააკვირდით ქვემოთ მოყვანილ ასტროლოგიურ რჩევებს და ადვილად მიხვდებით, რომელ ფერთა გამაზე უნდა შეაჩეროთ თქვენი არჩევანი.


ვერძი

წითელი, მუქი ვარდისფერი, ოქროსფერი, ყვითელი, ღია ყვითელი და მწვანე. ამ ფერებს შესწევს ძალა, ვერძებში სიმშვიდე და საუკეთესო გრძნობები გამოიწვიოს. ამასთანავე, ვერძებს მართავენ კონტრასტული ფერები ყვითლისა და ცისფერის შერწყმით. ვერძებს არ იზიდავთ კონფლიქტური სიტუაციები და არც მეტად აგრესიულები არიან. ეს ფერები კი მათ  ხასიათს უსვამს ხაზს.


 



კურო

წვანე ფერის ყველა ტონი, ღია ყვითელი, თეთრი და ცისფერის ტონები. აღნიშნული ფერები კუროებს იმედით აღავსებს. განაპირობებს მათ პოზიტიურ ხასიათსა და განწყობას, აიძულებს რაციონალურ აზროვნებას. ამ ფერების დახმარებით კუროები ყოველთვის ყველაფერს რეალურად აღიქვამენ და უარს ამბობენ ოცნებაზე.


 



ტყუპები
იასამნისფერი, რუხი, ნარინჯისფერი და ყვითელი. რუხი ტყუპებს ეხმარება, სერიოზულად განეწყონ ამა თუ იმ სიტუაციისადმი და მეტი ყურადღება გამოავლინონ მცირე დეტალებისადმი. ნარინჯისფერისა და ყვითლის დახმარებით ტყუპები ოპტიმიზმით აღივსებიან და მხიარულად უყურებენ საკუთარ ცხოვრებას. იასამნისფერი კი მათ დამაჯერებლობას ჰმატებს.


 




კირჩხიბი
თეთრი, ცისფერი, ვერცხლისფერი, ლურჯი და მწვანე. კირჩხიბებს მართავს მწვანე. მათი გამანეიტრალებელი ფერები კი იასამნისფერი და ნარინჯისფერია. ეს ფერები მათ ეხმარება, ენდონ საკუთარ ინტუიციას და აღივსონ ენერგიით. აღნიშნული ფერთა გამის საშუალებით ისინი აკონტროლებენ და ძალიან მარტივად მართავენ საკუთარ თავს.


 



ლომი
მუქი ყვითელი, ყავისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, მწვანე, თეთრი, შავი. მკაცრი ფერები ლომების შინაგან სამყაროსა და მტკიცე ხასიათს გამოხატავენ. ლომები ილტვიან შეუზღუდავი ბატონობისკენ, მათ საკმაოდ დიქტატორული ბუნებაც აქვთ. ნარინჯისფერი ყველაზე თბილი და პოზიტიური ფერია. ამ ზოდიაქოს ნიშანს ნარინჯისფერი ენერგიით აღავსებს, ეხმარება მათ, იპოვონ ზღვარი სურვილებსა და რეალობას შორის და ამასთანავე, დამაჯერებლობას ჰმატებს მათ. 


 



ქალწული
თეთრი, ცისფერი, მწვანე, ლურჯი და ნაცრისფერი. ეს ფერები ეხმარება ქალწულებს, მუდამ აკონტროლონ საკუთარი თავი, ანეიტრალებენ ხშირ შემთხვევაში მათ მოსაწყენ ხასიათს და ხალისს სძენენ მათ. ნაცრისფერი განაპირობებს მორიდებას, რაციონალურობასა და პედანტურობას. რუხი ქალწულებს ეხმარება, არ გადადგან დაუფიქრებელი ნაბიჯი და მის ირგვლივ მომხდარ მნიშვნელოვან ამბებზე კარგად დაფიქრდნენ.


 




სასწორი
ღია ყვითელი, მუქი ლურჯი, მწვანე და მისი ტონები. სასწორებს აღნიშნული ფერების შერწყმა თეთრთან უყვართ, რაც მათ პოზიტიურ განწყობას განაპირობებს. ეს ფერები ხაზს უსვამს ამ ზოდიაქოს ნიშნების გამომგონებლურ და პიკანტურ ხასიათს. აღნიშნული ფერთა გამა სასწორების დამშვიდებასა და მოდუნებას განაპირობებს.


 




მორიელი
მუქი ვარდისფერი, მუქი წითელი, წითლის ტონები და ყვითელი. როგორც ცნობილია, მორიელები ემოციურობით გამოირჩევიან, ეს ფერები კი ზუსტად გადმოსცემენ მათ შინაგან სამყაროს. ამ ფერების საშუალებით ისინი მომთხოვნები, ენერგიულები და საკმაოდ კომუნიკაბელურები ხდებიან. 


 



მშვილდოსანი
ცისფერი და ლურჯის ტონები, იასამნისფერი და მწვანე. ეს ფერები აღნიშნავენ იმას, რომ მშვილდოსნები მეტად კომუნიკაბელურები არიან. მშვილდოსნებს მართავს წითელი ფერი, მისი გამანეიტრალებელი ფერები კი ცისფერი და მწვანეა. ცისფერი მშვილდოსნებში ფილოსოფიური საკითხებისკენ ლტოლვას განაპირობებს, მათში იდუმალებას აღძრავს და აიძულებს მსგავსი სიტუაციების გამორკვევას. 


 




თხის რქა
ნებისმიერი მუქი ფერი, დაწყებული ყავისფერით, დამთავრებული შავით. როგორც წესი, ამ ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანები დიდი ფანტაზიით არ გამოირჩევიან. მათთვის მისაღები ფერთა გამაც სწორედ მათ ხასიათს უსვამს ხაზს. თხის რქებს უყვართ მკაცრი ტონი. მათი ფერთა გამა ქმნის კონსერვატულობის, სტაბილურობისა და პრინციპულობის ნაკრებს. 


 




მერწყული
ყვითელი, ცისფერი, თეთრი. ეს ფერები ხაზს უსვამს მერწყულების სათუთ და საკმაოდ ნაზ შინაგან სამყაროს. აღნიშნულ ფერთა გამა ამ ზოდიაქოს ნიშნებს დადებითად და პოზიტიურად განაწყობს. მათი დახმარებით ისინი მეტად მოსიყვარულენი და ყურადღებიანი ხდებიან.


 




თევზები
იასამნისფერი, ცისფერი, მწვანე, წითელი, მუქი ვარდისფერი, ლურჯი. ეს ფერები თევზების იდუმალ და მელანქოლიურ შინაგან სამყაროზე მიუთითებს. ასევე, აღნიშნავს, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნების მქონე ადამიანთათვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი მათ შესახებ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?