28 დეკემბერი - 3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

28 დეკემბერი 00:05, 2015 წელი

მეტი დრო დაუთმეთ პირად პრობლემებს, სასიყვარულო ურთიერთობებს და ავტორიტეტზე ზრუნვას. 


ვერძი

კარგი დროა ახალი კავშირების დასამყარებლად და მხიარული თავყრილობებისთვის. თუმცა, მოგიწევთ ახალგაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობა და მათი წესის და მსოფლმხედველობის შეგუება-გაზიარება. სასიყვარულო და პარტნიორულ კავშირებში ჰარმონიული ურთიერთობა დაგეხმარებათ პროფესიონალურ წინსვლაში. მიუხედავად სირთულეებისა, მიზნის მიღწევას შეძლებთ ახალი ინფორმაციის სწრაფად გამოყენების მეშვეობით. დასაშვებია მცირეოდენი რისკიც. მოგზაურობა კი არ არის მიზანშეწონილი.


 


 



კურო

ეს სამახსოვრო და მოვლენებით აღსავსე პერიოდია. აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია, ბევრი გადაადგილება, შეხვედრა და მოლაპარაკება თქვენს ცხოვრებას მეტად დატვირთულსა და საინტერესოს გახდის. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაძლოა გამოიყენოთ კონფიდენციალური ან საიდუმლო ინფორმაციის წყარო. შესაძლოა, მოგიწიოთ უცხოეთში გამგზავრებაც, რაც ახალი გრძნობებით და სასიამოვნო განცდებით აგავსებთ.


 


 



ტყუპები

შარმი და მომხიბვლელობა დაგეხმარებათ როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებაშიც. გაგიადვილდებათ ახალი ინფორმაციის მიღება და ათვისება. მოუფრთხილდით ავტორიტეტს. ერიდეთ ინტრიგებს და არცერთ საკითხში არ გარისკოთ. უცნაურ და არაორდინალურ ხალხთან ურთიერთობა დადებითად იმოქმედებს პირად და სასიყვარულო ურთიერთობაზე. მოგზაურობები კი სასიკეთო შედეგს გამოიღებს.


 


 



კირჩხიბი

დამოუკიდებლად ჩანაფიქრების შესრულება გაგიჭირდებათ. ამიტომ, აქტიურად დაიწყეთ პარტნიორებისა და თანამოზარეების ძებნა. ეცადეთ, დროულად შეძლოთ ახალი პროექტების დამუშავება, ახალ იდეებზე ფიქრი და საჭირო დაფინანსების მოპოვება. ამ შემთხვევაში წარმატებაც არ დააგვიანებს. ეს დრო ხელს უწყობს შორეულ მოგზაურობებსა და უცხოელებთან კონტაქტს. სასიყვარულო ურთიერთობების მომავალი კი თქვენზე იქნება დამოკიდებული, შეინარჩუნებთ მას თუ დაანგრევთ.


 


 



ლომი

ეს პერიოდი გამორჩეული იქნება დიდი აქტიურობით, ბევრი კონტაქტით, ხანმოკლე მოგზაურობებით და ახალი ნაცნობობით. საქმეები მეტად საინტერესო მოგეჩვენებათ. თანამოაზრეებისგან ან მეგობრებისგან გაცნობილი ადამიანები მომავალში თქვენი კარგი მეგობრები გახდებიან. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ოჯახის წევრებს, მშობლებს და ნათესავებს. მათგან ბევრ სითბოს და მზრუნველობას შეიგრძნობთ. სასიყვარულო ურთიერთობაში კი თქვენი ეჭვიანობა შეიძლება, განხეთქილების მიზეზად იქცეს.


 


 



ქალწული

მთელს დროს და ძალას დროსტარებას და სახლის საქმეებზე ნუ დახარჯავთ, რათა სრულიად არ გამოიფიტოთ და თავი შეუძლოდ არ იგრძნოთ. მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ აგრესიულობას, რადგან ეს საყვარელ ადამიანთან ჩხუბში გადაიზრდება. სიამოვნებას მოგიტანთ უცხოელებთან კავშირის დამყარება, უჩვეულო ინფორმაციის მიღება, უცხოეთში გაგზავრება ან მოგზაურობისას თავგადასავლები.


