9-15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

9 ნოემბერი 00:05, 2015 წელი

კარგი დროა შემოსავლის ახალი წყაროს საძიებლად, ძველი კავშირების აღსაღდგენად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ნუ დაარღვევთ წესებს და ნურც გარისკავთ...

ვერძი
ბევრჯერ შეგეცვლებათ მიზნები და სურვილები. სამსახურის საქმეებსა და ურთირთობებში ინტრიგებსა და ჭორებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ფინანსების მიმართ მეტად ხელმომჭირნე იყავით და თავი შეიკავეთ დიდი შენაძენებისგან. მოგზაურობისას კი შესაძლოა, თავი იჩინოს გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა. ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს და დროულად დაიწყეთ მკურნალობა. საყვარელ ადამიანზე კი ნუ იეჭვიანებთ და ეცადეთ, მის გვერდით გულახდილი იყოთ.


 


 


კურო
თავს ენერგიულად იგრძნობთ და ძველი ჩანაფიქრების განხორციელება გაგიადვილდებათ. გაიზრდება თქვენი გავლენა ნათესავებსა და მეგობრებზეც. ენერგია მიმართეთ თვითრეკლამირებაზე, რათა კარიერაში წინ წაიწიოთ და საკუთარი საქმიანობიდან მეტი მოგება ნახოთ. ეს დრო დამატებით შემოსავალსა და პერსპექტივებს გპირდებათ, თუმცა შეიძლება, გაუთვალისწინებელ ხარჯიც გქონდეთ. არ არის გამორიცხული, ამ პერიოდში ახალ სასიყვარულო კავშირს ჩაეყაროს საფუძველი.


 


 


ტყუპები
ბოლო პერიოდში თქვენს ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები შესამჩნევი გახდება გარშემომყოფებისთვის. გაიზრდება თქვენი ამბიციურობა და ფინანსური სტაბილურობის მოთხოვნილება, თუმცა ამ დროს აზარტი და რისკი წამგებიანი აღმოჩნდება. ნათესავები და მეგობრები ყველაფერში მხარში დაგიდგებიან. მოერიდეთ სხვების საქმეებში ჩარევას მათი თხოვნის გარეშე. კარგი იქნება, თუ სასიყვარულო ურთიერთობაში ცვლილებებს შეიტანთ და თქვენს ქმედებებს კარგად გააანალიზებთ.


 


 



კირჩხიბი

რაც უფრო თავდაჯერებული იქნებით, მით მეტად წაიწევთ წინ და შესრულებული საქმის ხარჯზე შემოსავალიც გაიზრდება. მეტი დრო დაუთმეთ გარეგნობის მოწესრიგებას და იმიჯს. არ არის გამორიცხული, ახალი შემთავაზება მიიღოთ, რაც დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას კი მეტად გამოხატეთ თქვენი გრძნობები და დროულად მიიღეთ გადაწყვეტილებები.


 


 




ლომი

მეტად თავდაჯერებული იქნებით, ამის წყალობით კი ადვილად მიუახლოვდებით დასახულ მიზანს. მიუხედავად ამისა, გაგიჭირდებათ შემოსავლების ადვილად და სწრაფად გაზრდა, რაც ახალი სამსახურის ძებნისკენ გიბიძგებთ. გაგიადვილდებათ მოძველებული კავშირების გაწყვეტა და ახლის დაწყება. არ არის გამორიცხული, ოჯახის წევრების დახმარებით გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც შემდგომ სასიყვარულო ურთერთობა დაგაკავშირებთ.


 


 


ქალწული
თქვენი ქმედებები დიდ გავლენას მოახდენს მომავალში თქვენს პირად ცხოვრებასა და შემოსავლებზე. შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებშიც. პარტნიორულ და სასიყვარულო ურთიერთობებში მოსალოდნელია უთანხმოება და ძველი პრობლემების ამოტივტივება. შესაძლოა, მოგიწიოთ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა და განმარტოება. გააკონტროლეთ კვების რაციონი და მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. არ გირჩევთ მოგზაურობას.


