რომელი პროფესიაა თქვენთვის წარმატების მომტანი?

ჰოროსკოპი

7 ნოემბერი 18:00, 2015 წელი

თუ გსურთ, დედამიწაზე თქვენი კოსმიური მისია შეასრულოთ, იყოთ წარმატებული და ფინანსურად უზრუნველყოფილი, უნდა გაითვალისწინოთ, რომ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს კონკრეტული პროფესიები შეესაბამება, სადაც უფრო ადვილად და ძალდაუტანებლად, ნაკლები პრობლემებისა და წინაღობების გარეშე ავლენს საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს.


ვერძი

ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის წარმატებულია ყველა ის პროფესია, რომელიც საქმის დაწყებასთან არის დაკავშირებული; აგრეთვე, სამსახური სამართალდამცავ ორგანოებში, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, სპორტი, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა და მძღოლობა.


 



კურო

კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის მეტად მისაღებია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, ასევე, ხელოვნება, რეჟისურა, სამსახიობო, საესტრადო დარგი, კომენტატორობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო საქმიანობა, საიუველირო საქმე, დიზაინი, პარფიუმერიული ბიზნესი ან შემოქმედება და ბუნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დარგი.


 



ტყუპები

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის წარმატებულია ყველა სფერო, რომელიც უკავშირდება გადაადგილებებს. პროფესიებიდან კი კარგია ხელოვნების ფართო სპექტრი, ადვოკატურა, ნოტარიუსი, სავაჭრო და კომერციული სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, მდივნის, კურიერის, თანამდებობა, ორატორობა, ფილოსოფია.


 



კირჩხიბი

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის უკეთესია, პროფესიად აირჩიონ საქმე, რომელიც ნებისმიერი სითხის წარმოების ბიზნესს უკავშირდება, მედიცინის ფართო სპექტრი, ისტორია, ხელოვნების სფერო და მეზღვაურობა.


 



ლომი

ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს წარმატებას მოუტანს ისეთი დარგი და პროფესია, სადაც შეძლებს საკუთარი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას. ასევე, კარგად გაართმევს თავს ხელმძღვანელის პოსტს, შემოქმედებით სამუშაოს, საბანკო, ეკონომიკურ, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობას, ოქრომჭედლის, მხატვრის, რეჟისორის, მსახიობის, შოუმენისა და მზარეულის პროფესიებს.


 



ქალწული

ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის კარგია ყველა ის საქმე, რაც ანალიზსა და ანგარიშს ითხოვს. ქალწულები კარგი მასწავლებლები, ჟურნალისტები, ეკონომისტები, ბუღალტრები, დიეტოლოგები, პოლიგლოტები და იუველირები არიან.


 



სასწორი

სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები წარმატებულები არიან ყველა სფეროში, რომელიც ხელოვნებასა და დიზაინს უკავშირდება. მათგან საუკეთესო მუსიკოსები, მომღერლები, მსახიობები, რეჟისორები, იურისტები, ელჩები, შუამავლები და ნოტარიუსები დგებიან.


 



მორიელი

მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები კარგი ქირურგები, სამხედრო პირები, ასტროლოგები, ასტრონომები, ოკულტისტები, ფიზიკოსები, ფარმაცევტები, სტილისტები, ოქრომჭედლები, ბიზნესმენები და მექანიკოსები დგებიან, ამიტომ ცხოვრებაში ამ პროფესიის არჩევით ბარიერებს ადვილად გადალახავთ და მეტ წარმატებასაც მიაღწევთ.


 



მშვილდოსანი

მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ცხოვრებაში წარმატებას მოუტანს: საგამომცემლო ინდუსტრია, უცხოეთთან საქმიანი კონტაქტები, სამართალდამცავი ორგანოები, იურისპრუდენცია, პოლიტოლოგია, თეოლოგია, პოლიგლოტობა, საავიაციო ბიზნესი ან შემოქმედება.


 




თხის რქა

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის უმჯობესია პოლიტიკის ფართო სპექტრი, მშენებლობა, სასოფლო-სამეურნეო სფეროში მოღვაწეობა, მანქანათმშენებლობა.


 



მერწყული

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის წარმატებულია ყველა ის პროფესია, რომელიც ცხოვრების ჰუმანურ მხარეს უკავშირდება. ასევე, კარგია და მისაღები, საგამომძიებლო სფერო, ფსიქოლოგია, ასტრონომია, ასტროლოგია, რეჟისურა, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში მრჩევლის პოსტი.


 



თევზები

თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის უმჯობესია ნებისმიერი ის საქმიანობა, რომელიც ცხოვრების ფაქიზ და სულიერ სფეროს უკავშირდება. ისინი კარგი სასულიერო პირები, ქიმიკოსები, ფსიქიატრები, კომპოზიტორები, ჰიპნოზიორები, ექიმები, ჟურნალისტები, ქველმოქმედები დგებიან.

დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!