 


 



სასწორი

მხიარულებისა და გართობისას მოერიდეთ კანონის დარღვევას, რათა არ აღმოჩნდეთ მძიმე მდგომარეობაში, ან არ მოგიწიოთ ჯარიმის გადახდა. მოძველებული კავშირების სიუხვემ და ცხოვრებისეულმა ცვლილებებმა შესაძლოა, გადაგღალოთ და თავი სუსტად იგრძნოთ. პარტნიორულ ურთიერთობებში გამოშკარავებულმა საიდუმლომ შესაძლოა, ემოციურად შეგარყიოთ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობასაც გააუარესებს. ახლო მოგზაურობა დასვენებისთვის გამოიყენეთ.


 


 



მორიელი

გარშემომყოფებზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენა გაგიადვილებთ მიზნის მიღწევას. შეიცვლება თქვენი ურთიერთობების სტილი და ინფორმაციის მიღების წყაროები. ბევრ დროს დაუთმობთ მეგობრულ შეხვედრებსა და მხიარულებას. რომელიმე თავყრილობაზე შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ და დაგაფიქრებთ ოჯახის შექმნაზე. ეს კარგი დროა მკურნალობის ჩასატარებლად, ფიზიკური ფორმის აღსაღდგენად და ახალი იმიჯის შესაქმნელად.


 


 



მშვილდოსანი

სულიაერი და ინტელექტუალური ზრდისთვის ხელსაყრელი დროა. გაიზრდება კონტაქტების და გადაადგილებების რაოდენობა. ახალი კავშირების დამყარებით და სამუშაოს შესრულებით შეძლებთ შემოსავლების გაზრდას, რაც კიდევ უფრო გაგიძლიერებთ თავდაჯერებულობას. ეს დრო ხელს უწყობს შორეულ მოგზაურობას და ახალი ინფორმაციის ათვისებას. ახალი სასიყვარულო კავშირი მყარი და ხანგრძლივი აღმოჩნდება.


 


 



თხის რქა

საგრძნობლად მაღალი იქნება თქვენი ავტორიტეტი და თქვენს აზრს ბევრი ადამიანი გაითვალისწინებს. პირადი თვისებები და კოლეგებთან ჰარმონიული დამოკიდებულება დაგეხმარებათ საქმეების დროულად და ხარისხიანად შესრულებაში. ეს დრო კარგია მოლაპარაკებების საწარმოებლად და ხელშეკრულებების დასადებად. გადაადგილებები, მოგზაურობები და ახალი ნაცნობობა თქვენს ცხოვრებას გაახალისებს და ახალ, საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით.


 


 



მერწყული

შესაძლოა გაგიჩნდეთ მარტოობის და სამომავლო გეგმებზე ფიქრის მოთხოვნილება, თუმცა ამის საშუალებას არც ოჯახის წევრები და არც ახლობლები არ მოგცემენ. მიუხედავად გადაღლისა და ფიზიკური ძალის ნაკლებობისა, თავს სანაქებოდ იგრძნობთ, რაც გაზრდის კონტაქტების რაოდენობას და სასიკეთოდ აისახება თქვენს მომავალ საქმიანობაზე. გამოცდილი ადამიანები გადაწყვეტილებების მიღებასა და მომავალი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებიან.


 


 



თევზები

სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმეების განხილვაში გამოავლინეთ ერუდიცია და კომპეტენტურობა, რისი მეშვეობითაც აიმაღლებთ ავტორიტეტს. ნათესავებთან და ახლობლებთან გაგიადვილდებათ ურთიერთობების აღდგენა და გამყარება. მეტი დრო დაუთმეთ პირად პრობლემებს, სასიყვარულო ურთიერთობებს, გარეგნობის გაუმჯობესებას და ავტორიტეტის ამაღლებას. გადაადგილებებმა და მოგზაურობებმა შესაძლოა, რადიკალურად შეცვალონ თქვენი ძველი გეგმები და მიზნები.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?