ვერძი
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების კლასიკური დაავადებები დაკავშირებულია თავის არესთან. მათთვის დამახასიათებელია შაკიკი, ნევრალგია, ნერვული სტრესები, უძილობა, ჰიპერტონია; აქვთ შედარებით სუსტი კბილები და ძვლოვანი სისტემა. ამიტომ, შეიმჩნევა მიდრეკილება მოტეხილობისა და დამწვრობისკენ. სხვა დაავადებები, როგორც წესი, ხანმოკლეა, თუმცა ძლიერი ციებ-ცხელებით აღინიშნება.
კურო
ხშირია ყელ-ყურ-ცხვირთან, ენდოკრინულ სისტემასთან და ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული დაავადებები; ასევე, ჰაიმორიტი და ზედა სასუნთქი გზების დაავადებები, ასევე, კუნთების დაჭიმვა.
უსისტემო კვების შედეგად, მათ უჩნდებათ გარკვეული სირთულეები წონასთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს გულის სწორ ფუნქციონირებას.
ტყუპები
დამახასიათებელია ფილტვებთან დაკავშირებული დაავადებები, როგორიცაა, მაგალითად: ბრონქიტი, ასთმა. ასევე, სხვადასხვა სახის ნერვული დეპრესია, ენის ბორძიკი, ხელების სხვადასხვა დაავადება, უძილობა, თავის ტკივილი. ისინი მძაფრად რეაგირებენ სისხლის დაავადებებზე. ხშირია სეფსისის შემთხვევებიც, მათ დიდხანს არ უხორცდებათ ჭრილობები.
კირჩხიბი
ამ ნიშნისთვის დამახასიათებელია, უპირველესად, კუჭთან დაკავშირებული დაავადებები, სხვადასხვა სახის შეშუპება, ფსიქოსომატური დარღვევები, მაგალითად, ფილტვების დაავადებისას, ხშირად შეიმჩნევა აგზნებადობის ფსიქოსომატური სინდრომი; ღვიძლის დაავადებისას ხშირად უჩნდებათ აზრები თვითმკვლელობაზე; ახასიათებთ აზრის აკვიატება, რის გამოც, ძალუძთ, გაიჩინონ დაავადება გადამეტებული ფანტაზიის, შიშისა და არასტაბილური ფსიქიკის მეოხებით.
ლომი
დამახასიათებელია გულისა და მკერდის არესთან დაკავშირებული დაავადებები, სტენოკარდია, ინფარქტები, აორტის ანევრიზმა, სისხლძარღვოვანი დაავადებები, ჰიპერტონია; ხშირია ხერხემალთან დაკავშირებული ტრავმები და დაავადებები. ასევე, დიდი რისკია შაქრიანი დიაბეტი.
ქალწული
დამახასიათებელია კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული დაავადებები, ჩირქოვანი აპენდიციტი, პერიტონიტი, მუცლის ღრუსთვის დამახასიათებელი სხვა დაავადებები. წარმატება პროფესიულ საქმიანობაში პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია მათი დაავადებების წარმოქმნასთან, რასაც ხელს უწყობს მეტად ლაბილური ფსიქიკა. დარღვეული კვების რეჟიმი, ბევრი დაავადების საბაბი ხდება. ასაკში დიდი რისკია ვენური დაავადებებით დასნებოვნებისა.
სასწორი
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების დაავადებები დაკავშირებულია თირკმელებთან და შარდ-სასქესო სისტემასთან. ხშირია რადიკულიტი, ურემია, ნეფრიტი, აგრეთვე, ნერვულ სტრესებთან და ფსიქიკასთან დაკავშირებული დაავადებები. ძილთან დაკავშირებული პრობლემები კი ნერვულ სისტემას აზიანებს, რის გამოც, ხშირია აგზნებადობა და აპათია.
მორიელი
დამახასიათებელი დაავადებებია: ბუასილი, სწორი ნაწლავის დაავადებები, გინეკოლოგიური და შარდ-სასქესო სისტემასთან დაკავშირებული ინფექციური დაავადებები. ასევე, ხშირია ენდოკრინული სისტემისა და საკვების ასიმილაციის დარღვევა, ვენური თრომბიტით და შაკიკით დაავადების რისკი.
მშვილდოსანი
ხშირად ავადმყოფობენ ვეგეტაციური ნერვული სისტემის არასწორი ფუნქციონირებით გამოწვეული დაავადებებით. ხშირია მყესების გაწყვეტით გამოწვეული ტრავმები, ძვლის მოტეხილობა, რევმატიზმი, რადიკულიტი, ღვიძლის ფუნქციის მოშლასთან დაკავშირებული დაავადებები და შინაგანი სისხლდენები.
თხის რქა
ამ ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულთა უმრავლესობას აწუხებს ძვლოვან სისტემასთან და ხერხემალთან დაკავშირებული დაავადებები: ოსტეოქონდროზი, მარილების დაგროვება და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, სახსრების ანთება, სისუსტის შეგრძნება სიარულისას, კანის დაავადებები. ასევე, შარდ-სასქესო და ლიმფური სისტემის დაავადებები.
მერწყული
ამ ნიშნის ადამიანისთვის დამახასიათებელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ტრომბოფლებიტი, ართრიტი, სისხლის დაავადებები, თვალებთან დაკავშირებული დაავადებები; გონების გადაღლის გამო მათ ესაჭიროებათ სრულფასოვანი ძილი და დასვენება.
თევზები
ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის დამახასიათებელია ღვიძლის ფუნქციის მოშლა, ანემია, წამლების მიმართ გადამეტებული მგრძნობელობა, კანის დაავადებები: ეგზემა, ფსორიაზი, ასევე, ფეხებთან და ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები.