რა იზიდავს თქვენში საპირისპირო სქესის წარმომადგენელს?

ჰოროსკოპი

24 ოქტომბერი 18:00, 2015 წელი

ალბათ, ყველას აინტერესებს, რა ელის სამომავლოდ სასიყვარულო-რომანტიკულ თუ ინტიმურ ურთიერთობებში. ასტროლოგიურად კი ნამდვილად შესაძლებელია ამის გაგება, რადგან, ამ კუთხით, ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს თავისი დამახასიათებელი შტრიხი აქვს. ასე რომ, დააკვირდით თქვენს ზოდიაქოს ნიშანს და გაარკვიეთ, რით გამოირჩევით სასიყვარულო ურთიერთობაში და რა იზიდავს თქვენში საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად.


ვერძი

ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები სიჯიუტით გამოირჩევიან. მამაკაცთან ურთიერთობისას უყვართ გარკვეული ინიციატივების გამოვლენა. ვერძებს ადვილად შეუძლიათ მამაკაცთან საერთო ენის გამონახვა და ამის გამო არც თაყვანისმცემლების ნაკლებობას განიცდიან. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს ინტიმური კავშირის დროსაც კი არ სიამოვნებთ მამაკაცზე დამოკიდებულება და არ არის გამორიცხული, ამ დროს ეგოისტური მოქმედებებიც ჩაიდინონ. 




კურო

კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ძალიან მგრძნობიარეები არიან, თუმცა, ამავდროულად, პრეტენზიულები და მომთხოვნებიც. საყვარელი მამაკაცისგან ითხოვენ ფულის ხარჯვას და ძვირფას საჩუქრებს. ისინი მამაკაცის იმედებს სრულად აკმაყოფილებენ. ინტიმურ ურთიერთობებში თავიანთი რჩეულების მიმართ თბილები, მოსიყვარულეები და გულღიები არიან. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მათ უყვართ ახალი შეგრძნებების ძიება და მალევე ბეზრდებათ ერთფეროვანი სასიყვარულო ურთიერთობები.




ტყუპები

ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები სექსუალურ ურთიერთობებში გონებამახვილობითა და ჭკუით გამოირჩევიან. ერთი შეხედვით შიფრავენ მამაკაცს და ზუსტად ხვდებიან, რას ითხოვს ის მისგან. ეს თვისება კი მათ ეხმარებათ იდეალური პარტნიორის არჩევისას. უყვართ, როცა დამოკიდებულნი არიან საყვარელ ადამიანზე და მათ ენდობიან.





კირჩხიბი

კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები შინაგანად ვნებიანები არიან, მაგრამ ამას არ ამჟღავნებენ და გარეგნულად ფრიგიდულები ჩანან. ბევრ მათგანს სჯერა, რომ სექსუალური სურვილების გამოვლენა სისუსტის მაჩვენებელია და ამიტომ ისინი თავშეკავებას ამჯობინებენ. უყვართ საყვარელ მამაკაცზე დამოკიდებულება, თუმცა, თუ მათში ვერ დაინახეს ის, რასაც ელიან, განშორების ინიციატორები თავად ხდებიან.





ლომი

ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ვიზუალურად მიმზიდველები არიან, მაგრამ ნაკლებად გამოირჩევიან ტემპერამენტით. ისინი არასდროს აძლევენ საშუალებას გრძნობას, მათზე გავლენა მოახდინოს და ამის გამო ერთი შეხედვით უგულო ადამიანების შთაბეჭდილებასაც კი ტოვებენ. ხოლო, მათი უხეშობა ინტიმური ურთიერთობის დროს იმით აიხსნება, რომ ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ ინტიმურ კავშირზე. ლომები ყოველ ახალ თაყვანისმცემელს ისე აღიქვამენ, როგორც პოტენციურ საქმროს, რაც სასიყვარულო ურთიერთობაში ნამდვილად ხელშემშლელ ფაქტორად ევლინებათ. 



