16-22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

16 ნოემბერი 00:05, 2015 წელი

ამ კვირაში მოერიდეთ საქმეების გამო გადაღლას და მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. არ დახარჯოთ ზედმეტად ფული, რათა შემდეგ არ მოგიწიოთ ვალებს აღება...


ვერძი

გაიზრდება თქვენი ფიზიკური და ემოციური აქტიურობა, ამის მეშვეობით კი შესაძლოა, ბევრ საქმეს გაართვათ თავი. მიზნის მისაღწევად მეტი იმოქმედეთ. ნუ ეცდებით, ყველა და ყველაფერი აკონტროლოთ, რადგან ამით ბევრ უსიამვნებას გადააწყდებით. ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან უფრო თბილი იყავით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა კი გაცილებით გაუმჯობესდება, თუ მის წინაშე გულახდილი იქნებით და თქვენს გეგმებსაც მეტად გაანდობთ.


 



კურო

წარმატებები მხოლოდ თქვენს უნარებსა და შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული. მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კარგი იქნება რამოდენიმე სფეროში ერთდროულად მუშაობა. საქმიან პარტნიორებთან პრობლემები ადვილად მოგვარდება, თუ მეტ დიპლომატიას გამოავლენთ. ახალი საქმიანი კავშირების დამყარება თქვენს საქმეებს სასიკეთოდ წაადგება. ახალი სასიყვარულო კავშირი ვნებიანად დაიწყება და სწრაფად განვითარდება, უკვე არსებული ურთიერთობა კი მშვიდი და სტაბილური იქნება.


 



ტყუპები

ეცადეთ, ცოდნა გაიღრმაოთ და საჭირო ინფორმაცია მიიღოთ. ენერგიულობით არაერთ პრობლემას მოაგვარებთ და სამომავლო გზებს დასახავთ. ნუ გაგიცრუვდებათ იმედი, თუ საქმეებში წინსვლა ან შემოსავალი დროებით დააგვიანებს. საყვარელი ადამიანის და ახლო ნათესავების დახმარებით, არ არის გამორიცხული, ახალ საქმეზე დაიწყოთ ფიქრი. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, რადგან ეს მომავალში მოგებას მოგიტანთ. რჩეულთან ურთირთობისას კი მეტად თავდაჯერებული იყავით.


 



კირჩხიბი

გარემოებების მეშვეობით უკეთ შეიცნობთ საკუთარ თავს, რაც რთულ სიტუაციებში მანევრირებას გაგიადვილებთ. აქტიურად მიიღეთ მონაწილეობა საზოგადოებრივ და ჯგუფურ პროექტებში. არ გაგიჭირდებათ ლიდერის თვისებების და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენა. გაიზრდება შემოსავალიც. იმიჯის შეცვლა, ახალი ნივთების შეძენა და მოგზაურობა სჯობს, გადადოთ. საყვარელ ადამიანს კი მეტი გულისყურით მოეპყარით.


 



ლომი

მოიმატებს თქვენი შრომისუნარიანობა და კარგი იქნება, თუ ნებისმიერ საკითხს შემოქმედებითად მიუდგებით. ახალი გეგმები და პროექტები სრულიად დაიკავებს თქვენს გონებას. იდეების სიუხვე მოითხოვს ცოდნის გაღრმავებას და ჯგუფურად მუშაობას. კარგია გართობა, შემოქმედებითი მუშაობა, სასიყვარულო შეხვედრები და ახალ იდეების დემონსტრირება. მოგიწევთ ბევრ ხალხთან უერთიერთობა, ამიტომ დროულად იზრუნეთ თქვენს იმიჯსა და პრესტიჟზე.


 



ქალწული

თქვენი კეთილგანწყობა და არაორდინალურობა არამარტო საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლის, არამედ ხელმძღვანელ პირთა სიმპათიასაც დაიმსახურებს. ნებისმიერ სფეროში ერიდეთ ფანატიზმსა და წვრილმანებზე ყურადღების გამახვილებას. სასიკეთო შედეგს გამოიღებს მკურნალობის ჩატარება და ფიზიკური ვარჯიში. უცხოელებთან ურთიერთობები და ერთობლივი საქმიანობა მომგებნიანი იქნება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა კი სასიკეთო ძვრებს განიცდის და დარეგულირდება.


