როგორ იქცევიან შეყვარებული ზოდიაქოს ნიშნები?

ჰოროსკოპი

14 ნოემბერი 18:00, 2015 წელი

თუ გსურთ, ამოიცნოთ, უყვარხართ თუ არა, საკმარისია, მის მანერებს, საუბარსა და მოქმედებებს დააკვირდეთ...


ვერძი

თუ ხშირად ცდილობს თქვენს ნახვას, ბოლო დროს ჩაცმულობაც უფრო დახვეწა და ყურადღებიანია თქვენი მეგობრების მიმართ, შეგიძლიათ, ჩათვალოთ, რომ მას მოსწონხართ, მხოლოდ რაღაც აბრკოლებს. ამაში დასარწმუნებლად შეეცადეთ, იგი გულახდილ საუბარში გამოიწვიოთ. თამამად იმოქმედეთ, ყველანაირად ეცადეთ, აიყოლიოთ. შეიძლება თავიდან შესაბამისი პასუხი არ გაგცეთ. გული არ გაიტეხოთ, ბოლოს და ბოლოს თავის დაფასება ხომ ვერძის ბუნებაა.


 



კურო

სიყვარულის პირველი ნიშანი: მას რადიკალურად შეეცვალა ხასიათი უკეთესობისკენ. მეორე ნიშანი: მაინც ეჭვიანობს და ყურადღებას აქცევს ყველა წვრილმანს. გაგიმართლათ, მას ძალიან უყვარხართ, მაგრამ ამას თუ არ ამჟღავნებს, არ იდარდოთ. მთავარია, აგრძნობინოთ, რომ გულგრილი არ ხართ მის მიმართ. დანარჩენი ყველაფერი თავისით მოგვარდება, რადგან კუროს რომანტიკულობა ძალიან იზიდავს.


 



ტყუპები

თუ მეტად ხელგაშლილი გახდა თქვენ მიმართ და თანაც თქვენთან ლაპარაკის საბაბს ეძებს, მაშინვე საქმეს მიხედეთ - მას თქვენ მიმართ სიმპათიები აქვს, თუმცა, მისი ბუნებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღებისას დიდხანს იჭოჭმანებს. მაგრამ გარწმუნებთ, თუ თქვენ უფრო მეტ ინიციატივას გამოიჩენთ, მისი ყოყმანი დიდხანს არ გასტანს.


 


კირჩხიბი
უნდა გაგიხარდეთ, თუ იგი ზედმეტად მეოცნებე გახდა ან თქვენთან ურთიერთობაში იუმორით ფარავს თავის გრძნობას, რადგან ამით ცდილობს, დაგიახლოვდეთ და, რაც მთავარია, თავი მოგაწონოთ. შეყვარებული კირჩხიბი მეტად რომანტიკულია და მისი წყენა ადვილია. თუ ამ ყველაფერმა დიდხანს გასტანა, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ ზომები - მის მიმართ უფრო ალერსიანი და მზრუნველი გახდეთ. ყველა სიტუაციაში აგრძნობინეთ, რომ თქვენ ხვდებით მის გრძნობებს და რომ იგი თქვენთვისაც ძალიან ახლობელი და ძვირფასია.


 



ლომი

თუ იგი მუდამ ცდილობს, ლამაზი ტანსაცმლითა და ძვირფასი სუნამოთი თავი მოგაწონოთ, ან თუ მოგართვათ საჩუქარი, საქმე ძალიან კარგადაა. მაგრამ არ იჩქაროთ, თქვენი აზრები თავს არ მოახვიოთ, რადგან ამით შეიძლება, დაითრგუნოს. დაელოდეთ და მიუშვით თავის ნებაზე, თვითონ იმოქმედოს. ის ყველაფერს თავისით მოაგვარებს.


 



ქალწული

თუ თქვენ მიმართ ზედმეტად კრიტიკულია ან ცდილობს, სხვასთან თანდასწრებით შენიშვნა მოგცეთ, ცალკე კი თბილ სიტყვებს არ იშურებს, ნუ ინერვიულებთ, მას მოსწონხართ, ოღონდ ცდილობს, საკუთარ თავსაც კი არ გამოუტყდეს. იმოქმედეთ ძალიან ფრთხილად. ეცადეთ, მასთან სიახლოვე, პირველ რიგში, მეგობრის სტატუსით დაამყაროთ, რათა მუდამ მის გვერდით იყოთ. ამავე დროს იყავით მუდამ ფორმაში და მიმზიდველი. უახლოეს მომავალში თქვენ სრულ წარმატებას მიაღწევთ.