 


 


სასწორი
ენერგიული იქნებით, თუმცა დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ. ცხოვრებისეული მოვლენების გამო შესაძლოა, მატერიალური მიზნები და გეგმები შეგეცვალოთ. შემოქმედებითი ნიჭი დაგეხმარებათ, ბევრი თქვენი ჩანაფიქრი განახორციელოთ. ეცადეთ მშობლების და ნათესავების მიმართ მეტად თბილი და ყურადღებიანი იყოთ. გადაადგილებები, ახლო მოგზაურობა და ახალი კავშირების დამყარება დაგეხმარებათ გეგმების განხორციელებაში. სასიყვარულო ურთიერთობა კი მშვიდი იქნება.


 


 




მორიელი

ახალი იდეების განხორციელებაში ნათესავები დაგეხმარებიან. ძირითად ყურადღებას მოგთხოვენ მშობლები და ოჯახის სხვა წევრები. საქმეში და ფინანსებში წარმატებისთვის ყურადღება მაიქციეთ პარტნიორების სურვილებსა და რჩევებს. ეცადეთ, ფანტაზიებში არ გადავარდეთ და რეალობას არ მოწყდეთ, თქვენს გარემოცვაში შესაძლოა აღმოაჩინოთ ადამიანი, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობას დაიწყებთ. 


 


 



მშვილდოსანი

ენერგიულად მიუდექით ყველა საქმეს. ძველი საქმეები დაასრულეთ და ახალი გეგმების დაისახეთ, თუმცა მოქმედებას ჯერ ნუ იჩქარებთ. გაიზრდება შემოსავალი, მაგრამ მოერიდეთ დიდ ხარჯებს, რათა ვალის აღება არ დაგჭირდეთ. ახალი ინფორმაცია გადაუმოწმებლად არ გამოიყენოთ. ასევე, ნუ ენდობით უცხო ადამიანებს. კარგია მოგზაურობა, ახალი კავშირები და ცოდნის გაღრმავება. გართობა და დასვენება კი ცხოვრების ხალისს შეგმატებთ.


 


 




თხის რქა

ყურადღება მიაქციეთ სხვის აზრს და გაითვალისწინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევა-დარიგებები. ეცადეთ, არ მოსწყდეთ რეალობას. აიმაღლეთ კვალიფიკაცია და დაამყარეთ ახალი კავშირები. არ არის რეკომენდებული ფიზიკური დატვირთვა, მოგზაურობა და ბევრ ხალხთან ურთიერთობა, რადგან ორგანიზმი დასუსტებულია. სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებში მეტად თავშეკავებული და სერიოზული იყავით.


 


 



მერწყული

ეს კარგი დროა შემოსავლის ახალი წყაროს საძიებლად, ძველი კავშირების აღსაღდგენად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ნუ დაარღვევთ წესებს და ნურც გარისკავთ. ბევრ დროს წაგართმევთ სახლის საქმეები. ეცადეთ, მეტად თბილი და მოსიყვარულე იყოთ ოჯახის წევრების მიმართ. კარგია გადაადგილებები და მოგზაურობა. სასიყვარულო ურთირთობა კი თავდაჯერებულობას და ქმედითუნარიანობას შეგმატებთ.


 


 


თევზები
თქვენ ადვილად გამოვლენთ პროფესიონალიზმს და მყარად მოიკიდებთ ფეხს სამსახურსა და პირად ბიზნესში. მოგიწევთ საზოგადოების თავშეყრის ადგილების ხშირად მონახულება და ახალი კავშირების დამყარება. გარკვეულ ყურადღებას მოგთხოვენ შვილები და მათი განათლების საკითხები. გადაადგილებები და მოგზაურობები დადებითად იმოქმედებს თქვენს ურთიერთობებზე. საყვარელი ადამიანის წყალობით თქვენი სოციალური და მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?