 



სასწორი

ამ პერიოდში თქვენი სამუშაო შესაძლოა დაუკავშირდეს გადაადგილებებს, შეხვედრებს და საგანმანათლებლო საკითხებს. დაღლილობის მიუხედავად, სჯობს, გარშემომყოფთა მიმართ თბილი და კეთილგანწყობილი იყოთ. უსიამოვნებების გამომწვევი მიზეზების კვლევისას შესაძლოა, არასრულფასოვნების შეგრძნება გაგიჩნდეთ. უცხოელებთან კავშირი და მოგზაურობები კი სულიერად და ფიზიკურად გაგაძლიერებთ. სამედიცინო პროცედურების ჩატარება სასიკეთო შედეგს მოგცემთ.


 



მორიელი

მოერიდეთ ბევრ ხალხთან ურთიერთობას და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ეცადეთ, დაღლისა და აგრესიის შემოტევები დასვენებით და ძილით გაანეიტრალოთ. ამ პერიოდში ჩატარებული მკურნალობა კარგ შედეგებს გამოიღებს. სასიყვარულო ურთიერთობაში მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ, რათა არ აეჭვიანოთ პარტნიორი. თუ არ გსურთ საოჯახო კავშირის გაწყვეტა, მოგიწევთ, მაქსიმალურად მომთმენი იყოთ. არახელსაყრელი დროა მოგზაურობისა და ახალი საქმეების დასაწყებად.


 



მშვილდოსანი

ყაირათაიანად ხარჯეთ ფული და ეცადეთ, არ შეიძინოთ ძვირადღირებული ნივთები, რათა  ვალების აღება არ მოგიწიოთ. ორაზროვან სიტუაციებში მეტი წინდახედულება გმართებთ. ნუ ენდობით ინფორმაციას, სანამ არ გადაამოწმებთ. თქვენ გარშემო მოვლენები სწრაფად განვითარდება, ამიტომ ხშირად დაისვენეთ და ეცადეთ, არ გადაიღალოთ, რათა ავად არ გახდეთ. მოგზაურობა საწადელის მიღწევაში დაგეხმარებათ, უცხოეთიდან მიღებული ინფორმაცია კი მომგებიანიც იქნება და დამაინტრიგებელიც.


 



თხის რქა

მდგრადი ჯანმრთელობა და კარგი განწყობა დაგეხმარებათ ახალი კავშირების დამყარებასა და თქვენი იდეების განხორციელებაში. მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებს და მათ სურვილებს. მეგობრებისთვის დახმარების ხელის გაწვდა კი არამარტო თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს, არამედ პროფესიონალურ სფეროშიც გაგწევთ წინ. კარგია მოგზაურობა. პირად ცხოვრებაში გაგიჩნდებათ ცვლილებების და ახალი სასიყვარულო თავგადასავლების სურვილი. თუმცა იყავით ფრთხილი და წინდახედული.


 



მერწყული

თქვენი ენერგეტიკული მაჩვენებელი დაბალია, ამიტომ მოერიდეთ საქმეების გამო გადაღლას და მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. კარგია საქმიანი კავშირების გაღრმავება, ეს თქვენს მიზნებთან უფრო მიგაახლოვებთ. მატერიალური მდგომარეობა კი მოგთხოვთ, არ დახარჯოთ ზედმეტად ფული, რათა შემდეგ არ მოგიწიოთ ვალებს აღება. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ხარჯებს. სამსახურში პრობლემების აღმოჩენისას დახმარებისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ. გაიზრდება სიყვარულისა და ოჯახური სიმყუდროვის მოთხოვნილება, გაუმჯობესდება პირადი და საქორწინო ურთიერთობები. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს.


 



თევზები

გაიზრდება თქვენი შემოქმედებითი და ინტელექტუალური მონაცემები და მეტად კომუნიკაბელური, თავდაჯერებული და ქმედითუნარიანი გახდებით. ყურადღებით გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია, რათა შეცდომები არ დაუშვათ. სირთულეებს ადვილად გაართმევთ თავს და თქვენი მომხიბლელობა გაიზრდება. ასევე მოიმატებს ვნება. აუცილებლად გაითვალისწინეთსაყვარელი ადამიანის სურვილები. ამ დროს მოგზაურობა კი განსაკუთებულად დასამასოვრებელი იქნება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?