 



სასწორი

ის ხალისიანი და ალერსიანი გახდა ყველას მიმართ, ესე იგი, შეყვარებულია. ამ დროს, გამუდმებით ცდილობს თქვენს სიახლოვეს ტრიალებდეს და ამასთანავე, ხელგაშლილია. ეცადეთ ის დიპლომატიური საუბრით გამოტეხოთ თავის გრძნობებში. ამავდროულად იყავით ალერსიანი და ყურადღებიანი, საუბრისას კი გონიერება გამოამჟღავნეთ. თუ ამ ყველაფერს შესანიშნავად შეასრულებთ, ჩათვალეთ, რომ მიზანი მიღწეულია.


 



მორიელი

უყვარხართ თუ არა მას, ამის გაგება ძალიან ძნელია, რადგან მოხერხებულად მალავს თავის გრძნობებს. ცდილობს, ზედმეტი პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს, თანაც ხალხის ყურადღების ცენტრში ყოფნა არ იზიდავს. თუ მის მიმართ ალერსიანი იქნებით და თქვენს სექსუალურობასაც ხაზს გაუსვამთ, მას გრძნობებში მალე გამოტეხთ, რადგან ასეთ სიტუაციაში მორიელი ძალიან მგრძნობიარეა, რის შემდეგაც მთლიანად აშიშვლებს თავის გრძნობებს.


 



მშვილდოსანი

პირველ რიგში, ის ცდილობს, საინტერესო თემაზე გესაუბროთ და საუბარში აგიყოლიოთ. შემდეგ ცდილობს, სასეირნოდ წაგიყვანოთ, თუმცა სიყვარულის თემას საერთოდ არ ეხება. ჩათვალეთ, რომ მას უყვარხართ, მხოლოდ თქმას ვერ ბედავს. ამიტომ ერთ-ერთი სეირნობისას პირდაპირ უთხარით, რომ თქვენ ის გიყვართ. მერწმუნეთ, დამაკმაყოფილებელ პასუხს მაშინვე მიიღებთ.


 



თხის რქა

თუ თქვენი დანახვისას იგი შესამჩნევად გამხიარულდა და ამავდროულად ცდილობს, მხიარული ამბებით თქვენი ყურადღება მიიპყროს, დახვეწილი მანერებითა და რომანტიკულობით კი თავი მოგაწონოთ, დაელოდეთ, ის ცოტა ხანში თავად გადაგიშლით გულს. ამიტომ თქვენი აქტიურობა საჭირო აღარ არის, ისედაც ყველაფერი რიგზეა.


 


მერწყული
თუ იგი თქვენთან ურთიერთობაში თავს უხერხულად გრძნობს, ხშირად ეწევა და თავს არიდებს, პირდაპირ თვალებში გიყუროთ, მას თქვენ მიმართ სიმპათიები აქვს. მხოლოდ დრო მიეცით და სრული თავისუფლება. დაე, თვითონ მიხვდეს, რომ თქვენ ხართ სწორედ ის პიროვნება, ვისაც ამდენ ხანს ეძებდა.
ნუ შეეცდებით მისი გრძნობების დაჩქარებით გამომჟღავნებას, ეს მას უფრო შეზღუდავს და შეიძლება, თქვენ მიმართ უხეშობაც კი გამოიჩინოს.


 



თევზები

თუ თქვენ მიმართ გულთბილადაა განწყობილი, თქვენი დანახვისას ცქმუტვასა ან ხელების ფშვნეტას იწყებს, იგი ცდილობს, ამ მანერებით თავისი გრძნობები გარეშე თვალისგან დაფაროს. ეცადეთ, მიახვედროთ, რომ თქვენც ბედნიერი ხართ მასთან სიახლოვით, რომ მის გარეშე ცხოვრება უაზრობად მიგაჩნიათ. იგი ყველანაირად დააფასებს ამ გრძნობას და ეცდება, გასიამოვნოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?