ქალწული

ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები სილამაზით, სინაზითა და რბილი ხასიათით გამოირჩევიან. ამიტომ ისინი პრაქტიკულად ქალურობის იდეალები არიან და მამაკაცებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი ყოველთვის ენდობა მამაკაცს, მათ შორის, ინტიმურ ურთიერთობაშიც. თუმცა, ნუ ეცდებით მის გამოყენებას, რადგან ის ამას ადვილად მიხვდება და მალე დაგშორდებათ.






სასწორი

სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები სექსში მეტად ძლიერი პარტნიორები არიან, გამოირჩევიან მოზღვავებული ტემპერამენტით, თუმცა, რეალურად, ისინი ძალიან ნაკლებ ყურადღებასა და მნიშვნელობას ანიჭებენ ინტიმურ ცხოვრებას. 





მორიელი

მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ძალიან ლამაზები და მიმზიდველები არიან, აქვთ შინაგანი მომხიბვლელობა და შარმი. ცდილობენ, ჭკვიანურად აირჩიონ სასურველი პარტნიორი და მის გვერდით თავი მშვიდად იგრძნონ. ერთი შეხედვით შეუძლიათ ნებისმიერი სიტუაციის კონტროლი, თუმცა ყოველგვარ კანონსა და წესს ივიწყებენ, როცა საქმე ინტიმურ ურთიერთობას ეხება – ამ დროს ისინი უკომპლექსოები და თავისუფლები არიან. ასევე, ისინი ერთგულებას იჩენენ საყვარელი მამაკაცის მიმართ და, ამიტომ ყოველთვის შეგიძლიათ, მათ ენდოთ. 




მშვილდოსანი

მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები გამოირჩევიან გამჭრიახი გონებით, მახვილგონიერებითა და ცნობისმოყვარეობით. ინტიმურ ურთიერთობებში მათი ფანტაზია უსაზღვროა. მათ შესწევთ უნარი, დატკბნენ ცხოვრებით და ინტიმური ურთიერთობებიდანაც მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ. თუმცა, მათი ნდობა არ ღირს, რადგან, მარტივად შეუძლიათ, საყვარელი ადამიანი მიატოვონ.





თხის რქა

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ყოველთვის ცდილობენ, ჩარჩოში მოექცნენ და არ გასცდნენ მას. თუმცა, ამავდროულად, მეტად მოსიყვარულეები და სექსუალურები არიან და უყვართ ინტიმურ ურთიერთობებში ინიციატივის გამოვლენა, მაგრამ საშინლად ვერ იტანენ ღალატს. ამის გამო, შესაძლოა, შურიც კი იძიონ საყვარელ ადამიანზე.





მერწყული

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები გამოირჩევიან ხალასი იუმორით, კარგი ხასიათითა და მეგობრობით. აქედან გამომდინარე, მათთვის აუცილებელია, გვერდით ჰყავდეთ ისეთი მამაკაცი, რომელიც მათ გაუგებს და აჰყვება, ინტიმური ურთიერთობა კი მათთვის მეორეხარისხოვანია. თუმცა, მათთვის მნიშვნელოვანია რომანტიკა და სენტიმენტები. ისინი ძალიან აფასებენ ასეთ თვისებებს მამაკაცებში.





თევზები

თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები მეტად განვითარებული ჭკუა-გონებით გამოირჩევიან. უყვართ ოცნება, უადვილდებათ გადაწყვეტილებების მიღება და მიზნის დასახვა, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ვერ აღწევენ მიზანს. ისინი საკუთარ პარტნიორს აღმერთებენ, რაც ინტიმური ურთიერთობისას მაქსიმალური სიამოვნების მიღებაში ხელს უშლით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალბატონები მისაღები თვისებებით გამოირჩევიან, მათ მამაკაცები ხშირად აქცევენ ხოლმე ზურგს. თუმცა, საზოგადოებაში, ყურადღებას იპყრობენ შინაგანი შარმის წყალობით. 


 


 


 

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?