7-13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

7 დეკემბერი 03:15, 2015 წელი

ყურადღებით იყავით ფულთან... ნებისმიერი გადაწყვეტილება გააზრებულად მიიღეთ.


ვერძი

იდეებისა და მიზნების მისაღწევად ბევრი შრომა და დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო. საყვარელი ადამიანის, მეუღლის ან საკუთარი მშობლების მდგომარეობა თქვენში საგრძნობ ემოციურ მღელვარებას გამოიწვევს. სასიყვარულო ურთიერთობაში ეჭვიანობამ თქვენს ჯანმრთელობაზე შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს. ძველი კომპლექსებისგან განთავისუფლებაში და დახარჯული ენერგიის აღდგენაში პერიოდული განმარტოება დაგეხმარებათ.


 



კურო

საკუთარი პრობლემების მოგვარებისას ეცადეთ, არავინ დააზარალოთ და სხვათა ინტერესები გაითვალისწინოთ. გაიზრდება როგორც შემოსავლების, ასევე, ხარჯების რაოდენობაც, ამიტომ ყურადღებით ჩაატარეთ ყველა ფინანსური ოპერაცია. შორეული მოგზაურობა სჯობს, გადადოთ. სიფრთხილე გმართებთ მჭრელი საგნების გამოყენებისას, რადგან არსებობს დაშავების დიდი ალბათობა. პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში კი სჯობს, დინჯად იმოქმედოთ.


 



ტყუპები

გაიზრდება ვალდებულებებისა და სარფიანი საქმეების რაოდენობა. ოჯახისა და პირადი ცხოვრებისთვის შესაძლოა, დრო საერთოდ არ დაგრჩეთ. შედარებით გართულდება სასიყვარულო და საქორწინო ურთიერთობები, რადგან საერთო ენის გამოძებნა საკმაოდ რთული მოგეჩვენებათ. საყვარელ ადამიანთან მეტი ტაქტი გამოიჩინეთ, რათა გული არ ატკინოთ. თავისუფალი დრო დასვენებას დაუთმეთ. მოგზაურობები კი სასიკეთოდ ჩაივლის და მშვენიერ მოგონებებს დაგიტოვებთ.


 



კირჩხიბი

ენერგია კლებას იწყებს, რის გამოც სჯობს, შეხვედრები და გადაადგილებები შეამციროთ. შთაგონებითა და ენთუზიაზმით იმუშავეთ და მცირედი პრობლემების წარმოქმნისას, ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენში აგრესია მოიმატებს, რაც არაერთ კავშირსა და საქმეს დააზიანებს. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებში სიფრთხილეა საჭირო. მეუღლის ან საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში ნუ მიიღებთ აქტიურ მონაწილეობას.


 



ლომი

კრიზისული და ექსტრემალური სიტუაციები გაგიმყარებთ პიროვნულ თვისებებს და მეტად ძლიერს გაგხდით. გაიზრდება ამბიციურობა და შეეცდებით, დროის მოკლე ხანში მაღალ სოციალურ მდგომარეობას მიაღწიოთ. თქვენი ინტერესების არეალში მოხვდება ფსიქოლოგიური ან ფილოსოფიური ხასიათის საკითხები. უეცარ სასიყვარულო იმპულსებს ნუ აჰყვებით და გონება ვნებაზე წინ დააყენეთ. შეამცირეთ გადაადგილებები, რადგან გზაში გაუთვალისწინებელ მოვლენებს ექნება ადგილი.


 


ქალწული
აქტიური მუშაობა დაგეხმარებათ დამოუკიდებლობის მოპოვებაში. ამ პერიოდში სასურველია, რაც შეიძლება ბევრი და საჭირო კონტაქტი დაამყაროთ, რათა მომავალში მიზნის მიღწევა გაგიადვილდეთ. მოლაპარაკებების წარმართვისას ნუ გაჯიუტდებით და საჭიროების შემთხვევაში დროულად წადით კომპრომისზე. უცხოეთში გამგზავრება საგრძნობლად გააფართოებს თქვენს თვალსაწიერს და სასიამოვნო რომანტიკული შთაბეჭდილებებით აგავსებთ. ეს კარგი დროა მკურნალობისთვის.


