რომელია თქვენი სურნელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჰოროსკოპი

21 ნოემბერი 18:00, 2015 წელი

თუ თქვენი საყვარელი ადამიანისთვის სუნამოს შერჩევა გსურთ, უნდა იცოდეთ მისი „პარფიუმერიული გემოვნება“, რათა კმაყოფილი დარჩეს და თქვენით კიდევ უფრო მოიხიბლოს.  


ვერძი

ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მკვეთრი სურნელი უყვართ. ხშირად უპირატესობას სპორტულ ხაზს ანიჭებენ. მათთვის არომატში მთავარია იმპულსი და ინდივიდუალურობა. ვერძს სუნამო გარშემომყოფებისგან უნდა გამოარჩევდეს, რათა ყველამ შეიგრძნოს მისი სურნელი და დაინახოს, რამდენად განსხვავებული არსებაა მათ წინაშე.


 


 



კურო

კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მოტკბო სურნელი უყვართ. უპირატესობას ანიჭებენ ყვავილების, ხილის არომატსა და ბალახების კომპოზიციას. ხშირად იციან ამოჩემება და ერთ არომატს ვერ ელევიან. ასტროლოგიურად ისინი „ტკბილი” ადამიანების სიაში არიან. ასევე, იზიდავთ, ვანილისა და პუდრის სურნელი.


 


 



ტყუპები

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ამჯობინებენ ტყის, ბალახის, სოიოს სურნელს და ხშირად იცვლიან სუნამოებს. ამ მხრივ, მათ ერთფეროვნება აღიზიანებთ. ძირითადად, აფასებენ ახალგაზრდულ და მოდურ ბრენდებს და ყოველთვის იციან, რა დროს რა უნდა იპკურონ, რომ გარემოებებს მოერგონ და არც გარშემომყოფები გააღიზიანონ, თავისი პარფიუმერიით.


 


 



კირჩხიბი

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი, სუნამოს არჩევისას განწყობაზეა ორიენტირებული და ამიტომ არასდროს იცის, რა არომატი სურს. ცვალებადი გემოვნების გამო, მას ბევრი პარფიუმერიის შეძენა უხდება. თუმცა, უპირატესობას მაინც ბუნებრივ, სადა, მინდვრის ყვავილების არომატს ანიჭებს. 


 


 



ლომი

ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები სუნამოსა და სხვა პარფიუმერიული ნაწარმის არჩევისას კაპრიზულები არიან. ყოველთვის უნდათ რაღაც განსხვავებული, ძვირფასი და დახვეწილი. ცდილობენ, არომატის მაგიური ძალით მოხიბლონ გარშემომყოფები და ამით შეუქმნან შთაბეჭდილება. ასე რომ, თუ მათთვის საჩუქრად გადაწყვეტთ სუნამოს ან ნებისმიერი პარფიუმერიული ნაწარმის შეძენას, ყურადღება გაამახვილეთ ფასსა და მის მოდურობაზე.


 


 



ქალწული

ქალწულები, პირველ ყოვლისა, საკუთარი სხეულის სისუფთავეზე ზრუნავენ. კოსმეტიკითა და სუნამოთი ისინი საკმაოდ დელიკატურად სარგებლობენ, რადგან უპირატესობას სუფთა სხეულს ანიჭებენ. თუ მისთვის საჩუქრად გადაწყვეტთ პარფიუმერიის შერჩევას, გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ ნაზად შესაგრძნობ არომატს.


 


 



სასწორი

სასწორები დიდ ყურადღებას ანიჭებენ სილამაზესა და გარეგნობას. უყვართ ზომიერების დაცვა და ცდილობენ, საკუთარი სუნამოს სურნელით არ გააღიზიანონ სხვები. უპირატესობას ანიჭებენ მშვიდ, მსუბუქ და დახვეწილ სურნელს, თუმცა, მისი შერჩევისას, ასევე უნდა გაითვალისწინოთ პარფიუმის ფასი და მოდურობა. 


 


 



მორიელი

მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ისეთი სუნამო უნდა შეურჩიოთ, რომელიც ხაზს გაუსვამს მის სექსუალურობას, მიმზიდველობასა და პიროვნულობას. ის ცდილობს, გარშემომყოფები თავისი არომაგიის მახეში გააბას და ამიტომაც არ იშურებს ფულს ისეთი პარფიუმერიისთვის, რომლითაც, იდუმალად, ფარულად და მომაჯადოებლად იმოქმედებს სხვებზე. ასე რომ, ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს უნდა შეურჩიოთ უჩვეულო, მისტიკური პარფიუმი, რომელიც აღმოსავლური არომატით გაჯერებული, ერთდროულად გამჭოლიც იქნება და ტკბილიც.


 



მშვილდოსანი

მშვილდოსნებს უყვართ სუნამოების ხშირი ცვლა, თუმცა ეს სულაც არ მეტყველებს მათ მერყევ ხასიათზე. უბრალოდ, მიაჩნიათ, რომ ერთი და იგივე სურნელი მომაბეზრებელია. უპირატესობას ანიჭებენ ცნობილ ბრენდებსა და პრესტიჟულ პარფიუმს. უყვართ ბევრი სუნამოს დასხმა, რომ ამით ყურადღება მიიპყრონ. ყოველთვის მზად არიან, თავის სხეულზე გამოსცადონ ახალი სურნელები. ასე რომ, შეგიძლიათ, მისთვის შეარჩიოთ როგორც ტკბილი, ასევე გრილი არომატის სუნამო და მიუძღვნათ საჩუქრად.


 



თხის რქა

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ ისეთ სურნელს, რომლითაც კიდევ უფრო გამოიკვეთება მათი ინდივიდუალურობა. უყვართ კლასიკური ბრენდები და არომატები; არ უყვართ სუნამოების ცვლა და, თუ თავისი არომატი აღმოაჩინეს, შესაძლოა, დიდხანს ვეღარც შეელიონ. უყვართ როგორც ტკბილი, ისე ზღვის სურნელის მქონე კოსმეტიკა და პარფიუმერია.


 


 



მერწყული
მერწყულები ხშირად იცვლიან გემოვნებას და უყვართ მსუყე, მძიმე არომატები. ყოველთვის იციან, რა სურნელია მოდური და სწორედ ამის მიხედვით ირჩევენ პარფიუმერიულ ნაწარმს. ასევე, უყვართ ექსპერიმენტები და შეუძლიათ, დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა არომატის სუნამო იპკურონ. 


 


 



თევზები 

თევზები ისეთ სურნელს ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც მათ სინაზესა და სისუსტეს უსვამს ხაზს. ამით ისინი ადვილად აბამენ მახეში საპირისპირო სქესს. უყვართ ტკბილი, ყვავილოვანი, ნაზი და რბილი არომატები. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებიც ხშირად იცვლიან გემოვნებას და, შეუძლიათ, ისეთი სუნამოც კი იპკურონ, რომელიც აღარ არის მოდური, მოძველებულია, მაგრამ ტკბილ, რომანტიკულ მოგონებებს აღძრავს მათში. ხშირად კი იმ სურნელს ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც ახალი ჰიტია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?