26 ოქტომბერი-1 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

26 ოქტომბერი 00:05, 2015 წელი

საკმაოდ აქტიური პერიოდია. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ყურადღება მიაქციეთ, რას გკარნახობთ ინტუიცია. კარგი დროა პარტნიორული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ნიჭი და ენერგია მიმართეთ პროფესიონალურ საქმიანობაზე.


ვერძი

თავდაჯერებულობითა და პრაქტიკული გათვლის უნარით, ადვილად შეინარჩუნებთ არსებულ მატერიალურ მდგომარეობას. საჭირო კავშირების დასამყარებლად და ინფორმაციის მისაღებად დახმარება სთხოვეთ თანამოაზრეებსა და გამოცდილ კოლეგებს. მომგებიანი ოპერაციებიც სჯობს, ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად ჩაატაროთ. სასიყვარულო და საქორწინო ურთიერთობას ურთიერთგაგებისა და რომანტიკის გარეშე აზრი დაეკარგება, ამიტომ ეცადეთ, მეტად გულახდილი იყოთ პარტნიორთან.


 



კურო

დაქვეითდება თქვენი ენერგეტიკა და გაგიჭირდებათ სწრაფი მოქმედება. თანამედროე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, სამუშაოს ნაწილს სახლში შეასრულებთ. სახლი გახდება საინტერესო შეხვედრების და კონტაქტების ადგილიც. საჭიროების შემთხვევაში დახმარება სთხოვეთ უახლოეს მეგობრებს. ეცადეთ, გამონახოთ თავისუფალი დრო დასვენებისთვის, რათა დაღლილობა და დაძაბულობა ცუდად არ აისახოს თქვენს პირად და სასიყვარულო ურთირთობებზე. მოერიდეთ მოგზაურობას.


 



ტყუპები

ბევრ დროს გაატარებთ ოჯახში, მაგრამ უსაქმურობისა და დასვენების საშუალება არ გექნებათ. იყავით მეტად ტაქტიანი და დიპლომატიური საყვარელ ადამიანთან და ახლო ნათესავებთან. ამგვარად ადვილად მიიღებთ საწადელს და არც არავის გააღიზიანებთ. დაძაბულობა კი ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. ამიტომ, უმჯობესია, პერიოდულად დაისვენოთ. მოგზაურობა და მივლინებები სასურველ შედეგს გამოიღებს, ხოლო უცხოელებთან ურთიერთობა სარფიანი გამოდგება.


 



კირჩხიბი

საკმაოდ აქტიური პერიოდია. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ყურადღება მიაქციეთ, რას გკარნახობთ ინტუიცია. სახლის საქმეები უმთავრეს ადგილს დაიკავებს. შეუზღუდავი თავისუფლების მოთხოვნილება კრიზისულ მდგომარეობას გამოიწვევს. განსაკუთრებული მოთმინება გმართებთ პირად ურთიერთობებში, რადგან დაკარგულს ვეღარ დაიბრუნებთ. შორეული მოგზაურობა საფრთხეს შეუქმნის თქვენს ჯანმრთელობას. ქალაქგარეთ გასვლა და ბუნებაში დასვენება კი ადვილად გამოგიკეთებთ განწყობას.


 



ლომი

ეს კარგი დროა პარტნიორული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ნიჭი და ენერგია მიმართეთ პროფესიონალურ საქმიანობაზე. ადრე გაწეული შრომა შედეგს გამოიღებს, თუმცა ძველი დაუსრულებელი საქმეები სასწრაფოდ დასრულებას მოგთხოვთ. ფანტაზიის უნარი დაგეხმარებათ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში. ამ პერიოდში გაგიადვილდებათ უცხოელების კეთილგანწყობის მოპოვება. ხშირად მოგიწევთ გადაადგილებები. მეტი დრო დაუთმთ ოჯახს და ბავშვებთან ურთიერთობას.


 



ქალწული

თქვენი ენთუზიაზმი გადამდებად იმოქმედებს გარშემომყოფებზე. სამსახურის საქმეებში წარმატებისთვის გამოიყენეთ არაორდინალური გზები და მეთოდები. დიდი მნიშვნელობა მიანიჭეთ პირად და პარტნიორულ ურთიერთობებს. არსებული სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება სწრაფად შეცვალოს ახალმა რომანმა. შესაძლოა, თავი იჩინოს ქრონიკულმა დაავადებებმა. ეს იმის მაუწყებელია, რომ არასწორი დღის რეჟიმით ცხოვრობთ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს.