 


სასწორი
ცხოვრებისეული ტემპი საკმაოდ მაღალი იქნება, თუმცა ახალი საქმის დაწყება არ არის რეკომენდებული. ასევე, ეს პერიოდი ხელს არ უწყობს მოგზაურობას. სამაგიეროდ, კარგია სამომავლო გეგმების დასახვა და მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. ზედმეტი პირდაპირობით არ გააღიზიანოთ პარტნიორები და გარშემომყოფთა აგრესია არ დაიმსახუროთ. სასიყვარულო ან საქორწინო პარტნიორთან კი, შესაძლოა, ექსტრემალური სიტუაცია შეიქმნას და არაერთ კითხვაზე მოგიწიოთ პასუხის გაცემა.


 



მორიელი

ნუ აჰყვებით ემოციებს და აკონტროლეთ თქვენი ყველა სიტყვა. ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღეთ გააზრებულად და მოერიდეთ ფულის ფლანგვას. თქვენი პირადი ცხოვრება უცხო თვალს მოარიდეთ, დაფიქრდით და სასიყვარულო ურთიერთობებში მიიღეთ გადაწყვეტილება. ბევრი გადაადგილება, შეხვედრა და მოლაპარაკება თქვენთვის დამღლელი და მომაბეზრებელი იქნება. ახალ ინფორმაციას ნუ გამოიყენებთ გადაუმოწმებლად, რათა არ შეცდეთ.


 


მშვილდოსანი
რთული დროა, ამიტომ აუცილებელია წინდახედულობა. ნუ მიიღებთ  რთულ გადაწყვეტილებებს და ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. სჯობს, უარი თქვათ ყველა სახის მოგზაურობაზე და მოთოკოთ მოზღვავებული ემოციები. ჭარბი ენერგია მუშაობასა და ფიზიკურ ვარჯიშზე დახარჯეთ. ფინანსურ წინსვლასა და კარიერულ ზრდაში ფარული მტრები შეგაფერხებენ. მოერიდეთ უცნობ ადამიანებთან საქმიან და სასიყვარულო ურთიერთობას და მეტი დრო დაუთმეთ განათლების გაღრმავებასა და სრულფასოვან დასვენებას.


 


თხის რქა
დაძაბული და ემოციური დროა - შეიძლება, პარტნიორული, საქმიანი ან სასიყვარულო ურთიერთობების შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ნურავის შეჰპირდებით ისეთ რამეს, რის შესრულებასაც ვერ შეძლებთ. ასევე, ნუ დაავალებთ სხვებს იმას, რასაც ისინი ვერ შეძლებენ. აუცილებლად გაითვალისწინეთ ოჯახის წევრებისა და უფროსი ადამიანების რჩევები, აზრები და სურვილები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევთ, ბევრი დრო დაკარგოთ კამათსა და უსიამოვნებების მოგვარებაზე. არ გირჩევთ მოგზაურობას.


 


მერწყული
ამ პერიოდში განმარტოება არ არის მიზანშეწონილი. ნურც დამოუკიდებლად შეასრულებთ საქმეებს და ნუ ეტყვით ახლობლებს დახმარებაზე უარს. პირად ურთიერთობებში თავისუფლების მოთხოვნილება გაჩენა და პასუხისმგებლობის შემცირება სასიყვარულო პარტნიორის უკმაყოფილებას გამოიწვევს. საქმიანმა საუბრებმა, გადაადგილებებმა და შეხვედრებმა კი შესაძლოა, ძალიან გადაგღალოთ და გამოგფიტოთ, ამიტომ ხშირად დაისვენეთ. მოდუნებისა და ენერგიის აღდგენაში ოჯახური გარემო დაგეხმარებათ.


 


თევზები
შემოქმედებითი განწყობა და შინაგანი ძალა დაგეხმარებათ, გავლენიან და ავტორიტეტულ ადამიანებთან დაამყაროთ კონტაქტები. თქვენი ნიჭისა და შესაძლებლობების დემონსტრირებით ადვილად მიაღწევთ წარმატებებს და ავტორიტეტსაც ადვილად აიმაღლებთ. კარგია ძველი საქმეების დასრულება და ხანგრძლივი პარტნიორული თანამშრომლობის დაწყება. კარიერაში წინსვლისთვის, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს ცოდნის გაღრმავება, რაც არ გაგიჭირდებათ. შორეული მოგზაურობები სჯობს, გადადოთ, რათა რთულ სიტუაციებს თავი აარიდოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?