რატომ უნდა შეარჩიოთ ცხოვრების თანამგზავრი და მეგობრები ასტროლოგიის მიხედვით?

ჰოროსკოპი

31 ოქტომბერი 18:00, 2015 წელი

ზოგი ადამიანი ჩვენზე დადებითად მოქმედებს, ზოგიც - უარყოფითად. ასტროლოგიური თვალსაზრისით, სხვადასხვა ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ერთმანეთზე მართლაც სხვადასხვანაირად ზემოქმედებენ.
არ იქნება ურიგო, თუ ცხოვრების მეგზურსაც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით აირჩევთ, რათა შემდგომ პრობლემებსა და გაუგებრობებს თავი აარიდოთ.


ვერძი
ვერძებისთვის დადებითად მოქმედებს ქალწულებთან ხშირი კონტაქტი. მის მიერ „გამოფრქვეული“ ენერგია დადებითად მოქმედებს ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანის ფსიქიკაზე. ასევე, კარგია თხის რქებთან და კირჩხიბებთან ხშირი ურთიერთობაც.


 



კურო

კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის სასიკეთოდ მოქმედებს სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ პიროვნებებთან კონტაქტი. ეს ნიშანი წინაღობების დაძლევაშიც დაგეხმარებათ. კირჩხიბების გარემოცვაში ყოფნა ხელს შეგიწყობთ კარგი განწყობის შენარჩუნებაში, ვერძის აურა კი ნერვულ სისტემაზე იმოქმედებს დადებითად.




ტყუპები

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებზე კარგად მოქმედებს მორიელის, ლომის, თევზებისა და თავისივე ნიშნის – ტყუპების გარემოცვაში ყოფნა. სასწორთან კონტაქტი კი მეტ სიმშვიდეს მოგიტანთ.




კირჩხიბი

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანმა მეტი დრო უნდა გაატაროს მშვილდოსნისა და სასწორის გარემოცვაში. ისინი პრობლემების გადაჭრასა და ცხოვრებაში სწორი გზის არჩევაში დაგეხმარებიან.


 



ლომი

ლომებისთვის ძალიან კარგია თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან კონტაქტი. ისინი დადებითად მოქმედებენ ლომის ფსიქიკასა და გრძნობებზე. ასევე, კარგია, კირჩხიბებთან მეტი დროის გატარება.


 



ქალწული

ქალწულებისთვის სიმშვიდისა და ჰარმონიის მომტანია მერწყულებთან ურთიერთობა. ისინი სერიოზულ პრობლემებს აგარიდებენ და მიგითითებენ თქვენთვის სასურველ გარემოცვაზე. მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან კონტაქტი კი ქალწულებს ენერგიას შემატებს.


 



სასწორი

სასწორის განწყობაზე დადებითად მოქმედებს თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების სიმშვიდე და მომხიბვლელობა. დახმარებისთვის კი სასწორებმა ყოველთვის ვერძებს უნდა მიმართონ და მათ თვალდახუჭული ენდონ.


 



მორიელი

მორიელი ძალებსა და ენერგიას ადვილად აღადგენს, თუ მეტ დროს გაატარებს ვერძის გარემოცვაში. ასევე, დადებითად მოქმედებენ მათ ნერვულ სისტემაზე თევზების, ქალწულებისა და ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები.


 



მშვილდოსანი

მშვილდოსანმა მეტი დრო უნდა გაატაროს ტყუპებთან, ლომთან კონტაქტი კი განწყობასა და ენერგიას ერთიორად აუმაღლებთ. კარგია, თუ მშვილდოსანი ცხოვრების მეგზურადაც ამ ზოდიაქოს ნიშნებიდან აირჩევს.


 


 



თხის რქა

სასურველია, თხის რქამ ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს დაუკავშიროს ბედი, მას ყველაფერში აჰყვეს და ენდოს. თხის რქები თავს კარგად გრძნობენ, ასევე, კუროებთან, რადგან, ისინი თხის რქებს დელიკატურად მიუთითებენ და მათში გაღიზიანებას არ იწვევენ.


 



მერწყული

თუ მერწყულს უნდა, ყოველთვის ამაღლებული განწყობა ჰქონდეს, მეტი დრო უნდა გაატაროს კირჩხიბისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. ისინი მხარშიც დაგიდგებიან და პრობლემების დაძლევაშიც დაგეხმარებიან.


 




თევზები

თევზებმა მეტი დრო უნდა გაატარონ ლომის, მერწყულის, კუროსა და ტყუპების გარემოცვაში. ისინი დაგეხმარებიან რთული პრობლემების დაძლევაში და თქვენს განწყობაზეც კარგ გავლენას მოახდენენ. თუ ნერვები დაწყვეტაზე გაქვთ და გადაიღალეთ კიდეც, მაშინ, მოძებნეთ ზემოაღნიშნული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, გაატარეთ დრო მათთან და ნერვული სისტემა ასე დაიწყნარეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!