 



სასწორი

ბევრ დროს დაუთმობთ შემოქმედებით მუშაობას, გართობას და ახლობლებთან ურთიერთობას. წარმატებისკენ სწრაფვისას მორიდეთ უკანონო ფინანსურ გარიგებებს, რისკს და აზარტულ თამაშებს. საკუთარი მიზნებისთვის ნუ გამოიყენებთ სამსახურებრივ მდგომარეობას. საქორწინო და სასიყვარულო ურთიერთობას სერიოზულ პრობლემას შეუქმნით ეჭვიანობით და ზედმეტი მომთხოვნელობით. შორეულ მოგზაურობაში გამგზავრებისას შესაძლოა, ამაღელვებელი სასიყვარულო რომანი წამოიწყოთ.


 



მორიელი

პიროვნული თვისებების დემონსტრირებისას მოგიწევთ გარშემომყოფებთან აქტიურად კონტაქტი და ახალი საქმეების დაწყება. მოერიდეთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობების განხილვას. ნათესავებსა და მშობლებს განსაკუთრებული ყურადღება და მოვლა დასჭირდებათ. გადაადგილებები, შეხვედრები, მივლინებები და მოგზაურობა სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს განწყობაზეც და საქმეებზეც. სასიყვარულო ურთიერთობაში გაუგებრობის შემთხვევაში კი გადაამოწმეთ ინფორმაცია. დასაშვებია ახალი რომანიც.


 



მშვილდოსანი

ბევრ ძალასა და დროს მოგთხოვთ სამსახურისა და ბიზნესის საქმეები. თუ არ დაიზარებთ და გამოიყენებთ სასიკეთო შემთხვევებს, ფინანსურ საკითხებში წარმატებას ადვილად მიაღწევთ. შესაძლოა დაგჭირდეთ ხელშეკრულებების გაფორმება და საქმიანი კავშირების დამყარება. ახალი საქმის დაწყებისას დახმარებისთვის მიმართეთ ახლო ნათესავებს და მეგობრებს. სასიყვარულო კავშირს საფრთხე ემუქრება ტყუილებისა და მავნე ჩვევების გამო, ამიტომ იყავით ფრთხილი და წინდახედული.


 



თხის რქა

ენერგეტიკული ბალანსის დაქვეითება გააძლიერებს დაღლილობის შეგრძნებას. ამასთანავე, მოიმატებს მოვალეობებიც. გაგიჭირდებათ სამსახურის, პროფესიული და სახლის საქმეების ერთდროულად შესრულება. კოლეგებსა და ოჯახის წევრებთან ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი, ემოციური და ჯიუტი. ეცადეთ, ყველა პრობლემა დიპლომატიური გზით გადაწყვიტოთ. საყვარელ ადამიანთან სერიოზული უთანხმოების მოგვარებისას ნუ აჩქარდებით.


 



მერწყული

საზოგადოებრივი და სოციალური აქტიურობა გაიზრდება, თუმცა მოიმატებს მოვალეობები და ვალდებულებებიც. მოქმედებისას შესაძლოა, გადააწყდეთ სირთულეებს, რომელთა დასაძლევად მეტად უსმინეთ ინტუიციას და თავი შეიკავეთ ემოციებისგან. მიიღეთ სწორად ყველა ის ინფორმაცია, რაც თქვენამდე მოვა და კარგად გააანალიზეთ. ძველი სასიყვარულო კავშირი კი ძლიერ მეგობრულ კავშირად იქცევა.


 


 



თევზები

გაზრდილი თავდაჯერებულობა და ამბიციურობა ხელს შეგიძლით პარტნიორებთან მოლაპარაკებების ჩატარებასა და საერთო შეთანხმების მიღწევაში. საქმიან ურთიერთობებში ბევრი რამ ბურუსით იქნება მოცული. ნუ გამოიყენებთ ფარულ და არაკეთილსინდისიერ მეთოდებს. მიუხედავად იმისა, რომ გრძნობების გამოვლენაში თავშეკავებული იქნებით, მაინც შეძლებთ ძალზე ვნებიანი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებას. მოგზაურობები კი უმეტესად საქმიანი ხასიათის იქნება.

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?